,,საქართველოსადმი მიმართებაში სამართლიანი მსოფლიო პოლიტიკის პრინციპების ჩამოყალიბებისათვის მოწოდება.''
1. საქართველოს მეფეები (XVI - XVIII სს) არ ცდებოდნენ რეგიონის ზოგად გეოგრაფიულ პროგნოზში, როცა ვარაუდობდნენ, რომ მზარდი ძალის მქონე რუსეთი განდევნის ჩრდილო და სამხრეთ კავკასიიდან ირანს და თურქეთს. მაგრამ ისინი შეცდნენ რუსეთის პოლიტიკის პროგნოზირებაში საქართველოს მიმართ. რუსეთი არ დაადგა საქართველოსთან არათანასწორი მეკავშირეობის გზას. მან საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტის, განადგურების გზა აირჩია. ეს არჩევანი მის ინტერესთა თვალსაზრისით სწორი იყო: მან იცოდა, რომ არაკონკურენტუნარიანია დასავლეთის ძალებთან მცირე ქვეყნის, თუნდ მართლმადიდებლურის მოკავშირეობისათვის ბრძოლის საქმეში. ეს ფაქტორი დღესაც და განჭვრეტილ მომავალშიც ძალაშია.
2. რუსეთმა საქართველოს დაპყრობისა დაგანადგურების მრავალსაუკუნოვანი ოპერაცია დაიწყო ჯერ კიდევ მასთან პოლიტიკური დაახლოვების ხანაში, როცა მასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარების ფონზე, პრაქტიკულად წელავდა და აგვიანებდა მისი რეალური დახმარების ყველა ნაბიჯს. ამ პოლიტიკის ყველაზე მკვეთრი ეპიზოდია მის მიერ ხელშეწყობა ირანის შაჰის, აღა მაჰმად ხანის უეცარი თავდასხმისათვის საქართველოზე (1795წ.). აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიიდან (1801) სულ 10 თვის თავზემან განახორციელა პირველი ღია ნაბიჯი საქართველოს, როგორც ქვეყნის, დაშლის პოლიტიკა. მან შეთხზა გეოგრაფიული სახელი „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ტერიტორიის რაღაც ნაწილისათვის (არ დაუკონკრეტებია - რომლისათვის), სადაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილო კავკასიაში არსებული ადგილობრივი ოსური დემოგრაფიული პოტენციალის გამოყენების პოლიტიკას (ამ სახელს პირველი ხმარობს რუსული ადმინისტრაციის მეთაური საქართველოში, გენერალი კნორინგი თავის მოხსენებაში იმპერატორისადმი 1801 წელს. იხ. კნორინგი „Осетинский вопрос“. XIX ს-ის შუაში (.......წ.). რუსეთმა „თბილისის გუბერნიას“ ჩამოაჭრა და ვლადიკავკასიისას მიაკუთვნა საქართველოს ძირძველი პროვინცია დვალეთი (ნარის ქვაბული, მამისონის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით, ალაგირამდე) - საქართველოს ერთადერთი ნაწილი, რომელშიც ამ დროისათვის ჩრდილოეთიდან იმიგრირებულმა ოსებმა უკვე უმრავლესობა შეადგინეს (იხ. ბროკჰაუზისა და ვერონის ლექსიკონი „Осетииa“).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლად არსებობის წლებმა (1918-1921) რუსეთი ისევ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობისა და მასთან ხელშეკრულების ხელმოწერის (1920წ., თუმცა რატიფიკაციის გარეშე დარჩენილის) ფონზე აწარმოებდა სამხედრო მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ. ამ მოქმედების ყველაზე მკაფიო ეპიზოდები იყო გენერალ დენიკინის ომი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ჩრდილო ნაწილში („თეთრი“ რუსული სახელმწიფოს სახელით) და ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული რუსული დივიზიების - თურქეთის ფრონტიდან რუსეთისკენ მიმავალისა და ---------------- (აზერბაიჯანი) გაჩერებულის - მხრიდან საქართველოზე შემოტევის მცდელობა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მიერ ამ დივიზიების განადგურებით დამთავრდა. ამ წლების (1918-1921) რუსული აგრესია დამთავრდა საბჭოთა რუსეთის ღია, დროშაგაშლილი შემოტევით საქართველოზე 1921 წლის 11 თებერვალს, რომლის გამოცხადებული მიზანი იყო საქართველოს „გათავისუფლება“ მისი კანონიერი „ბურჟუაზიული“ ხელისუფლებისაგან, რის „თხოვნასაც“ საქართველოს მოსახლეობის სახელით ასახიერებდა მხოლოდ შულავერში შეკრებილი ბოლშევიკური ხროვის - ძირითადად ეროვნებით არაქართველების განცხადება (მიმართვა საბჭოთა რუსეთისადმი). ეს უკანასკნელი შემოტევა დამთავრდა „საქართველოს დაპყრობითა და ფაქტობრივი ინექსიით“ (იხ. საქ. სსრ. უზენაესი საბჭოს დადგენილება, 1990წ., 9 აპრილი), რაც დღეს საერთაშორისო სამართლის მიერ დაკვალიფიცირებულია როგორც დანამატი ამ სამართლის წინააღმდეგ. ამ ინექსიის ფონზე ერთა ლიგამ ცნო საქართველოს დომოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა de jure (........წ.) მანამდე საქართველოს დამოუკიოდებლობა ცნო პარიზში შემდგარმა კონფერენციამ.
3. რუსეთის შეტევითი გეოსტრატეგია ჯერ ინდოეთისკენ (XVIII – XIX სს), შემდეგ ახლო აღმოსავლეთისკენ (XIX - XX სს) დღეს დაკონსერვებულია იდეოლოგიურად და მოხსნილია პრაქტიკულად. დღეს მისი სტრატეგია დაცვითია: მისი მიზანია ყრუდ გადაკეტვა დასავლეთის გზისა ამ რეგიონით ცენტრალური აზიისკენ. ამისთვის საქართველო უნდა იყოს ან მისგან დაკავებული, ან სტრატეგიულად აღარარსებული (გაუვალი). საქართველოს არარსებობა, როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტისა, დღეს მისთვის მთავარი პროგრამა-მინიმუმია. პროგრამა-მაქსიმუმია საქართველოს აღარარსებობა, როგორც პოტენციური სუბიექტისა, ანუ მისი სრული განადგურება დემოგრაფიული ჩათვლით. ამ მიზანზე ხელის აღება რუსეთისთვის ნიშნავს უარის თქმას თავისი გეოსტრატეგიის არა მხოლოდ ზემოხსენებულ ორ პერსპექტივაზე, არამეს მესამესა და უკანასკნელზედაც: იმაზე, რომ ოდესმე, ჩინეთთან ერთად, დასავლეთის გამკლავება შეძლოს (რადგან საქართველოს, როგორც ქვეყნის, ვერგანადგურების შემთხვევაში დასავლეთ-აღმოსავლეთის გამყოფი ხაზი (პირობითი - „ფრონტი“) კასპიის ზღვიდან, რომელზედაც იგი ახლა გადის, გადავა არა შავ ზღვაზე, როგორც რუსეთს უნდა, არამედ შუა აზია-ჩინეთის საზღვარზე).
4. „1“ - დან და „2“ - დან გამომდინარეობს ცალსახა დასკვნა: საქართველოს გადარჩენა რუსეთის დღესდღეობით მიმდინარე (და ამჟამად გამწვავებული) შემოტევისაგან და არა მხოლოდ მისი დღეს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის, როგორც ჩვენს რეგიონში მოქმედი გლობალური ძალის, მკაფიოდ გამოკვეთილი დამარცხების პირობებში. საქართველოს გადარჩენა, როგორც ქვეყნისა (და არა მხოლოდ როგორც ქმედითი სახელმწიფო ორგანიზმისა), შეუთავსებადია რუსეთის დღეს მიმდინარე და მის რეალურ სასიცოცხლო ინტერესში, როგორც სუპერძალის და მის მენტალურ ბუნებაში ღრმად ფუნდირებულ იმპერიულ პოლიტიკასთან. საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს, როგორც იტყვიან, „მოციქული არის მხოლოდ ტყვია“. ამ მეტაფორაში იგულისხმება არა მხოლოდ ტაქტიკური დაპირისპირება ბრძოლის ან მცირე შეტაკების ველზე, არამედ დიპლომატიური ბრძოლაც, ეკონომიკურიც, პროპაგანდულიცა და ა.შ.
5. რუსეთის შემკავებელი მის დღევანდელ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე მის შიშველ ძალაზე დამყარებული იმპერიული პოლიტიკის განმდევნი ჩვენი რეგიონიდან, არის დასავლეთი, რის გამოც საქართველოსათვის ერთადერთი ბუნებრივი და პერსპექტიული საგარეო პოლიტიკა არის საბრძოლო ალიანსი დემოკრატიულ დასავლეთთან ჩვენს რეგიონში არა მხოლოდ რუსეთის შეკავების, არამედ მისი, როგორც იმპერიული სუბიექტის, ზემოხსენებული დამარცხების მიღწევის მიზნით. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეს ორიენტაცია არა მხოლოდ ოპტიმალურია, არამედ უალტერნატივოც.
6. საქართველოს სამხედრო კავშირი დემოკრატიულ დასავლეთთან მოიცავს შემდეგ საშიშროებებს:
ა) დასავლეთის მხრიდან საქართველოს „მიტოვებას“ კრიტიკულ მომენტში, ამ
საშიშროების მოსახსნელად საჭიროა ჰქონდეს კავშირის მყარი იურიდიული ფორმა
(ხელშეკრულება).
ბ) დასავლეთმა შეიძლება საქართველო განიხილოს, როგორც ცარიელი ტერიტორია და
არა მოკავშირე (დღეს ასე განხილვის ტენდენცია ფაქტია, რის გამოც საქართველოში
მხარდაჭერა ეცხადება არა ეროვნულ ძალებს).
გ) დასავლეთმა შეიძლება საქართველოში უსამართლო სიმპათია გამოუცხადოს
ცენტრიდანულ, ანუ საქართველოსთვის პერსპექტივაში მომაკვდინებელ ძალებს იმ
პრინციპიდან გამომდინარე, რომ იგი გაგებით ეკიდება საქართველოს ამწუთიერ და
დღევანდელ ინტერესებს, მაგრამ არა ისტორიულ მასშტაბებიანს.
ეს საშიშროებები დაძლევადია, ანუ ჩვენი მოკავშირეთა შემობრუნება ჩვენი ქვეყნის
სამართლიანი ძირეული (basic) ინტერესებისკენ შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელი
პირობაა საქართველოში ნამდვილი (სწორად არჩეული და არა გარეთკენ რეალურად
დამოკიდებული) ხელისუფლების ყოლა.
7. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება, ლეგიტიმურიც და არალეგიტიმურიც, სამშობლოს პირდაირი ღალატის ბრალდების რიდით ვალდებულია:
ა) მსოფლიო საზგადოებრიობას და ყველა შესაძლო მოლაპარაკების ყველა პარტნიორს
განუმარტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რეალური ვითარება
ბ) მათვე განუმარტოს, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა შინაური კონფლიქტი
არის რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ ამ უკანასკნელის განადგურებისთვის,
რომელიც მიმდინარეობს საქართველოს მის მიერ ანექსიის (1801) პირველი დღიდან.
გ) მოკავშირეებისაგან სათავდაცვითო დახმარების პარალელურად შექმნას დაუყოვნებლივ
- რეალური სარეზერვო სამსახური
- სამოქალაქო თავდაცვა
- მოქალაქის მხედრული აღზრდის სისტემა (სკოლა, უმაღლესი...)
- სათავდაცვო წარმოება
- სამხედრო სწავლება და კვლევა-ძიებითი მუშაობა
- გაწვევაზე დამყარებული სამხედრო სამსახური სახელშეკრულებოს პარალელურად სათანადო საკანონმდებლო მექანიზმებით
- სამხედრო მოსამსახურის და ვეტერანის სოციალური დაცვის სისტემა
- ფართო ფსიქოლოგიური ბაზა „ჩვენი მთავარი ნაწარმია ადამიანი“
დ) მსოფლიოს მიერ საქართველოს ცნობიდან (1992) დღემდე საქართველოს მსოფლიოსათვის არ განუმარტავს, რომ საქართველოს ე.წ. „სეპარატისტული“ რეგიონები საქართველოს მიწა-წყლის ორგანული და უდავო ნაწილებია. ამ ტერიტორიებზე, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველი ერი ერთადერთი ავტოხტონური მოსახლეობაა, ანუ ის, რომელმაც ეს ტერიტორია ბუნებრივი მდგომარეობიდან განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში გადაიყვანა, ხოლო აფსუა ხალხი „აფხაზებად“ იწოდება მხოლოდ იმიტომ, რომ იმიგრაცია მოახდინა (XVII-XVIII) საქართველოს „აფხაზეთად“ წოდებულ ნაწილში, ხოლო ოსები საქართველოში იმიგრირებულნი არიან XVII-ს დან, ძირითადად კი 1864 წლიდან ორი დეკადის მანძილზე, განსაკუთრებით კი - 1921 წლიდან და ამგვარად, ამ მიწაზე შედარებით გვიანდელი დიასპორა არიან. ოსურ მოსახლეობას საქართველოში (ისევე, როგორც ყველა სხვა) აქვთ შეუვალი უფლება ყველასთან იგივეობრივი მოქალაქეობისა. ყოველგვარი დისკრიმინაციისგან დაცულობისა, თავისთავადობის მარადიულყოფისა და კულტურული ავტონომიის ყველა პარამეტრებში უზრუნველყოფისა (დედაენაზე სწავლა და სხვ.), ფუნქციური ავტონომიისა (სათვისტომოთა ფორმის პოლიტიკურად მოქმედ ორგანიზაციათა ქონასა და სხვ.), მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ტერიტორიასთან მიბმული პოლიტიკური ავტონომიისა, მით უმეტეს - ტერიტორიისათვის თავისი ეთნონიმის სახელის დარქმევისა, აფხაზებს კი აქვთ იგივე უფლებები, პლუს - თავისი ავტონომიის ტერიტორიულად განსაზღვრისა, იმ გარემოების გამო, რომ იმიგრაციის შემდეგ, მათ შეიმუავეს ახალი ეთნიკური (ეროვნული) ცნობიერება, რითაც ეთნიკურად (ეროვნულად) მოსწყდნენ თავის მონათესავე ჩერქეზულ (ადიღე) ტომებს და დღეს საქართველოს, კერძოდ - აფხაზეთის გარეთ სხვა სამშობლო აღარ აქვთ. მსოფლიომ უნდა იცოდეს აგრეთვე, რომ „სეპარატისტებში“ არაოფიციალურად გავრცელებული ფორმულიორება „ჩვენ ეს მიწა დავიპყარით, მაშასადამე იგი ჩვენია“ არ არის სწორი, რადგან იმიგრანტ აფსუა ტომს თავისი სამხედრო წარმატებები (თუ იმიგრაციის პროცესში ბრძოლაც ერთო) არასოდეს მიუყვანია იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტერიტორია საქართველოსათვის იურიდიულად მოეწყვიტა. ხელისუფლება მოვალეა თავის ყველა პარტნიორს ეს განუმარტოს.
ოკუპაციის 90 წლისთავთან დაკავშირებით საკონფერენციო თემაა, თან ჩემი პირველი მერცხალი და ძალიან გთხოვთ შეაფასეთ, შენიშვნები ან შესწორებები მიმითითეთ, ოღEონდ გასაგებად, სად და როგორ უნდა ჩაემატოს, ან რა ვუნდა შეიცვალოს... აბა ჰეე