საკმაოდ საინტერესო,ჩემი აზრით კარგი ქართველი რეჟისორი,ნოდარ მანაგაძე.არ არის თემა და გავხსნი,არაფერს დააშავებს.
http://geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=77დაიბადა 1943 წლის 19 მარტს თბილისში. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).
პირველი ორი ფილმი გადაღებული აქვს ბიძამისთან(მგონი ) შოთა მაგააძესთან ერთად,მისი ყველაზე გამორჩეული ფილმებია:ეი მაესტრო(ჟიურის სპეციალური პრიზი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთასორისო კინოფესტივალი, იტალია ) და ამაღლება.
ფილმები.
მოლოდინი (1969)
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=226მეორე მსოფლიო ომი. სოფლის ექიმმა ქეთევანმა მეორე შვილიც გაისტუმრა ფრონტზე. უმცროსი ვაჟი მამუკა დედას მხარში უდგას, დაუღალავად ეხმარება. ქეთევანი შიშს და დაღლას არ იმჩნევს, ავადმყოფებს ზრუნვას არ აკლებს. ომის დამთავრებასა და შვილების დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ ომი უკანასკნელსაც მოითხოვს – ქეთევანი თავის ბოლო იმედს, მამუკასაც ფრონტზე გააცილებს.
გადმოსაწერი ლინკი-
http://www.babaduli.de/news.php?readmore=1157#readmore=1157წუთისოფელი(1971)
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=240მეუღლის პირველ მსოფლიო ომში წასვლის შემდეგ სიდონიას ხუთი შვილი დარჩა საპატრონო. გაჭირვებასა და შიშში გავიდა წლები. იასონი დაბრუნდა, მაგრამ სადარდებელი ოჯახს არც შემდეგ მოკლებია. უფროსი შვილი აფრასიონი სოფლის კოლექტივიზაციას შეეწირა, არჩილი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. შრომაში გაილია წუთისოფელი. ღრმად მოხუცი იასონი გარდაიცვალა. სიდონია არასდროს გასცილებია თავის სოფელს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრ სიძნელესთან ერთად ბევრი სიხარულიც ნახა.
ლინკი-
http://www.babaduli.de/news.php?readmore=1106#readmore=1106მოკლემეტრაჟიანი ფილმი საერთო კედელი (1972)
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=791სხვადასხვა სადარბაზოში მცხოვრები, საერთო კედლით გამიჯნული მეზობლები ერთმანეთს მოსვენებას არ აძლევენ. ერთის პიანინოზე დაკვრა მეორეს აღიზიანებს და მის გასაჩუმებლად კედელს გამუდმებით მუშტებს უბრახუნებს. გარეთ მეზობლები ერთმანეთს გულითადად ესალმებიან, მალე დამეგობრდებიან კიდეც. ერთხელ ერთად გაისეირნებენ, ბარშიც შეივლიან. სახლში დაბრუნებულები მეზობლის ბინიდან კვლავ შემაწუხებელ ხმებს რომ გაიგონებენ, ხელში რაც მოხვდებათ, ყველაფერს საერთო კედელს დაუშენენ. კედელი გაინგრევა და მეგობრები ერთმანეთს აღმოაჩენენ.
ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974)
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=262გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით
მტრისგან შეწუხებულ სოფელს ივანე კოტორაშვილის იმედი აქვს, შემოპარულ მტერს კომბლით დაერევა და შავ დღეს დააყრის. სოფელი ცდილობს დევკაცს ცოლად კატო შერთოს, მაგრამ ივანე უღლის დადგმას არ ჩქარობს. მტერთან დაუნდობელი ვაჟკაცი საყვარელი ქალის წინაშე ბავშვივით მორცხვი ხდება. თანასოფლელები ქალ-ვაჟს გაკოჭავენ და ასე დასწერენ ჯვარს. ბედს შეგუებული ივანე ოჯახურ ბედნიერებას ხეირიანად ვერც კი შეიგრძნობს, ისევ ომში მოუწევს სამშობლოს დასაცავად წასვლა.
http://www.babaduli.de/news.php?readmore=1203#readmore=1203ამაღლება (1977)
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=299ფილმის გმირი მთელი ქართველი ერია – მამულიშვილები, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას. მშვიდობიანობის დროს თითოეული მათგანი საკუთარი ნიჭით, მკლავითა თუ გონებით ემსახურება სამშობლოს, განსაცდელის ჟამს კი მხედრულ ვალს აღასრულებს.
http://www.babaduli.de/news.php?readmore=1205#readmore=1205ფილმი ცუდი ხარისხი დევს,რაც ხიბლს უკარგავს,კარგი და ლამაზი კადრებია,ჩემი აზრით შედევრია ეს ფილმი.
კაშხალი მთაში (1979)
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=331გაზაფხული გადის1983
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=398ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი ვაჟა გურამ რჩეულიშვილის ტრანსკრიბირებულ სახეს წარმოადგენს. ის, როგორც გურამი, მოგზაური და თავგადასავალთა მაძიებელია, ჩრდილში ყოფნას, ჩვეულებრივი მოკვდავის უფერულ ცხოვრებას ვერასდროს შეეგუება. სადაც არ უნდა იყოს – ხევსურეთში, ალავერდის ტაძრის გუმბათზე თუ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე, გურამ-ვაჟას სწამს, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში".
კარგი ფილმი რჩეულიშვილის ნაწრმოებების მიხედვით,ძალიან ლამაზი კადრებითურთ,ერთია ბაბადულიზე რა ვერსიაც დევს ცოტა ხმის პრობლემა აქვს.
http://www.babaduli.de/news.php?readmore=1146#readmore=1146საუკეთესო ფილმი
ეი,მაესტრო1987
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=457არჩილი ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ გარემოებათა გამო იძულებულია ფორტეპიანოს ამწყობად იმუშაოს. თავისი ძველი მანქანით სახლიდან სახლში დადის და ადამიანებს ინსტრუმენტების აწყობაში ეხმარება. უიღბლოა, ზოგჯერ ჯიბის ფულიც არა აქვს, მაგრამ როგორც კი ინსტრუმენტს მიუჯდება, ნამდვილ მაესტროდ იქცევა.
ფესტივალები და პრიზები:
ჟიურის სპეციალური პრიზი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთასორისო კინოფესტივალი, იტალია (1986).
http://www.babaduli.de/news.php?readmore=1211#readmore=1211ბოლოსკენ გადაიღო ეს სამი ფილმი
. ანგელოზის გადაფრენა (2000)
2. ნათლისღება (1994)
3. ნოე (1991)
აქედან ნანახი მაქვს ნათლისღება,ჩემი აზრით ძალიან სუსტი ფილმი,90იანი წლების თბილისზე,ერთადერთი რიტაც ეს ფილმი გამოირცევა საოპერატორო ნამუშევარია(უცხოელის მიერაა გაკეთებული).
http://www.babaduli.de/news.php?readmore=556#readmore=556პ.ს სურათი ვერ ვიპოვე,გეოსინემაზე ძალიან პატარა ზომისაა.
ბიოგრაფიაც იქ დაწერილის მეტი არ ვიცი,თუ დაამატებთ კარგს იზამთ.
სინამდვილეში საზიზღარი ადამიანი ვარ-თქვა ბარნოველმა ლევიკომ.