მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში Patterson, Belknap, Webb & Tyler. 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.
ცუდი ბიჭია მიშიკო?

შალვა ნათელაშვილი (თებერვალი, 1958, დუშეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში განაგრძო სწავლა.
ირაკლი ალასანია (დ. 21 დეკემბერი, 1973, ბათუმი), ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი
მამამისი, გენერალ-ლეიტენანტი მამია ალასანია, მოკლეს აფხაზმა მეამბოხეებმა სოხუმის დაცემის შემდეგ 1993 წ. ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წ. პარალელურად, 1994-96 წწ., სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში.
ნიკოლოზ (ნიკა) გილაური (დ. 1975, თბილისი), ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წლის იანვრიდან
* სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე.
* 1998 - დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯი, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.
* 1999 – 2000 - სწავლობდა ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტში.
* 2000 - დაიცვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტში (პარიზი - ფილადელფია - ტოკიო).
* 1999 - მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში - საფონდო მენეჯმენტის კორპორაცია „ინვესკოში“ - ფონდების ადმინისტრატორ-მენეჯერად.
* 2000 - ფილადელფიის, მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ენერგო დაზოგვის პროექტების ფინანსური კონსულტანტი.
* 2001 - დაინიშნა საქართველოს ტელეკომში ფინანსურ კონსულტანტად.
* 2002 - დაინიშნა ესპანური კონსორციუმის - იბერდროლას საქართველოს ენერგობაზრის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ კონსულტანტად.
* 2003 – 2004 - მუშაობდა ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-იში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ მაკონტროლებლად.
* 2004, 17 თებერვალი - დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად.
იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2009 წლის იანვრიდან არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ზაზა გოროზია (დ. 11 თებერვალი, 1975, ქ. მარტვილი) — სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში. ჰყავს მეუღლე — თამთა კობახიძე.
ზაზა გოროზია დაიბადა მარტვილის რაიონში 1975 წლის 11 თებერვალს. დაამთავრა მარტვილის მე-2 საშუალო სკოლა. 1992-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით.
2000-2001 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტში სტაჟიორად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა კოლონიის მთავარ ექიმად. 2001-2002 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2003 წელს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად.
2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად. 2005 წლის ივლისიდან არის სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორ
იყო რუსი გენერლის მძღოლი–რუსების სამეგრელოში შემოსვლის დროს(ეს დაავიწყდათ)
დავით კეზერაშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე. ისრაელის მოქალაქე.
დაიბადა თბილისში. 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ჰოლონში, გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს.
იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი. ამ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 2008 წლის 5 დეკემბერს.
სააკაშვილის ხაზინადარი, ბიუჯეტის ქურდი, აგვისტოს ომის დროს იყო თავდაცვის მინისტრი–ნარკომანი, იარაღის ბარიგა
ივანე (ვანო) მერაბიშვილი (დ. 15 აპრილი, 1968, სოფ. უდე, ადიგენის რაიონი) – ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან. 2002 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი გენერალური მდივანი გახდა.
1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
დავით უსუფაშვილი (დ. 5 მარტი, 1968) — იურისტი, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005 წლიდან.
დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი (1992) და დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ, 1999). იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული გაყოფილების გამგე (1990—1992), სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი (1992—1994), თსუ ლექტორი (1992—1997), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993—1995), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1994—1997), AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი (1999—2000), ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ საბჭოს წევრი (1995—1997, 2000—2001), ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000—2001), უძღვებოდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში (2001—2005). არის იურისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.
This post has been edited by kardinali on 7 Feb 2011, 14:24