#24347091 · 7 Mar 2011, 21:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღე არ გავა ფორუმზე, არ დაიპოსტოს თემა ან არ დაიდოს მოკითხვის პოლი შესაძლო რევოლუციაზე. მე კი მიმაჩნია ქართველების ლაი–ლაი რევოლუციაზე ისეთივე ბაციკუკობაა როგორც ჩვენი ხელისუფლების გულზე მჯიღის დარტყმა რომ რუსეთს დედა აღარ ყავს და ეს ჩვენი დიდი დამსახურებაა. ქართული იგავია ერთი, ყველამ იცის: მელა რომ ვერ შეწვდა ყურძენს. ხოდა აქ ზოგი იმ პარტიის წარმომადგენელი რომ პოსტავს, რომლებიც "მოვლენების ევოლუციური განვითარების" მომხრეები არიან....იმათაც მინდა ვუთხრა და რადიკალებსაც. მეგობრებო...რევოლუციის მოხდენას ერთი ადგილი უნდა. თავს არ ვგულისხმობ. კაკ რაზ თავი აქ ყველაზე ცოტა როლს თამაშობს. ვგულისხმობ ქვემო უკანა ნაწილს. თქვენ ისე აცხადებთ რევოლუცია არ გვინდაო, თითქოს აგერ კარზე აკაკუნებს და კარის გამღები არავინ არის რომ შემოუშვან. ავტოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ხალხი არის "ზბროდი", ხოლო ხელისუფლება ჩვენთვის წაგლეჯილი ფულით აკონტროლებს ყოველდღიური ცხოვრების ბევრ ასპექტს. ამ შემთხვევაში რვოლუციას სხვანაირი ტიპის ლიდერი ჭირდება. ლიდერი რომელიც მიდის 50%–იან რისკზე მაინც რომ თუ რევოლუცია არ გამოვა ის მაგრა დაიპრესება, თვით სიცოცხლის დაკარგვამდე. ეს არ ეხება შევარდნაძის დროინდელ რევოლუციას. იმ ტიპის რევოლუციას როდესაც ვინც ჩვენთან სიტუაციას აკონტროლებდა ის ახდენდა გადატრიალებას, თან ედიკა არ იყო ასეთი ავტოკრატი, თან პარლამენტის თავმჯდომარე შენ გიჭერდა მხარს, უშიშროებას შენი პატრონები აკონტროლებდნენ და ა.შ. ანუ ვინც რევოლუციაზე წამსვლელია ეგ გუბაზ–ხაშლამა და ლევან–ადგილმამულბანკირი არანაირად არ არის. ნუ ეხლა ირაკლა–ხალიანს და სხვებს არც განვიხილავ. კი თქვეს თუ გაგვაბრაზეს დედას ვუტირებთო...მაგრამ მაგათი დედის ნატირალი არ გაიშვას. ჩემი აზრით მასეთი ტიპაჟია ოქრუაშვილი, მარა ის აქ არ არის და ამიტომ გამოირიცხა. ნინო რომ ნინოა, და ვერც ერთ ვარიანტში რომ ვერ იყიდის მიშა მაგას, ისიც არ მგონია მაგხელა რისკზე იყოს წამსვლელი. ამიტომ მე ანონსირებულ რევოლუციას, ისეთ რევოლუციას, რომ ვინმე გამოიყვანს ხალხს და მერე წავა პროვოკაციაზე (ამის გარეშე კი გადატრიალება წარმოუდგენელია ტექნოლოგიურად) მე არ ვიცი და ვერ ვხედავ. ერთადერთი ვარიანტი არის მხოლოდ შიმშილის ბუნტი (არაორგანიზებული) ...რაც ასევე სქართველოში ნაკლებსავარაუდოა...ნუ "ზბროდია" ხალხი და "ჩმორი" ან მიშას სერიოზული შეცდომა სიტუაციის აჭრაზე. არის მეორე ვარიანტიც: აშუშუმ რაღაცის გამო (თუმცა ბევრისგან განსხვავებით ჯერ ამას ვერ ვხედავ) გადაგვილოცა რუსეთზე და რუსმა თუ დაქოქა ტანკი ახალგორთან, აი მაშინ, ესა და კიდევ ერთი 100 კაცი გატენამს 20 წუთში ტარტალიოტს და მაშინ უბრალოდ თავისით ჩამოიშლება ყველაფერი. ისე რომ ტყუილად ნუ აანონსებთ რევოლუციას. დაანონსებული და გაწერილი რევოლუცია საქართველოში არ იქნება.
პ.ს. არა ისე ზოგს როგორ აკლია: როგორა თქო ერთმა ჯანიანმა კაი მოქეიფე ვითომ პოლიტიკოსმა? არიქა რაღაცა ვქნათ თვარა გადადგა მიშაო???? ვაი მართლა თქვენს პატრონს უბედურს....და უბედურ ქართველ ხალხს თქვენნაირი ლიდერები რომ ეყოლება
This post has been edited by mamuka-SRV on 7 Mar 2011, 21:24
--------------------
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)
|