gdavitiსისხლს თუ ჯერ ეხლა იწყებ, სისხლის სამართლის პროცესი ყველაზე კარგ შემთხვევაში გეცოდინება მესამე კურსის ბოლოს.
შენს უნივერსიტეტში არ ვიცი როგორ ასწავლიან, მაგრამ მე სისხლის მატერიალური ნაწილი ორ სემესტრში ვისწავლე + პროცესი ერთ სემესტრში.
ისე სასამართლოში აცხადებენ ხოლმე სტაჟირების კონკურსს ყოველ 6 თვეში და თუ გინდა, რომ თავისუფალი დრო არ გქონდეს საერთოდ გადი მანდ

10 დან 6 საათამდეა სამუშაო გრაფიკი, ნუ, შეიძლება მოახერხო შეთავსება და დღეში 5 საათამდე ჩამოხვიდე, მაგრამ თავისუფალი დრო ნამდვილად აღარ გექნება და სხვა საგნების სწავლასაც ვეღარ შეძლებ ნორმალურად.
* * *
პროკურატურაში სტაჟირების გავლა კიდე არც ისე ადვილია, წინა ნაკადში, 900-მდე კანდიდატიდან მარტო 22-ს დააწყებინეს მუშაობა. სანამ პროცესს ბოლომდე არ გაივლი ვერც იფიქრებ მანდ მოხვედრაზე, ნუ, ძალების მოსასინჯად შეგიძლია გახვიდე