დაინტერესდება თუ არა საკითხით ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო?
გაზეთ "რეზონანსის" მასალები
ხელისუფლბის დაპირების მიუხედავად, პური ისევ გაძვირდა. მიზეზი საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაძვირება გახდა. მეპურეების ერთმა ნაწილმა პურის 10 თეთრით გაძვირება გადაწყვიტა, მეორე ნაწილმა კი ტრადიციულ ხერხს მიმართა და პურის წონა შეამცირა. ორი კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში 3 თვის ხორბლის მარაგი არსებობდა და პური არ გაძვირდებოდა, თუმცა ამჯერად გაძვირების მიზეზი ხორბლის ახალი მარაგების შემოტანა გახდა.
საქართველოი ფასების მატების თავიდან ასაცილებლად სასურსათო რეზერვები არ არსებობს. ამიტომ საქართველო მსოფლიოში ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახება. ამას ხელს მონოპოლიზებული ბაზარიც უწყობს. შესაბამისად, თუ სხვა ქცეყნებში პროდუქტი 2–3%–ით ძვირდება, საქართველოში ეს მაჩვენებელი ხშირად 10–ჯერ და 20–ჯერ მაღალია.
თუკი სოფლის მეურნეობის მინისტრი პურის გაძვირებას გამორიცხავდა, ხოლო მეპურეებმა პური მაინც გააძვირეს, ამ საკითხით ვაჭრობისა და კონკურენციის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფქვილი 2 ლარით გაძვირდა და დღეს ერთი ტომარა 50 ლარი ღირს. მისი თქმით, იმპორტიორებმა ხორბლის მარაგების შემოტანა ახალი ფასით დაიწყეს და ფქვილი ამიტომაც გაძვირდა.
სილაგავას განმარტებით, პურის გაძვირება მხოლოდ ფქვილის გაძვირებასთან არ არის კავშირში – ასევე გაძვირდა წყალი, ზეთი, საფუარი, მარილი და საწვავი. მისი თქმით, პურის ფასში ფქვილის ღირებულებას 50% უკავია, დანარჩენი კი ამ პროდუქტებზე მოდის.
სილაგავას ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ხორბლის მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები ხორბლის მოსავლის შესახებ ანალიზს გააკეთებენ და ხორბლის ახალი ფასის წორედ ამის შემდგე გახდება ცნობილი.
ხორბლის კი ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ისევ იზრდება. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე ხორბლის ფასმა 2 წლიან მაქსიმუმს-886 დოლარს მიაღწია, პარალელურად გაიზარდა ევროპული ხორბლის ღირებულებაც. მსოფლიო ბირჟებზე არსებული ვითარების ფონზე ქართველი მეწარმეები ფქვილის ფასის გაზრდაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. მათი თქმით 15 თებერვლიდან ტომარა ფქვილის ფასი 2-3 ლარით – 55 ლარამდე გაძვირდება.
ამ დროისთვის ქართველი მეწარმეები უკრაინიდან ხორბალს 20-25 დოლარის გაძვირებით 395 დოლარად ყიდულობენ. რუსეთისა და ყაზახეთის ბაზრები კი დახურულია. მეწარმეების გათვლით, იმისთვის, რომ პურის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს და 60 თეთრი გახდეს, ტომარა ფქვილი 10 ლარით 45 ლარამდე უნდა გაიაფდეს. დღეს საქართველოში პურის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს
ბსჯ ს და როლანდ ბერგერის კონსულტანტები ჩამოდიან რომ მოისმინონ ამის პროგნოზი აგრო საბაზრო ფასებზე 5 წლის პერსპექტივაში...
* * *
არადა მეგონა რო პოპულარული თემა იქნებოდა