
Masters of the world Geopolitical simulator 3-ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სიმულაცია. თავიდან უნდა აირჩიო რომელიმე ქვეყანა, რომლის მართვაც გსურს. თუ გინდა ითამაშე უძლიერესი აშშ-თი ან ნგრევის პირას მისული ავღანეთით. ამ თამაშში, თქვენ ხართ ქვეყნის მმართველი, რომელმაც უნდა აკონტროლოს მის მიერ არჩეული ქვეყანა: მისი ეკონომიკა, არმია, დიპლომატია და ა.შ. რათა შეინარჩუნო ძალაუფლება უნდა დაიმსახუროთ პოპულარობა ხალხში, არ გადააჭარობთ ბიუჯედის დეფიციტის ნორმას და რაც მთავარია, ომში მტერმა არ უნდა დაგამხოს თავზე ყველაფერი

თავიდან შეგიძლია დააყენო თამაშის სირთულეები, მაგალითად ომის გაჩაღების ალბათობა (warmongering): მინიმუმზე მთელს მსოფლიოში იქნება მშვიდობა, მაქსიმუმზე კი უმეტესობა ქვეყნები ერთმანეთს დაერევიან: აშშ-კუბა, ჩრდილოეთ კორეა-სამხრეთ კორეა, საქართველო-სომხეთი (

), სირია-ისრაელი.

თამაშში ყოველ სახელმწიფოს გააჩნია თავის რეალური განსაკუთრებულებანი, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას - ტოტალიტარული რეჟიმი, ერაყში განთავსებულია მოკავშირეების მრავალი სამხედრო ბაზა, ხოლო რუსეთში - პრეზიდენტს გააჩნია პარლამეტის დიდი მხარდაჭერა.ერთი სიტყვით თამაში წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს სიმულატორს, რომელშიც თქვენ განაკარგავთ ყველაფერს დაწყებული ბიუჯეტის მართვით, დამთავრებული პლანის ლეგალიზაციით

. ზოგიერთ კანონს ახლავს თან ბმული, რომელიც გადაგიყვანთ უსაქმურების მიერ შედგენილი ენციკლოპედიის (a.k.a-Wikipedia) გვერდებზე, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამ კანონების და მის მიერ მოცული სფეროების შესახებ. ასევე შეგიძლიათ გამოხვიდეთ ტელევიზორით და გააკეთოთ განცხადებები (ოღონდ მიშასავით არ ეტენოთ ხალხს ცხვირში ყოველწამს, თორემ პოპულარობაზე ცუდად იმოქმედებს).

ამ თამაშში მოთამაშეს, ანუ სახელმწიფოს მმართველს, შეუძლია განახორციელოს უამრავი მოქმედება სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკა, ჯანდაცვა, სამხედრო, დასაქმება, კულტურა, სპორტი და ა.შ. ამავე სფეროებში მშეგიძლიათ მიიღოთ უამრავი კანონები, რომლებსაც განიხილავს პარლამენტი და მერე გადაწყვიტავს მიიღოს, თუ არ მიიღოს ეს კანონები (თუ დიქტატორი ხარ, სხვა საქმეა, რაც გინდა ის გიქნია

). თუმცა ფრთხილად უნდა იყო, როდესაც რაიმე კანონის შემოღებას დააპირებ. ამას შესაძლოა სხვადასხვა შედეგები მოჰყვეს: დემონსტრაციები, გაფიცვა, არეულობა, მჯდომარე აქციები...

ასევე შესაძლია რუკაზე სხვადასხვა დაწესებულებების აგება: ბაზები, აეროპორტები, აეს-ები, ნავთობსადენები, რკინიგზები და ა.შ.

რა შემთხვევაში
წააგებ თამაშს:
თუ თქვენი პოპულარობა ძალიან დაბალია (ამ შემთხვევაში გინდა დემოკრატი იყავი, გინდა დიქტატორი)
თუ თქვენი ბიუჯეტის დეფიციტი საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს ( მე ამის გამო 8-ჯერ დამხვრიტეს სამხედროებმა

)
თუ ომში დაგამარცხეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშს აქვს ერთი-ორი ერორი და უზუსტობა (მაგალითად ქართველ პოლიტიკოსებს სომხური გვარები აქვთ

) იგი ნელ-ნელა იხვეწება და ერთ ერთ ყველაზე საუკეთესო სტრატეგიულ თამაშად ითვლება მსოფლიოში
ლინკი:
http://mydisk.ge/download.php?id=uhurapypaGrrh