წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში. მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში.
დედა – მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: უფროსი არჩილი, შუათანა გრიგოლი და უმცროსი იყო ვასილი.
გრიგოლი სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა(1913წ.).
ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა. სამივე ძმა იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჯარიდან დაბრუნებულს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გააგზავნა მასწავლებლად.
კორნელი კეკელიძის მცდელობითა და მიტროპოლიტ ნაზარის წინადადებით, საქ. საპატრიარქოს საბჭომ გადაწყვიტა გრიგოლი თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად ბერლინის უნივერსიტეტში გაეგზავნა.
(ილია ჭავჭავაძის მეგობრის არტურ ლაისტის დახმარებით გაემგზავრა ბერლინში. 1921წელს)
1925 წელს გრიგოლმა ბერლინის უნივერსტეტი წარმატებით დაამთავრა. შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა, მოკლე დროში მოამზადა სადოქტორო დისერტაცია _''ქართველ ბერმონაზვნობის ისტორიაზე' და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც კი მიიღო. მოკლე ხანში მან 12–ზე მეტი ენა ისწავლა.
შემდეგ გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა.
1929 წელს გრიგოლ ფერაძემ , ქართველ ემიგრანტებთან ერთად პარიზში წმ.ნინოს სახელობის ეკლესია დაარსა.
იგი უდუდესი არჩევნის წინაშე დადგა ან სამეცნიერო მოღვაწეობა ან სასულიერო. ამ სულიერი ჭიდილისას მძიმედ დაავადდა სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და გადაწყვეტილებაც მიიღო.
1931 წლის 18 აპრილს ლონდონის წმიდა სოფიას ბერძნულ ტაძარში 32 წლის გრიგოლი ბერად აღიკვეცა. მეორე დღეს დიაკვანი გახდა ხოლო შემდეგ მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად.
მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა''
1934 წლის 5 იანვარს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, გრიგოლ ფერაძე არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
ამასობაში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ფაშისტები ხალხს სასტიკად ექცეოდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ, დევნიდნენ. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა და ეხმარებოდა ასეთ ადამიანებს, რისთვისაც (1942 წლის 15 მაის) შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც აღესრულა.
როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა დაუპირეს, მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი,და მისი სასჯელი თვითონ აუღია თავის თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.
1942 წლის 6 დეკემბერს გრიგოლ ფერაძე ოსვენციაში გარდაიცვალა .
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და არქიმანდრიტი წმინდანათ შერაცხა. გრიგოლ ფერაძეს ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი. http://www.ambioni.ge/grigol-ferazehttp://orthodoxy.wanex.net/skhva/peradze.htm-----------------------------------------------------
სამწუხაროდ, საქ. სამოციქულო ეკლესიაში არსებობს ფანატიკოსი, ექსტრემისტი და ფაშისტი დაჯგუფება/ბრბო, რომელიც არ აღიარებს გრიგოლ ფერაძის წმინდანობას
This post has been edited by მამა-ჯეMალი on 21 Oct 2012, 19:19
მიმაგრებული სურათი