#34246821 · 9 Dec 2012, 00:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მყავს ამ მოდელის მანქანა 1999 წლის, აქვს შიდა ელექტრო პრობლემა, მაგნიტაფონი ხანდახან კარგავს დენს. სალონის განათება, პერიოდულად ირთვება და ითიშება, დაქოქვის დროს ფეჩი ავტომატურად ირთვება, სიგნალიზაცია ჩაკეტვის დროს ხან მოქმედებს, ხან არა. ცენტრალური საკეტი და დისტანციური ჩამკეტიც ხან მუშაობს ხან არა. სხვა დანარჩენი ელექტრო ფუნქცია ჩვეულებრივად მუშაობს, დაქოქვით იდეალურად იქოქება, პრობლემა მხოლოდ ის აქვს რაც ჩამოვთვალე. თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელ ელექტიკოსთან შეიძლება წავიდე, ან რომელ კომპანიაში რომ ერკვეოდნენ ამერიკული მანქნანის ელექტო სისტემაში და აღმოფხვრან ეს ხარვეზები. სავარაუდოდ, შევამჩნიე რომ დამცველების ტაბლოზე ერთ-ერთი დამცველი არის ჩადუღებული, შესაძლოა ეს პრობლემები ამ გადახურებამ გამოიწვია კიდეც, მოკლედ არ ვიცი, მჭირდება კარგი ელექტრიკი რომელიც ამერიკულ მანქნას იცნობს ან მითხარით დიაგნოსტიკა სად კეთდება ამერიკული მანქანების. გთხოვთ, თუ გეგულებათ ვინმე, მიმასწავლოთ
This post has been edited by lukako93 on 9 Dec 2012, 01:07
--------------------
“In truth,there was only one christian and he died on the cross.”
|