ცნობილია, რომ ბელადების ძეგლები, საშუალო, დიდი, უზარმაზარი პორტრეტები, სამაგიდო ბიუსტები კომუნისტებმა ხატების, ხოლო ოქტომბრელის, კომკავშირელის სამკერდე ნიშნები და წითელი ყელსახვევი – სატარებელი ჯვრების ჩასანაცვლებლად მოიფიქრეს. მაგრამ სტალინს არ გაუმართლა. თვით მის მშობლიურ ქალაქშიც კი, სადაც მაღალ კვარცხლბეკზე ცხრამეტრიანი ქანდაკება ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, 1952 წელს ააგეს, მან ისტორიის ჟამთასვლას ვერ გაუძლო, ანუ, ამაოებას არ ამოება...
არნახული რეპრესიების შემოქმედმა და მთავარმა ორგანიზატორმა, სულ რაღაც 90 წელიწადში უკვე ორჯერ თვითონ გამოსცადა რეპრესიების სიმწარე. სწორედ ასე უნდა დავწეროთ, თუ გავითვალისწინებთ მგზნებარე სტალინელთა რწმენას, რომლის მიხედვითაც სტალინის ძეგლებიც ცოცხალი სტალინი იყო: მას მიმართავდნენ, ეფერებოდნენ, ეხუტებოდნენ და ფერხთით ყვავილებს ულაგებდნენ. მათი უმრავლესობა დღესაც ფიქრობს, რომ ძეგლებს, რომლებიც ჩამოაგდეს და რომელთაგან ზოგი პირდაპირ სახით დაეცა ასფალტზე, ეტკინებოდათ.
ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ზოგან რამდენიმე ხანშიშესულმა ადამიანმა დემონტაჟის პროცესს ვერ გაუძლო და როცა ძეგლი მიწას დაენარცხა, გულიც წაუვიდა.
სხვათა შორის, ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც ამის საშუალებას ადგილობრივი ბიუჯეტი იძლევა, უკვე აღებული სტალინის ძეგლის ადგილას 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა თუნდაც მცირე ზომის ქანდაკებები დადგან.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=3088
"ვინც რა უნდა თქვას, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ. იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ."
"იქნება მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ–ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი..."