პრეზიდენტის საჩუქრები: კლინტონის ლარნაკი და ობამას პერანგის საკინძი
ვებგვერდ www.opendata.ge-ზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული ოფიციალური საჩუქრების სია გამოქვეყნდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, საჩუქრები 06/11/1995 წლიდან - 2000 წლამდე და 06/11/1992 წლიდან - 2010 წლამდე არის მიღებული.
საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა 24 ოფიციალური საჩუქარი მიიღო. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჩუქრების ღირებულების დასახელებასაც ითხოვდა, თუმცა ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუწოდებია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 2009 წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა აჩუქა მაგიდის საათი წარწერით "ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი".
შარშან მიხეილ სააკაშვილმა რომის პაპ ბენედიქტ XVI-ისგან მიიღო ოქროს მედალი (917/000 სინჯის ოქრო, ზომა: 500მმ, წონა 100გ).
საქართველოს პრეზიდენტს სამხრეთ კორეული კომპანია "კეპკოს" ვიცე-პრეზიდენტმა, კიონგ გუ პურმა
ოქროს გვირგვინი გადასცა. 
საჩუქრის გადაცემის წელი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.
2010 წელს ლისაბონში ბარაქ ობამამ მიხეილ სააკაშვილს პერანგის სახელოს საკინძი აჩუქა.
საჩუქარი საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხისგანაც. ნახიან ბინ მაბარაკ ალ ნახიანმა მიხეილ სააკაშვილს ოქროს, ბრილიანტისა და სხვა ძირფასი თვლებით გაწყობილი ხმალი აჩუქა.
2009 წელს დემოკრატიის განმტკიცების საქმეში დამსახურების, სომხეთის რესპუბლიკასთან მეგობრული ურიერთობის დამყარებისა და ხალხებს შორის მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სერჟ სარქსიანმა სააკაშვილს ღირსების ორდენი გადასცა. პრეზიდენტს 2009 წელსვე მადლიერების ჯვარი აქვს მიღებული ლატვიის პრეზიდენტისგან, დევიზით - "ღირსეულ ადამიანებს".
მიხეილ სააკაშვილს 72 გრამიანი ოქროს ფირფიტა წარწერით - "მიხეილ სააკაშვილი" მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ უსახსოვრა.222 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს საჩუქარი გადასცა 2005 წელს მიხეილ სააკაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.
2007 წელს ათენის მერმა ნიკიტა კაკლამანსმა, საქართველოს პრეზიდენტს ატენის ღირსების ოქროს მედალი უსახსოვრა, ხოლო ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა - მარიამის მიწის ჯვრის ორდენი.
სამახსოვრო მედალი მიხეილ სააკაშვილს 2010 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც გადასცა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს საჩუქრად მიღებული აქვს აშშ-ის კონგრესისგან კაპიტოლიუმის გამოსახულებით სუვენირი, წარწერით - "შეერთებული შტატების სენატი"; ხმალი მთავარანგელოზ მიქაელის სახელობისა და გლდანის ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრისგან; ჯორჯ ბუშისგან სპორტული ქურთუკი და ფეხსაცმელი საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით; კოლტის სისტემის პისტოლეტი ამერიკელი გენერლისგან; ბროლის ლარნაკი ჰილარი კლინტონისგან; ვერცხლის ლანგარი ნიკოლა სარკოზისგან; ვერცხლის ზოლებიანი შავი ზარდახშა ანდრეს ფოგ რასმუსენისგან; კერამიკის საკალმე ვერცხლით ჰონდურასის პრეზიდენტისგან; ესპანეთის სამეფო კლუბის "რეალ მადრიდის" მაისური; სამახსოვრო მედალი ეუთო-ს სამიტისგან და რესპუბლიკის ორდენი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტისგან.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/31934-pre...l#ixzz1DXA4G4z6ლიცემერი: ობამა რა "ჟმოტი" ყოფილა
თქვენ რას აჩუქებდით?
ჯანდაბა და დოზანას გარდა
This post has been edited by licemer on 10 Feb 2011, 09:39
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.