http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=piktv&...02-2011%2019:53გამაოცა 102 წლის ქალაბტონის საღმა გააზრებამ არსებული და უკვე წარსული სიტუაციისა. მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით აღწერა საქართველოს მდგომარეობა:
"მისდღეში ჩაგრულია ეს ჩვენი ქვეყანა... ეხლა მაინც გაანებონ თავი".
პიროვნულად შემძრა ამ კომენტარმა. და რარაც მომენტში ცრემლებიც მომგვარა. მისი კომენტარი კონტექსტიდან გამომდინარე სრულად და ძალზედ გულწრფელად აღწერდა საქართველოს წარსულს. მე მასში დავინახე ჭეშმარიტი ქართველი ქალი, რომელიც XX საუკუნის ოკუპაციასაც განიცდიდა და ეხლანდელ სიტუაციასაც სრულად აცნობიერებს, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით.
ვისურვებდი ასეთი ადამიანები ერთი ათი მაინც გვყავდეს საქართველოში. იქნებ მერე გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.
პ.ს. როცა ჩართავთ ლინკს ზუსტად გადაახვიეთ 19:52:20 საათზე...