სამოთხის შესახებ ინფორმაციას დავამატოთ აი ეს მონაცემებიც
"ედემი წარმოადგენს 1200 კილომეტრის უდიდეს სივრცეს (ეს არის ძველქართულ ხელნაწერებში აღწერილი იგივე "ქუეყანა") სამოთხე კი მის მიწის პირზე "ქუეყანასა ზედას" აღმოსავალთან მდებარე ადგილს ეწოდება, სადაც დღემდე პროექცირდება სამყაროს მეტაფიზიკური ღერძი იგივე ბიბლიით აღწერილი "სიცოცხლის ხე"!
იქვეა იოანე მოციქულის გამოცხადებაში აღწერილი ღვთის წმიდა ქალაქი "ზეციური იერუსალემიც" რომელიც დღემდე ხელუხლებელი დგას და მატერიალურ (თუმცა უდიდესი ენერგეტიკული ველით დამუხტულ ქალაქს) წარმოადგენს."
აქვე შეგიძლიათ იხილოთ სამოთხის ბაღისაკენ მიმავალი დაახლოებით 1200 მეტრიანი გვირაბის მთავარი კარიბჭე (რომელიც დღემდე დაკეტილია)
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=41272აქვე გთავაზობთ სამოთხის ბიბლიისეულ აღწერილობას...
"10. ....... იქმნება ოთხი ნაკადი.
11. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
....
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი."
დააკვირდით რას მოგვითხრობს ტექსტი...
რომ თურმე მდინარე ფიშონი (ფიშ-ონი) გარს უვლის რაღაც ტერიტორიას (ქვეყანას) სადაც ოქრო არისო...
რათქმაუნდა სრული სიმართლეა, რადგან აღნიშნულ ადგილას ჩვენს თანამდროვე ყოფაშიც კი ათასწლეულების წინათ გადამალული ოქროს მთელი ქალაქია გადანახული! (საუბარია ზეციურ იერუსალემზე, რომელიც სადაც არის უნდა გამოჩნდეს მთელი თავისი ბრწყინვალებით!)
ბერძენი არგონავტების შემოსვლის მიზეზზს დააკვირდით, ისინი ეძებენ ოქროს საწმისს და მისი წაღების მიზნით იმყოფებიან "აქ"...
შემდეგ ტექსტში ვხვდებით ასეთ ინფრორმაციას, რომ თურმე დნინარე "გიხონი" (გიხ-ონი) გარს უვლის მთელს "ქუშის" ქვეყანას...
მინდა გაცნობოთ, რომ სამოთხის ბაღიდან (უფრო სწორად "ქუეყანაში" შესასვლელი მთავარი კარიბჭიდან, იგივე ბერთა კლდიდან უახლოეს ერთ-ერთ დასახლებას დღემდე ჰქვია ქვიშხეთი!!!
დასახელებული "ქუშის" ქვეყანა სხვა არაფერია თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე მთაზე შეფენილი სოფელი ქვიშხეთი, რომელიც ნუნისიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაცილებული.
ვნახოთ შემდეგ რას მოგვითხრობს ეს ტექსტი...
რომ თურმე, მდინარე ხიდეკელი "ჩაუდის აშურს" (ანუ აშურთან მიედინებაო)
ჩემო დებო და ძმებო ნუთუ ვერ ხვდებით და გონების ჩაკიდებას ამ ინფორმაციაზე ვერ ახერხებთ რომ აღნიშნული ტერიტორია სხვა არაფერია თუ არა, დღევანდელი, უკვე თანამედროვე საქართველოში არსებული "ხაშურის" რაიორი!!!
რომელიც გეოგრაფიულად თუკი დავაკვირდებით აღნიშნულ ტერიტორიას, გეტყვით რომ ხაშურიც ერთ-ერთ უახლოეს შედარებით დიდ დასახლებას წარმოადგენს სამოთხის ბაღიდან.
ვინც არის ამ ადგილებში ნამყოფი დამეთანხმება ალბათ, რომ ამ ტერიტორიებს, რომ დააკვირდე მდინარე უბრალოდ გამორიცხულია სამოთხის მიმართულებიდან ზუსტად "ხაშურის" მიმართულებით არ "დაიძრას"...
ბიბლიაში მოხსენიებული "აშური" ეს დღევანდელი "ხაშურია"
დანარჩენს გზადაგზა მოგახსენებთ...
უბრალოდ აუცილებელია ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს იმის შესახებ რომ სამოთხე და სასუფეველი სხვა და სხვა ადგილმდებარეობის მქონე "ობიექტებია".
This post has been edited by nika_144 on 3 Oct 2007, 15:01