მამაო თამაზი
☠სქემმონაზონი☠

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12770
წევრი No.: 64527
რეგისტრ.: 15-June 08
|
#11697972 · 29 Nov 2008, 19:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“საქართველოს ეკლესიაში ინტელექტულუალური დონე ძალიან დაბალია”
გუჯა მარდალეიშივილი აქტიური მრევლი იყო, მაგრამ ეკლესიას იმის გამო დაშორდა, რომ მამაო მასზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობდა. დაფიქების შემდეგ მიხვდა, რომ მას აღარ ჰქონდა საუკთარი აზრი და ისეთი მამაოს მოძებნა სცადა, რომელიც მას გაუგებდა. გუჯა საზოგადოებამ “იუმორინას” მეშვეობით გაიცნო., ის “ქუჩის მუსიკოსების” ერთ-ერთი წევრი გახლავთ. გუჯა მარდალეიშვილი: _ გია ბაღაშვილმა რესტორნიდან გამიცნო. თავიდან იუმორინაში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგი ვიყავი, თავი იუმორისტის ამპლუაში ვერ წარმომედგინა. იქ ისეთი ბუმბერაზი მუსიკოსები და მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, რომ მათ გვერდით თავი უხერხულად ვიგრძენი. ჩემი მეგობრის ხვიჩა მარლაკელიძის ძალლდატანებით მივედი გავიცანი ყველა და ატმოსფერო ძალიან მომეწონა. სახელი, “ქუჩის მუსიკოსები” თავიდან უცნაურად მომხვდა ყურში, მაგრამ ამით თანაგრძნობას ვუცხადებთ იმ მუსიკოსებს, რომლებიც ქუჩაში ან რესტორანში მუშაობენ, მათგან ბევრი პროფესიონალია. ისინი ვერ ან არ არიან სცენაზე და ჩვენ ვამბობთ მათ სათქმელს. Bბევრს მოვწონვართ და კარგია, რომ ხალხს ჩვენი შემოქმედებით ნუგეშს ვაძლევთ. ბავშვობაში ვერც წარმომედგინა ანსამბლ “ივერიის” სოლისტებთან და ორ ბუმბერაზ მსახიობთან ბატონ გივი ბერიკაშვილთან და კახი კავსაძესთან ერთად სცენაზე წარვდგებოდი ქართული საზოგადოების წინაშე. Dდიდ მადლობას ვუხდი ბატონ ჯემალ და გია ბაღაშვილს ყველაფრისთვის. “იუმორინას” გარდა სხვადასხვა კონცერტებზე ვიღებ მონაწილეობას. Aპარალელურად ვუკრავ რესტორნებში და კლუბებში, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია რომ თავი ვირჩინო.
_ იუმორის მიმართ ბოლო დროს საზოგადოებას არაერთგვაროავანი დამოკიდებულება გაუჩნდა, თუმცა ნაწილი ფიქრობს რომ ამით შეიზლება გამხნევდეს ადამიანი... _ იმის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო დროს დაატყდა თავს, ომს ვგულისხმობ, შეიძლება ზოგიერთს ზედმეტად მოეჩვენოს იუმორინას და სხვა გასართობი თუ იუმორისტული შოუების გამართვა, მაგრამ სამუდამო გლოვას ხომ არ მივეცემით? ხალხს განტვირთვა და გამხნევება სჭირდება, მთელი საქართველო სასოწარკვეთილი იყო, როცა რუსები გვბომბავდნენ. Mმწუხარება სიცილით შევუცვალეთ ხალხს. _ როგორ დაიწყო თქვნი მუსიკალური მოღვაწეობა? _ მუსიკის ნიჭი ადრეულ ასაკში აღმომაჩნდა. Mმუსიკალური მოღვაწეობა ფოლკლორით დავიწყე. დეიდაჩემი მუსიკათმცოდნეა და მისი დიდი სურვილი იყო მევიოლინე გავმხდარყავი. ისე შემიყვარდა ეს საკრავი და ეს საქმე, რომ თავს ვერ დავანებებდი. კონსერვატორია დავამთავრე, მაგრამ საქართველოში კლასიკურ მუსიკას ყურადღება ვერ ექცევა, თანამედროე მუსიკაზე გადავედი, ჯაზს ვუკრავ. _ საეკლესიო სასულიერო ნაწარმოები თუ დაგიკრავთ? _ როგორც ვიცი მართლმადიდებლობა რაიმე საეკლესიო ნაწარმოების ინსტრუმენტზე დაკვრას კრძალავს. შეიძლება ვიღაც ფანატიკოსისთვის მკრეხელობა იყოს, მაგრამ მე ასე არ ვფქრობ. მე პატრიარქის საგალობელი “დავიღალე მოდი ჩემთან უფალო”-ს ინსტრუმენტარული ვერსია ჩავწერე, ძალიან მოეწონათ. “შენ ხარ ვენახი” შეგვისრულებია მე და ჩემს ორ მეგობარს ტრიოში ვიოლინოზე გერმანიაში ყოფნისას ეს ნოსტალგიის ფონზე იყო და ისედაც…. ვფიქრობ არ იქნება ცუდი ეკლესიაშიც, რომ იდგეს კლავიშებიანი ინსტრუმენტი, რომელიც ბანში მოეხმარება ან ფონს გაუკეთებს მგალობლებს, ვფიქრობ ეს არ იქნება ასე ვთქვათ თანამედროვე მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი… _ ინსტრუმენტის დადგმას არ ჯობია ცოცხლი ბანი იყოს, როგორც დღეს არის? _ კი სჯობს, მაგრამ ხანდახან არის ისე რომ არ ჰყოფნით ბანი როცა გოგონათა გუნდია. ინსტრუმენტი შეიძლება ფონის სახით დაეხმაროს მგალობლებს. უფრო ლამაზი მოსასმენი იქნება. არ ვამბობ იმას, რომ ვირტუოზული აკომპანიმენტი გაუკეთდეს საგალობლებს. ბევრი ეკლესიაში იმიტომ დადის, რომ ქართულ საგალობლებს მოუსმინოს, მოსწონთ და მშვიდდებიან _ თქვენ რა მოგწონთ? _ საგალობლები მეც მომწონს, ძალიან მამშვიდებს და მიყვარს ეკლესიაში მშვიდი გარემო და მყუდროება, თუმცა არის კონკრეტული ნიუანსები, რომლებიც ჩემი აზრით რეფორმას საჭიროებს და არ მომწონს ბევრი რამ. _ მაგალითად რა არ მოგწონთ? _ მაგალითად ვერ ვხვდები რატომაა დღემე შემორჩენილი ლიტურგიაში ძველი ქართული ენა. წირვა-ლოცვა რატომ მიდის ძველ ქართულად, რატომ არ ხდება მისი გათანამედროება და არ გადაეცემა ის ადამიანებს თანამედროვე ქართულ ენაზე. _ თქვენ გიჭირთ გაგება? _ ვაღიარებ რომ მეც მიჭირს იმიტომ, რომ ჩვენი თაობა დაშორდა ძველ ქართულ ენას. Aამის გამო კამათი მქონდა, როგორც სასულიერო პირებთან ისე რიგით მორწმუნე ადამიანებთან, თითქოს ძველი ქართული ენა მადლიანი ენაა და წმინდა მამები ამ ენით საუბრობდნენ. Eეს არ არის სერიოზული არგუმენტი იმაზე, რომ დღეს XXI სუკუნეში ღმერთი ძველი ქართული ენით ვადიდოთ. მაშინ იმიტომ ადიდებდნენ უფალს წმინდა მამები ძველი ქართული ენით, მათ ეპოქაში სალაპარაკო, საურთიერთობო ენაც ძველი ქართული იყო. დღეს ჩვენ თანამედროვე ქართულით ვსაუბრობთ. უხეშად არ გამიგოთ, მაგრამ ხუცური დამწერლობა რომელსაც სასულიერო პირები იყენებენ, რომ კითხულობენ ხანდახან მათაც არ ესმით რას ბუტბუტებენ. Dდაკვირვბული ვარ, ოღონდ ბოლომდე წაიკითხონ და ხანდახან გულსაც ვერ უდებენ ძველი ქართულით… ლოცვა არაა მოვალეობის მოხდა, მართლმადიდებლობა და საერთოდ ქრისტიანობა ხომ ცნობიერი რელიგიაა. გააზრებულიად უნდა ადიდო უფალი და არა მოვალეობისთვის თქვა ან აღასრულო რიტუალი. სასულიერო პირი ან თუნდაც მედავითნე ვერ გახდები თუ ხუცური არ ისწავლე, რადგან ტიპიკონი ხუცურადაა დაწერილი. ნუთუ ძნელია მხედრულ დამწერლობაზე თარგმნონ? _ რა პასუხი მოგცათ მამაომ ამის შესახებ? _ ის რომ იოანე მთაწმინდელმა სახარება ძველი ქართულით თარგმნა, იმიტომ, რომ მაშინ თვითონ ერი ძველ ქართულად საუბრობდა. წარმოიდგინეთ თანამედროვე ქართულით, რომ ეთარგმნა მისი თანამეროვენი, ხომ ეტყოდნენ ეს რა გაუგებარი ენააო. Mმე დავდივარ კათოლიკურ, პროტესტანტულ ტაძარში, ვეცნობი მათ ქრისტიანულ კულტურას მაინტერესებს მათი ლოცვები როგორ ადიდებენ უფალს, კონკრეტულ ლოცვებს მათთან ერთად ვლოცულობ კიდეც, რადგან თანამედროვე ქართულით ლოცულობენ ისინი... ძველი ქართულით ლოცვა ლამაზია და მხატრულია, მაგრამ მე თუ ვერ გავიგე ლოცვა, უფალს როგორ გავაგებინებ? ძალიან ბევრს აწუხებს ეს პრობლემა. _ კიდევ რა არ მოგწონთ ტაძარში, რას ვერ ურიგდებით? _ კამათი მქონდა იმაზეც, რომ ეკლესიაში სკამები უნდა დაიდგას, როგორც გააკეთეს საბერძნეთის და სხვადასხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მაგრამ აქ ბევრს ესმის ისე, რომ ეკლესიაში სკამების დადგმა კთოლიკურია. თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიაში სკამები ადრეულ საუკუნეებშიც იდგა. _ ერთი ორი საათი ვერ უნდა დავდგეთ ფეხზე და გვძლოთ უფლისთვის? _ სჯობს იჯდე და უფალზე იფიქრო, ვიდრე იდგე და წუწუნებდე დაღლაზე და ფეხების ტკივილზე. წირვაზე უმეტესობა ძალიან იღლება. ის 2 საათზე მეტ ხანს გრძელდება. როდესაც დიაკონი ამბობს “აღსდეგინ” ნიშნავს იმას რომ ადექით და ეს კი ნიშნავს იმას რომ მრევლი იჯდა ლოცვის დროს და არის გარკვეული ლოცვები, რომლის დროსაც ხალხი ფეხზე დგებოდა. _ იქნებ მრევლი არ ისხდა, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა და დიაკვანი სწორედ იმიტომ ამბობს “აღსდეგინ...” _ წირვა ძირითადად კვირა დღეს ტარდება. ტრადიციის მიხედვით კვირა დღეს მუხლდრეკა არ ხდება. ფეხზე ამდგარი ლოცულობენ და როცა მამაო ჩვენოს თქმისას მრევლი მუხლს იყრის, ეს რადიცია მსოფლიოს სხვა დანარჩენ მართლმადიდებლურ ტაძრებში არ სრულდება. კვირა დღეს მეტანიებიც არ სრულდება. ჩემი აზრით ფეხზე ამდგარი ან დამჯდარი ლოცვა ინდივიდუალური საკითხია, მთავარია წრფელი გულით ლოცვა _ თქვენ გამოგდით წრფელი ლოცვა? _ბოლო დროს ნაკლებად ვლოცულობ, მე დავშორდი ეკლესიას სხადასხვა მიზეზების გამო. შეიძლება ითქვას რომ ერთ დროს თავგამოდებული მრევლი ვიყავი, მაგრამ მერე მოძღვართან მქონდა პრობლემები და ამჟამად თავს არ მივაკუთვნი ეკლესიის წიაღს. _ რატომ გქონდათ მოძღვართან პრობლემები? _ პირველ რიგში ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ერთმანეთს ვერ გაუგეთ. დღეს მოძღვრის და მრევლის ურთიერთობა მონური მორჩილებაა, მე ასე ვუწოდებდი. მრევლი უკვე ქრისტეს ვეღარ ხედავს, მამაოს აღიქვამს ქრისტედ და ყველაფერს მას ეკითხება. მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც მამაოს ურეკავენ ყველაფერზე, მამაო მაკურთხე წავიდე თუ არა.... ზედმეტად მონურ მორჩილებას ვხედავ ამაში და ვფიქრობ ეს არ არის გამართლებული. Bბევრს ჰგონია, რომ აღსარებისას მოძღვარი შუამავალია,მაგრამ ასე არაა. უბრალოდ ის აღსარების მოწმეა, აღსარების თქმისას ღმერთს და ადამიანს შორის. ხშირად მოძღვარი ეუბნება მრევლს რომ მოძღვარი უპირატესია საკუთარ მშობლებზე. Aამიტომ ზოგს ჰგონია, საკუთარ მშობელს არ უნდა ჰკითხოს, მაინცდამაიც მოძღვართან უნდა წავიდეს რჩევის მისაღებად. Mმრევლი მონა ხდება და ის ადვილად სამართავია, სამწუხარდ ბევრი მოძღვარი სარგებლობს ამით. _ როგორ სარგებლობს? _ ეუბნებიან სულიერ შვილებს თქვენ თუ ჩვენ ან ტაძარს ამა თუ იმ ნივთს ან ფულს შემოსწირავთ, ცხონდებით და გადარჩებით, სამოთხეში მოხვდებით ღმერთს უფრო მიუახლოვდებით. სახარებაში კი უფალი გვასწავლის რომ დაეხმარეთ და შესწირეთ ღარიბებს და ცხონდებითო.… მოძღვრები ითხოვენ მრევლისგან მომენდედ მე, მე ვარ სულიწმინდის მადლით სავსე და მრევლსაც ისეთი აზრი უყალიბდება, რომ თითქოს მოძღვარი შეუცდომელია. ზოგიერთის აზრით მღვდლის პირით ღმერთი საუბრობს..… მართლმადიდებლები კათოლიკეებს ვაკრიტიკებთ იმიტომ, რომ რომის პაპი ჰყავთ უცდომელი, მაგრამ რეალურად თავისი მოძღვარი ყველას უცდომელი ჰგონია. წარმოიდგინეთ პატრიარქზე რომ თქვას ვინმემ ცდებაო, რა ამბავს დაატეხავენ, როგორ ბედავ ამის თქმას პატრიარქზე და ა.შ. როცა პატრიარქმა მონარქიის აღდგენაზე საუბარი დაიწყო, თითქმის მთელი მრევლი მონარქისტი გახდა, რადგან პატრიარქმა თქვა! Eეს არის ბრმად მორჩილება! ჩემი აზრით ჩვენთან უფროა “რომის პაპის უცდომელობა” ვიდრე თვითონ კათოლიკეებში. _ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ეკლესიას იმიტომ დაშორდით რომ თქენი მოძღვარი ცდილობდა გავლენა მოეპოვა თქვენზე? _ ჩემი ყოფილი მოძღვარი მონასტრის წინამძღვარია და როგორც ვიცით მონასტერში განსაკუტრებით აუცილებელია მორჩილება.გავლენას ვერ ვუწოდებ, მაგრამ მონასტრის მორჩილის დონეზე მთხოვდა მორჩილებას. Bბერები ისეთ დონეზე ითხოვენ ერში მცხოვრები ქრისტიანებისგან მორჩილებას რომ ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. 100-ზე მეტი მეტანია, დაუჯდომლები…ამით იმას კი არ ვამბობ რომ მეზარება მეტანიების ან დაუჯდომლების შესრულება, მთავარი არის შედეგი და რას მომიტანს ეს მე. Mმე რომ ვხვდები დავაშავე და ვინანიებ, რა საშიროა 300 მეტანიით და მუხლების გადატყავებით სინანულის დამოწმება? ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარი ისეთ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენენ ერში მცხოვრებ მორწმუნეებზე რომ აიძულებენ ბერებად ან მონაზვნებად აღკვეცონ, მიზეზად ასახელებენ იმას რომ მოახლოვდა მეორედ მოსვლა, ან გარყვნილებამ იმატად და მონასტრებში გადარჩებითო. ქართველ სასულიერო პირებს აპოკალიფსის შიშები პათოლოგიურად აწუხებთ და ძალიან უცნაურად აზროვნებენ. _ როგორ აზროვნებენ? _ წამოვიდა სასულიერო პირების ისეთი ნაკადი, რომლებიც ეკლესიაში წავიდნენ იმიტომ რომ, ერში ქურდობდნენ და არ დაეჭირათ, ეკლესიას შეაფარეს თავი. სასულიერო პირების დიდი ნაწილი ყოფილი ძველი ბიჭები არიან. წაიკითხეს “მამაო ჩვენო,” წმინდა მამების ცხოვრება და უცებ თითქოს რელიგიურები, განათლებულები გახდნენ. ყველას არ ვგულისხმობ… _ თუმცა მათი წარსული არ უნდა იყოს ჩვენთვის საინტერესო, მთავრია ახლა როგორები არიან ისინი. _ ახლა კატასტროფული მდგომარეობაა ჩემის აზრით. Mმე რესტორანში ვუკრავ და ვხედავ როგორ გამოდის მთვრალი ვიღაც “მამა ანზორი” და ითხოვს ქალებში წასვლას. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია მაგრამ საზოგადოება ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავს და არაფერს არ ამბობს. როცა ვსაუბრობ ნარკომან და ლოთ მღვდლებზე მეუბნებიან ნუ განიკითხავ არ შეიძლებაო, უფალი ამბობს “იმის მიხედვით ნუ სჯით რაც გეჩვენებათ, მართალი მსჯავრით განსაჯეთო”. Mმე არაფერი არ მეჩვენება, და არც სხვას, რომელიც ჩემნაირად ხედავს მღვდლების უმსგავსოებას მაგრამ ვერაფერს ამბობს, იმიტომ რომ ვერ ბედავენ თქმას. საქართველოში რატომღაც ტაბუდადებულია ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი. ყოფილ დეკანოზს ბასილ კობახიძეს, რომელიც ლიბერალურად მოაზროვნე, თეოლოგიურად განათლებული სასულიერო პირი იყო მღვდელმოქმედება იმიტომ აუკრძალეს რომ საჯაროდ გააკრიტიკა ეკლესიაში არსებული პრობლემები. ასეთი განათლებული სასულიერო პირი უნდა დაისაჯოს და გაბურძგნული, ლოთი და მექალთანე მღვდლები უნდა სწირავდნენ? დღევანდელი მღვდლების დიდ ნაწილს მე ვუწოდებ ნაკურთხ ბიზნესმენებს. ნახეთ რა ხდება ზოგიერთ ეკლესიაში, კატასტროფულ ფასებს ადებენ საეკლესიო რიტუალებს.. ვიღაც “მამა ჯუმბერი” ხუმრობით ამბობს ისეთ ჯვრისწერას რა ვუთხარი 100 ლარს რომ არ ჩავიდებ ჯიბეშიო… მღვდლების ნარკომანობა, იარაღის ტარება…მათ ეს ყველაფერი ეპატიებათ…რატომ??? ქართველი მართლმადიდებლების აზრით ლიბერალიზმი თითქოს საფრთხეს წარმოადგენს მართლმადიდებლობისთვის და საქართველოსთვის. Lიბერალურად მოაზროვნე სასულიერო პირებს ავიწროებენ, სამაგიეროდ ქადაგებენ ცნობილი ფანატიკოსები- მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდლები და მათი მიმდევრები. მათი მთავარი მიზანი არის რომ ჩაკლან ყოველგვარი პროგრესი ეკლესიაში, ებრძვიან ყველანაირ განსხვავებულ აზრს და ითხოვენ ყველამ მათსავით “მართლმადიდებლურად” უნდა იაზროვნოს, განსაკუთრებულად აღიზიანებთ საჯაროთ თუ ვინმე სექსზე საუბრობს…საერთოდ, სექსზე მორწმუნეებთან ვერ ისაუბრებ, რადგან სექსი გარყვნილებასთან ასოცირდება მორწმუნისთვის. მართლმადიდებლურ ფორუმზე მრავალგზის ვცადე რელიგიური კუთხით მესაუბრა ამ საკითხზე, მაინტერესებდა რატომ ითვლებოდა ცოლ-ქმარს შორის სექსუალური მრავალფეროვნება ცოდვად და მრუშობად, მაგრამ ამ თემაზე საუბრის რატომღაც ეშინიათ და კომპლექსდებიან. ზოგიერთისთვიც ცოლ-ქმარს შორის სექსი გარყვნილებაა და ამას აღსარებაში აბარებენ. _ შეიძლება ეს იმან განაპირობა, რომ მრუშობა ერთ-ერთი ცოდვაა და ის უნდა ითქვას აღსარებაში. _ შეიძლება მოინანიო მოძღვარის წინაშე რომ მეძავთან იმრუშე, მაგრამ ცოლთან მრუშობა რას ნიშნავს? ზოგიერთი მოძღვარი ზედმეტად ერევა ინტიმურ საკითხებში და რა საჭიროა დაკონკრეტება ვისთან რომელ საათზე და სად გქონდა სექსი? თუმცა ამ საკითხებში განათლებამდე ჯერ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დგას ქალთა ჩაცმის საკითხი. ბათუმის წმ. Bბარბარეს სახელობის ეკლესიის კარებზე ასეთი წარწერაა გამოკრული: “შარვლებით ტაძარში შესვლა მიუღებელია, დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა,”… Uუფალს არავინ არ სძაგს. ძველ აღთქმაში სწერია რომ – ქალი ნუ შეიმოსება მამაკაცის სამოსით, და მამაკაცი ქალის სამოსით. თუ შარვალი კაცის სამოსია, ადრე კაცებს კაბები ეცვათ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ზარზმის მონასტრის ფრესკაზე გიორგი ჩორჩანელის კაბა არაფრით განსხვავდება ქალის კაბისგან. როდესაც ჩემი მეგობრის ბავშვს ვნათლავდი, მღვდელმა დედას განწმენდის ლოცვები წაუკითხა, რომ ვიკითხე აღმოჩნდა რომ მშობიარე ქალს განწმენდა სჭირდება ისე არ დაიშვება ეკლესიაში. ვერ ვხვდები, რატომ სჭირდება განწმენდა ქალს რომელმაც საფუძველი მისცა სიცოცხლის მოვლინებას, და რატომ ითვლება დედათა წესის დროს ქალი უწმინდურად? ეს წარმართული და ძველი აღთქმის გადმონაშთებია ჩემი აზრით… ზოგიერთი მორწმუნის აზრით მუსიკა, მსახიობობა და თეატრი რელიგიას ეწინააღმდეგება და უპირისპირდებიან ხელოვნებას. რამოდენიმე მორწმუნესთან მქონდა კამათი, მეუბნებოდნენ რომ იუმორინაში მონაწილეობა ცოდვაა, რადგან ზედმეტი გართობააო. ასეთი ადამიანებისთვის ქრისტიანობა ტანჯვის და თვითგვემის რელიგიაა, მხოლოდ ცოდვებზე უნდა იფიქრო და დამწუხრებული უნდა იყოო, რა მოუვა ადამიანს სულ რომ დამწუხრებული იყოს და არასოდეს გაიცინოს ან გამხიარულდეს? ძალიან მომეწონა ჟურნალი “გუმბათი”. Kკარგია რომ აქ ხდება განსხვავებული აზრების დაფიქსირება და ეძლევათ ადამიანებს ტაბუდადებულ საკითხებზე საუბრის საშუალება. საეკლესიო პრესა აჭრელებულია ფსევდომართლმადიდებლური სტატიებით. Mმაგ: თურმე ქათამმა აღდგომის დღეებში წითელი კვერცხი დადო, როცა ქათამმა თავი მოიკლა, ღვთისგან რჩეული ქათამი დაასაფლავეს ეზოში….… ერთ ერთ მამაოს წმ. Gიორგიზე ასეთი წარმოდგენა აქვს –“ სხვათა შორის, სარკეს წმინდა გიორგიმ როგორც შეწევნა იცის სწრაფად, ასევე სწრაფად ბრაზდება”…… Mმამა გიორგი საეკლესიო ჟურნალიდან ასე გვმოძღვრავს რომ ფეხის ფეხზე გადადება თურმე ცოდვად ითვლება და საზოგადოებას ეკლესიის და წმ. Mმამების სახელით მოუწოდებს რომ ნუ გადაიდებენ ფეხს ფეხზე!... Eეს ყველაფერი იმის ბრალია რომ საქართველოს მერთლმადიდებელ ეკლესიაში ძალიან დაბალია ინტელექტუალური დონე და თეოლოგიური განათლება. Pპირველ საუკუნების დროს მიღებულ საეკლესიო კანონებით დღევანდელ დღეს გვმოძღვრავენ რომ იმ კანონებს დავემორჩილოთ. პავლე მოციქული ერთ-ერთ კანონში სწერს, რომ თუ მუსიკოსი-მექნარე და ფლეიტისტი თავს არ დაანებებს დაკვრას ეკლესიიდან პირი იბრუნოსო, ეხლა რომ ლიანა ისაკაძისთვის პავლე მოციქულს მოესმინა არამგონია მისთვის დაკვრა აეკრძალა ან ეკლესიაში არ შეეშვა, სხვადასხვა ეპოქაში ხომ კონკრეტული სიტუაციის გამო იღებდნენ კანონებს? Mმე ღმერთმა მომცა მუსიკის ნიჭი და ამ ნიჭს ყოველთვის დადებითად გამოვიყენებ. Mმუსიკაზე რომ უარი ვთქვა იმის გამო რომ თითქოს ხელოვნება სატანურია, ეს იქნება ღმერთის მიმართ უმადურობა. Mმადლობა უფალს ყველაფრისთვის…
ჟურნალი “გუმბათი” #46
--------------------
Even though I walk through the valley of the shadow of death, I will fear no evil acceƨƨ gяanƭeɗ ☠✭⌨
|