უბრალო ასეთი ერთი განმარტება არ არსებობს კინო-ენის
მაგრამ კინოენა არსებობდა და არსებობს.
შეიძლება თხრობა დავარქვათ, რას და როგორ გვიყვებიან ერთი სცენის განმავლობაში.
დიდ რეჟისორებთან კიდე შემთხვევითი არც ერთი დეტალია კადრში. ვერტოვისთვის-ეიზენშტეინისთვის და იმ პერიოდის ხელოვანებისთვის კინოენა მონტაჟზე იდგა და მისი სწორი გამოყენებით იქნმნებოდა კომპოზიცია და ამის მეშვეობით იგებოდამ თლიანი ნარატივი.
აი უელსი რო ახსენე, მანდ რას აკეთებს უელსი?
აიღე "მოქალაქე კეინი".
უელსისთვის მნიშვნლოვანი ხდება ის უკანა ფონიც, რაც მანამდე ბევრ რეჟისორთან თითქმის უმნიშვნელოა ხშირ შემთხვევაში. + თუ უნდათ მისი მნიშვნელობა გაგვიიასნონ, მონტაჟის მეშვეობით გადავლენ იმ "ამბავზე" და ახლოდან გვანახებენ...
და უელსი კეინში აკეთებს იმას, რომ ერთ სივრცეში განახებს ორ ამბავს. და ის ამბავი,რომელიც უკანა პლანზეა და თითქოს უმნიშვნელოა, წინა პლანზე დაყენებულ ამბავზე უფრო ღრმა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი ხდება.
აი ეს სცენა გავიხსენოთ, კეინის მომავალს რო წყვეტენ და ბაზრობენ და რა ხდება უკან.. და რა მნიშვნელოვანი რამე ხდება.
თან უელსი გვეუბნება ამას უწყვეტად და არ წყვეთს თხრობას, ეს ხდება მისი "კინოენა" აქ... მაგრამ ამბავი ამით კი არ წყდება და ბუნდოვანი ხდება.. პირიქით მეტად გიიასნებს კეინის ბავშობას. ( მაშინ როცა ვერტოვი ამას სულ სხვანაირად გააკეთებდა. იმიტო მისი კინოაზროვნება სხვა იყო)
აი ეს სცენა, ესეთი სცენები საკმაოდაა უელსთან
https://www.youtube.com/watch?v=HAHaRDlUrLwფელინისთან,დე სიკასთან და მაგათ ძმებთან კიდე სხვა რამეა ეგ კინოენა,მაგრამ უელსის მსგავსად იმ ფორმით
უპირისპირდებიან მონტაჟს.. საბოლოო უარს არ ამბობენ ცხადია,მარა თხრობა რადიკალურად განსხვავებულია და მონტაჟი თითქმის შეუმჩნეველი
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი