#23983484 · 13 Feb 2011, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. თემას ვხსნი რჩევის მისაღებად და მალევე დავხურავ.
2 თვის წინ ცუდმა სასმელმა (სასმელს კვირაში ერთხელ, ან უფრო დიდი დროის შუალედით, ვსვამდი ხოლმე) მომწამლა და ალკოჰოლი მას შემდეგ საერთოდ არ დამილევია. ასევე მქონდა არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) და ეს ბოლო 2 კვირაა უკეთ ვარ.
ხვალ კი დიდი ხნის უნახავი გოგონა უნდა ვნახო, რომელიც ნახევრად გერმანელია. არ ვიცი სად, მაგრამ ალბათ რაიმე კარგ ადგილას დავპატიჟებ. ოღონდ არის ერთი გარემოება: იგი, ჩვეულებრივ სვამს მარტინს, კარგ ლუდს და ასე შემდეგ. ცუდად რომ არ გამომივიდეს ხვალ ალბათ იძულებული გავხდები ცოტაოდენი, მაგრამ კარგი ლუდი დავლიო.
მაგრამ რჩევა მაინტერესებს: ღიირს კი? ერთი კათხის შემთხვევაშიც არის შანსი რაიმე უარყოფითი შედეგისა?
პ.ს. ექიმთან ბევრჯერ ვიყავი ეს ბოლო ხანები და უკვე ნამდვილად კარგად ვარ, მეტიც, ლამის დაბალი წნევა მაქვს ხოლმე (100/70-ზე). ცოტაოდენ ნაღველი მაწუხებდა და ისიც ასე თუ ისე წესრიგშია.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|