საქართველოს ჩემპიონატის ფორმატმა რეფორმა განიცადა
დღეს გაიმართა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობის სხდომა, რომელზედაც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრეს. გამგეობის წევრებმა ძირითადად ისაუბრეს უმაღლესი და პირველი ლიგის გათამაშების ფორმატების დახვეწასა და მის რეფორმირებაზე. გადაწყდა, რომ საქართველოს რიგით მეოცე ჩემპიონატის გათამაშების რეგლამენტში შევიდეს შემდეგი ცვლილებები; წელს უმაღლეს ლიგაში 11 გუნდი იასპარეზებს, პირველ ლიგაში დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში 11-11 გუნდი ითამაშებს, ხოლო გაისად ჩემპიონატი 10 გუნდიანი სისტემით გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდება 3 კლუბი და მათ სანაცვლოდ შემოვა 2 გუნდი, რაც შეეხება პირველ ლიგას, გათამასებიდან გავარდება 2 კლუბი და მათ ადგილს რეგიონალიგიდან ერთერთი გუნდი დაიკავებს.
* * *
მაშინ გაანადგუროს ვინმემ მე ვერ ვნახე და გავხსენი