ჩვენს რეალობაში, (ვგულისხმობ საქართველოს), ფსიქოლოგიის სფერო და მითუმეტეს ფსიქოთერაპია ძალიან "ჩაშვებული" სფეროა.
ის, რომ ადამიანთა უმეტესობა, საჭიროების მიუხედავად, ვერ "რისკავს" ფსიქოთერაპევტთან მისვლას, არ არის გაუმართლებელი, იმიტომ რომ პოპკულტურის (ძირითადში ფილმების) დამსახურებით ფსიქოთერაპევტი განიხილება როგორც ადამიანი, რომელიც ან მხოლოდ გისმენს და თავს გიქნევს, ან ცდილობს "დაგვაბოლოს" და გვითხრას რომ ის, რასაც პრობლემად მივიჩნევდით, სულაც არ ყოფილა პრობლემა!
არადა, სამწუხაროდ, რეალობა ხშირად ემთხვევა ზემოთ თქმულს, მაგრამ არა - ყოველთვის. არაა აუცილებელი ფსიქოთერაპიული პროცესი რითიმე მაინც ჰგავდეს ფილმში ნანახ ფსევდო-თერაპიას.
ძალიან დამაინტერესა თუ რა სცენარები გაქვთ თითოეულ თქვენგანს ფსიქოთერაპიული სეანსის შესახებ. დიდად დამავალებთ თუ ყოველი თქვენგანი დაწერთ ამის შესახებ

მაგალითს მოგიყვანთ მეტი თვალსაჩინოებისთვის - დაწერეთ, თუ როგორი წარმოგიდგენიათ ფსიქოთერაპიული სეანსი, რას იგრძნობდით თერაპევტთან მისვლამდე, თვითონ სეანსის დროს და სეანსის შემდეგ.
This post has been edited by Rabbit on 4 Mar 2011, 13:56