#24475864 · 15 Mar 2011, 18:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფსიქოდრამა არის ჯგუფური შეხვედრა დაფუძნებული თამაშის პრინციპზე, სადაც თამაშდება მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებიდან, რომლის ავტორიც გახლავთ ავსტრიელი ფსიქიატრი იაკობ მორენო.
ფსიქდრამული გათამაშებისას საკუთარ სიტუაციას და საკუთარ თავს გვერდიდან უყურებ და ეძებ შენი სიტუაციის ეფექტური გადაჭრის გზებს. რაც ფსიქოდრამაში შესაძლებელია სხვადასხვა როლების თამაშის გზით.
მიზანი ამ მეთოდისა არის:
უკეთ შეიცნო საკუთარი თავი. გააქტიურო შინაგანი რესურსები. თავისუფლად გამოხატო საკუთარი განცდები. განთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან. გაიუმჯობესო ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ეფექტური გამოსავალის პოვნა პიროვნებისთვის აქტუალური სიტუაციიდან. სამყაროში საკუთარი პერსონის ინტეგრირება და ასე ვთქვათ "სრულფასოვნების" მიღწევა.
ამ მიზნების მიღწევის საშუალებას მოგცემთ ჯგუფში ჩამოყალიბებული თბილი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გარემო.
ამ ჯგუფში მოხდება არა მარტო პიროვნებების აქტუალური სიტუაციის მოყოლა და გათამაშება, არამედ საზოგადოებაში აქტუალურ პრობლემებზე დისკუსია და გათამაშება, ეს ერთგვარი პროტესტის ფორმა იქნება იმ თემებზე რაც გვაწუხებს ყოველდღიურობაში!
შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1,5–2 სთ. ერთი თვის ღირებულება: 50 ლარი
მონაწილეთა შერჩევა მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ვინც დაინტერესდით ამგვარი შეხვედრებით და გსურთ ზემოთ დასახელებული მიზნების მიღწევა, თქვენი საკონტაქტო მონაცემები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე მოგვწერეთ მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და ის, თუ რის გამო გსურთ ჯგუფში მონაწილეობა.
მონაწილეობის მსურველები დამიკავშირდით 1 აპრილამდე.
პატივისცემით: ფსიქოლოგი, ფსიქოდრამის წრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ტელ: 895 54 03 28; E-mail: gdonadze@gmail.com
This post has been edited by Showman on 15 Mar 2011, 18:07
--------------------
ცხოვრება მშვენიერია!
|