აი კონკრეტული მაგალიტი
წყარო
WKUP! ინტერვიუს აუდიო ვერსია
სვამინათან ჰარიჰარანი: „გამოცდების ეროვნული ცენტრის აქტიური მუშაობის შედეგად ტესტირებისთვის საჭირო თითქმის ყველა კომპონენტი უკვე მზადაა.“
CAT-ის ტიპის საგამოცდო პროგრამის შექმნისას გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს კონსულტაციას განათლების მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვამინათან ჰარიჰარანი უწევს. აღსანიშნავია, რომ სწორედ სვამინათან ჰარიჰარანია ავტორი იმ თეორიისა, რომელიც საფუძვლად დაედო Cat-ის ტიპის საგამოცდო სისტემას. სისტემის ავტორი საქართველოში საგანგებოდ გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის კონსულტაციის გასაწევად ჩამოვიდა და სამდღიანი სემინარის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუს კომპიუტერული ტესტირების სისტემის ერთ-ერთ ფუძემდებელთან.
რაში მდგომარეობს CAT -ის, იგივე კომპიუტერული ტესტირების, უპირატესობა?
ძირითადად უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კომპიუტერული ტესტირება ორჯერ ამცირებს ტესტის ადმინისტრირების დროს. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ გამოსაცდელს მხოლოდ იმ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა, რომლებიც მის შესაძლებლობას შეეფერება, ეს კი, თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას, ძალიან სწრაფად დავადგინოთ აპლიკანტის ცოდნის დონე და უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე ტესტირების დასრულებისთანავე იგებს შედეგს.
უნდა გითხრათ, რომ 35 წელია, რაც ამ ტიპის ტესტირებაზე კვლევები ტარდება და მისი უპირატესობა ტესტირების სხვა ტიპებთან შედარებით თანდათან უფრო აშკარა ხდება.
გააჩნია თუ არა თავისებურებები კომპიუტერული ტესტირების ქართულ მოდელს?
ქართული მოდელი მორგებული იქნება იმ სინამდვილზე, რომელიც საქართველოშია და, ცხადია, მას განსხავებები ექნება. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერული ტესტირების ქართული მოდელიც იმ ძირითად პრინციპს ემყარება, რასაც ყველა სხვა მსგავსი მოდელი.
კომპიუტერული ტესტირების მოდელის შემუშავების კუთხით, რა ეტაპზეა გამოცდების ეროვნული ცენტრი?
ცენტრის აქტიური მუშაობის შედეგად მივიღეთ ის, რომ თითქმის ყველა კომპონენტი უკვე მზადაა - საუბარია ტესტურ ალგორითმზე და სხვადასხვა კომპონენტებზე. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩაატაროთ რაც შეიძლება მეტი წინასწარი ტესტირება, რათა „დავალებათა ბანკში“ საკმარისი ოდენობის დავალება მოხვდეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პროცესი დაუსრულებელია, რადგან, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი დავალებაა ბანკში, მით უფრო ეფექტურია ტესტი და ნაკლებია ერთი და იგივე დავალების გამოყენების ალბათობაც და საჭიროებაც.
თქვენ კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბრძანდებით, შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად გავრცელებულია კომპიუტერული ტესტირების მოდელი ამერიკაში?
არსებული ტენდენციის თანახმად, კომპიუტერული ტესტირება უფრო და უფრო პოპულარული ხდება და გამოიყენება ბევრ სხვადასხვა სფეროში. მისაღები გამოცდებისა და სხვა საუნივერსიტეტო ტესტირებებისას, ძირითადად, კომპიუტერულ ტესტირებას ენიჭება უპირატესობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ჯერ ამ ტიპის ტესტირების დანერგვა ვერ მოხერხდა და ამ კუთხით საქართველო ნამდვილად ლიდერი იქნება.
''თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ჯერ ამ ტიპის ტესტირების დანერგვა ვერ მოხერხდა და ამ კუთხით საქართველო ნამდვილად ლიდერი იქნება."
აბა რასმეტყვით?