იეტი მუდმივად ცდილობს სასარგებლო რჩევები მისცეს დამწყებ მოლაშქრეებს,ამჯერად შევეცდებით აგიხსნათ თუ როგორ უნდა ავარჩიოთ სალაშქრო ფეხსაცმელი.
სალაშქრო ფეხსაცმელი– შედის იმ სამ ნივთში რომელიც განაპირობებს ლაშქრობის ბედს.ფეხსაცმლის ხარისხზეა დამოკიდებული კომფორტი და სიამოვნება,რაც უნდა მივიღოთ ლაშქრობისას,და რათქმაუნდა კარგი ფეხსაცმელი ასევე იცავს თქვენს ჯამრთელობას.რადგან გადაწყვითეთ რომ წახვიდეთ იქ სადაც ვერცერთი მანქანა ვერ მივა და ზოგჯერ ვერტმფრენიც კი ვერ მიფრინდება ფეხები ყველაზე ძვირ მანქანაზე მეტსაც კი ფასობს.
სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ სალაშქრო ფეხსაცმელს მანამდე გადავწყვიტოთ რისთვის არის საჭირო ის.
არსებობს რამოდენიმე სახეობის ფეხსაცმელი აქტიური დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის.უმეტესწილად გამოარჩევენ ორს,მაღალმთიანი რეგიონისთვის და ტრეკინგისთვის
მაღალმთიანი როგორც სიტყვა გვეუბნება გამოიყენება მაღალმთიან რეგიონში სალაშქროდ,ტყეში და ბუნებაში სიარული ამ ტიპის ფეხსაცმლით მოუხერხებელია.
ტრეკინგისთვის–ეს უფრო ფართო სპექტრია ფეხსაცმლის.აქ შეგვიძლია შევიყვანოთ როგორც ზამთრის ისე ზაფხულის,მსუბუქიც და შუალედურიც,მთლიანობაში ტრეკინგის ფეხსაცმელი ქვია იმ ფეხსაცმელს რომელიც გამოიყენება ტრეკინგში (ტრეკინგი:არართული საფეხმავლო ტურისტული მარშუტი ტყიან თუ მთიან (არა მაღალმთიან) გარემოში ) იგი გამოირჩევა რამოდენიმე თვისებურებით.
–კარგი სპეციალური სხვადასხვა სახეობის ზედაპირი
–ფეხების დაცვა დაბალი ტემპერატურისგან,სისველისა და სხვადასხვა მყარი ნივთების ზემოქმედებისგან.
–კოჭის ფიქსაცია
–მაღალი გამძლეობის უნარი მთის პირობებში
ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი გჭირდებათ რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს თუ აპირებთ სალაშქროდ სიარულს გარდა ალპინისტური ზონებისა.
ტრეკინგის ბოტასები და ბათინკები: რა რისთვის არისმთავარი განსხვავება ტრეკინგის ბოტასა და ბათინკს შორის არის მაღალი ყელი რომელიც აფიქსირებს კოჭს. ბოტასის შემთხვევაში უფრო რბილი ძირი,ასეთი ბოტასის უპირატესობა არის დაბალი წონა და უკეთესი ვენტილაციის შესაძლებლობა,რაც მას აძლევს უნივერსალურობას იმოძრაოთ როგორც ქალაქში ასევე ტყეში მსუბუქ ბილიკებზე.

შემოდგომის დადგომის თანავე ან ოდნავ გართულებული მარშუტის შემთხვევაში ბოტასები რათქმაუნდა თმობენ თავის პოზიციებს ბათინკების სასარგებლოდ.სალაშქროდ მთებში და რთულ რელიეფზე ალპურ ზონებში,ერთმნიშვნელოვნად ტრეკინგის ბათინკი არის საუკეთესო თქვენი მეგობარი.მისი ერთადერთი მინუსი არის რომ ძლიერი სიცხის დროს შეიძლება ფეხი ჩაგიხუროთ
როგორ ავარჩიოთ სწორად სალაშქრო ბათინკი?მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს ბათინკის ყიდვისას სამთო ლაშქრობებისთვის პირველი– ბათინკი უნდა იყოს საიმედო (იყოს მყარი,დაიცვას ფეხი ტრავმებისა და დასველებისგან,უზრუნველყოს ფეხსაცმელში მიკროკლიმატის არსებობა) მეორე –აუცილებლად უნდა იყო კომფორტული.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას?
1) ძირიძირი აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული არამცურავი რეზინისაგან და ქონდეს ღრმა პროტექტორები Vibram ტიპის,რომელიც საშუალებას მისცემს კენჭებს და ტალახს თავისით მოსცილდეს ძირს,ფეხს კი არ მისცეს საშუალება იცუროს სხვადასხვა ზედაპირზე.ამასთან ერთად ძირი უნდა იყოს საკმარისად მყარი რომ არ გაიწელოს და გაიჭრას და შთანთქას სასიარულო ზედაპირის ყველა არასასიამოვნო შვერილი.ასევე ძრი უნდა იყოს სქელი,ქონდეს პატარა ქუსლი და ფეხის ფორმა,ასეთის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება გაგივითარდეს პრტყელტერფიანობა ან გადატვირთოთ ზურგი.
2. ბათინკის გარე მატერიალიარე მატერიალი აუცილებლად უნდა იყოს გამძლე და წყალგაუმტარი.ამისთვის ხშირად იყენებენ ტყავს ან ე.წ “ნუბუკს” რომლებიც დამუშავებულია სპეციალური წყალგაუმტარი ნივთიერებით.ნუბუკი ტყავისგან განსხვავებით არ სკდება ხშირი დასველების და გაშრობის შემდეგ,ასევე ძნელად იკაწრება მისი ზედაპირი.კარგია თუ ბათინკის ცხვირი გაძლიერებულია დამატებითი რეზინით რაც თავის მხრივ იცავს ფეხის თითებს დარტყმებისგან და ქვებისგან.როგორც წესი უმჯობესია ვიყიდოთ ისეთი ბათინკი რომელსაც რაც შეიძლება ნაკლები ნაკერები აქვს,ვინაიდან ნაკერები ერთ ერთი ყველაზე სუსტი ადგილია სალაშქრო ბათინკისთვის.

კარგი სალაშქრო ბათინკი არ სველდება და ასევე ებრძვის ზედმეტ ტენიანობას ბათინკის შიგნით.ამისთვის როგორც წესი (მაგრამ არა ყოველთვის) იყენებენ შიგთავსის მასალად GORE-TEX ან მის მსგავს .ასეთი მატერია არ უშვებს წყალს შიგნით,მაგრამ უშვებს ჰაერს რაც ფეხებს საშუალებას აძლევს ისუნთქოს.
3.ბათინკის მოხერხებული კონსტრუქცია.ლაპარაკია მოხერხებულ ანატომიურ ფორმაზე,თანამედროვე სალაშქრო ბათინკის წარმოებლები ითვალისწინებენ ყველაფერს რაც ასე აუცილებელია ჩვენი ფეხის კომფორტისთვის,გამოდის სხვადასხვა ბათინკი ზომებში,სხვადასხვა ყელით,სხვადასხვა ფეხის აღმართით,სიგანით,სისქით.ამ მრავალფეროვანი შემოთავაზებებისას მთავარია გვახსოვდეს რამოდენიმე მთავარი ფაქტორი.
პირველი – ბათიკის ენა უნდა იყოს მიკერებული ზედაპირთან რომ არ შემოვიდეს წყალი მეორე– ბათინკის შიგნით არ უნდა იყოს არანაირი ნაკერი,ასევე გამოწეული ფორმები მესამე–ბათინკის ყელი უნდა იყოს საკმარისად მაღალი რომ დაფაროს კოჭი.
გახსოვდეთ არასწორად შერჩეული ბათინკის დროს მაღალია ალბათობა რომ მივიღოთ სერიოზული ტრავმები.
4.ბათინკის მოზომებაროდესაც გადაწყვეტთ შეიძინოთ ბათინკი,არ იჩქაროთ ჩაიცვით და რაღაც დროის მონაკვეთი გაიარეთ–ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს.გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ ყიდვის დროს
1)მოზომვა უნდა მოხდეს აუცილებლად სქელი წინდით,სასურველია იმით რომლითაც გეგმავთ ლაშქრობაში სიარულს.წინდის არჩევა ცალკე თემაა–გეტყვით მხოლოდ იმას თუ თქვენ ყიდულობთ გორტექსის გარსის ტიპის შიგთავსის მქონე ბათინკს მასთან უნდა იხმაროდ მხოლოდამხოლოდ სინთეთიკური წინდები და არავითარ შემთხვევაში ბამბის თუ გინდათ იმუშაოს გორტექსის სისტემამ,ვინაიდან სითეთიკა არ შეიწოვს ოფლს,პირიქით გადაქვს მემბრანისკენ.
2)ბათინკი ისე უნდა იყოს ფეხზე თითქოს თქვენითვის არის შეკერილი.არ უნდა იყოს დიდი არც პატარა სიარულის დროს არ უნდა ყანყალებდეს და რაც მთავარია მასში დისკოფორტს არაფერი უნდა გიქმნიდეთ.
3)ყოველთვის ეცადეთ არ იყიდოთ ახალი ბათინკი ლაშქრობის წინ,უმჯობესია თუ მათ ატარებთ რათა მოირგოთ ფეხზე და შეეჩვიოთ.
© მოლაშქრეთა კლუბი “იეტი”
გისურვებთ წარმატებებს შეიძინოთ თქვენი სასურველი სალაშქრო ფეხსაცმელი
This post has been edited by d_tsabo on 19 Feb 2016, 12:29