!მეგობრებო - თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების და ბათუმში მეჩეთების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით კვლავ უცნობია. დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ თემაზე მხოლოდ ზოგადი განცხადებები გააკეთეს. როგორც აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა - "ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია და ის ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ასევე ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა და ჩვენ მათი რესტავრაციისთვის ყველა სამუშაოს შევასრულებთ. ასევე, საქართველოში არსებული კულტურული ძეგლები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. განსაკუთრებით ეს ეხება აჭარის რეგიონს და ბათუმს, სადაც ძალიან დიდია მუსულმანი მოსახლეობის რაოდენობა", - "საერთო ისტორია"(?!)
"საერთო ისტორია" ოდნავ ცინიკურად კი ჟღერს მათი მხრიდან, თუმცა უნივერსალური პოსტულატის გათვალისწინებით (,,ჩვენ არ გვყავს მუდმივი მეგობრები,ჩვენ გვაქვს მუდმივი ინტერესები,,) შესაძლოა ამ შემთხვევისთვის ზედმეტი პოლიტკორექტულობაც კი გამოვიჩინო;-/
..!ამ საქმეს რომ ვუყურებ მგონი აღარ ეშველება რა... წინადადება მაქვს, რომლის გაზიარების და ერთად დადგომის შემთხვევაში შესაძლოა თურქულ მხარეს არც მწვადი დავაწვევინოთ, არც შამფური, ბონუსად კი კარგი ქრთული საქმე მივიღოთ

- თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, აღდგეს აზიზიეს მეჩეთი ბატონებო - ოღონდ არა იქ სადაც დღეისათვის მოიაზრებენ, თავისუფლების მოედანზე (1921 წლის 18-დან 21 მარტამდე, როცა ბოლშევიკური არმია საქართველოში იყო შემოჭრილი, ხოლო თურქეთი აჭარის მითვისებას ცდილობდა, 80-მდე იუნკერი, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. 50 მათგანი ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული) - აღდგეს დამატებითი პირობით - აღადგინონ რა ქალაქის ბიუჯეტისა თუ კერძო შემოწირულობების ხარჯზე 1936 წელს აფეთქებული წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარი იქ, სადაც ოდესღაც იდგა (ინტურისტის ტერიტორია)!
როგორც ხედავთ ორივე ადგილი დაკავებულია - ერთი წმიდა ზნეობრივი, მეორე მერკანტილური თვალსაზრისის გამო - რომელი პინა გადაწონის ამ ხელისუფლების პირობებში პირადად მე ეჭვი არ მეპარება, თუმცა სერიოზული არგუმენტიც ჩნდება მათი "რეინკარნაციის" შემთხვევაში "გონივრული" ადგილმონაცვლეობის თაობაზე, თუნდაც გვერდიგვერდ მშენებლობაზე "ახალშემოერთებულ ბათუმში"!
მეგობრებო - მხოლოდ ამ შემთხვევაში ის რასაც ჩვენი "ისტორიული მეგობრები" ისტორიულ სამართლიანობას ეძახიან, შესაძლოა აღდგენილად ჩაითვალოს ქრისტიანული (და არა მარტო) მოსახლეობის თვალსაზრისითაც - მხოლოდ ამ შემთხვევაში ისტორიული სამართლიანობა როგორც ასეთი და ყოველი ბათუმელის რელიგიური გრძნობები იქნება დაცული!
შევძლებთ დაჟინებით მოთხოვნასა და მყისიერ ორგანიზაციულ დარაზმვას?.. უცილობლად გამოგვივა!..
როგორც ხედავთ ორივე ადგილი დაკავებულია - ერთი წმიდა ზნეობრივი, მეორე მერკანტილური თვალსაზრისის გამო - რომელი პინა გადაწონის ამ ხელისუფლების პირობებში პირადად მე ეჭვი არ მეპარება, თუმცა სერიოზული არგუმენტიც ჩნდება მათი "რეინკარნაციის" შემთხვევაში "გონივრული" ადგილმონაცვლეობის თაობაზე, თუნდაც გვერდიგვერდ მშენებლობაზე "ახალშემოერთებულ ბათუმში"!..
შეგახსენებთ მეგობრებო;-/ იუნკერების ხსოვნის დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება, ამიტომაც ვთავაზობთ (ჯერჯერობით მე - დავით ჩხარტიშვილი, დავით რობაქიძე და გოჩა მუხაშავრია) ბათუმელებს სწორედ რომ იქ - თავისუფლების მოედანზე, იმ წმინდა ადგილიდან, წმიდა დღეს შეკრებილებმა ვაუწყოთ ჩვენი ნება მთავრობას (ეს მოხერხდება, თუ ის პროვოკატორები რომლებიც ბათუმელებისა და საერთოდ მართლმადიდებლობის სახელით საუბრობდნენ დღემდე (აშკარად პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად) და ესოდენ სათუთი თემა ყოვლად უსინდისო სპეკულაციის საგნად აქციეს საერთოდ არ გამოჩნდებიან აქციაზე, არ ჩაერევიან ჩვენს საქმეში - ჩვენ კი თავის მხრივ როგორმე მოვწყვებით ჩვენ მუსლიმ ძმებთან!.. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ გასჩენია მოქმედების სურვილი, ეს ნიშნავს, რომ მის გულში ბრძოლა კონფორმიზსა და პატრიოტიზმს შორის დიდი ხნის წინ დასრულდა კონფორმიზმის სასარგებლოდ, რადგან პატრიოტიზმი სწორედ რომ იმ ტიპის მოქმედებებსბს ნიშნავს, რომელსაც გთავაზობთ კონფესიალური კუთვნილების მიუხედავად!
ვიცი ერთი რამ დანამდვილებით, ბევრად მეტი გვაკავშირებს ქართველ მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს ვიდრე გვაშორებს (წმ. ავგუსტინეს არ იყოს "ადამიანების მიერ აგებული ჯებირები ზეცამდე ვერ აღწევსო", თავი რომ სისხლის ყივილსა და მოყვრობას დავანებოთ) რომ ეჭვი შევიტანო მათ სამომავლო თანადგომასა და თანაგრძნობაში ბათუმელ მართლმადიდებლებთან ისეთ საშურ და სამამულიშვილო საქმეში რასაც წმიდა სალოცავების და საერთოდ, "საერთო კულტურული მემკვიდრეობის" გადარჩენა-რეაბილიტაცია ჰქვია!..
