kardinali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6817
წევრი No.: 105777
რეგისტრ.: 24-November 09
|
#24024158 · 16 Feb 2011, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აუცილებლად იფეთქებს!
[რეზონანსი]
“სააკაშვილმა იცის, რომ დაპირებებს საკუთარიუფლებამოსილების ამოწურვამდე ვერ შეასრულებ და ახლა ახალი თარიღი 2015 მოიფიქრა. მან იცის, რომ ამ დაპირებებს ვერ შეასრულებს და უახლოესი წლების პასუხისმგებლობა არ აიღო”, -აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი.
მისივე პროგნოზით, ეგვიპტის მოვლენების გამოძახილი საქართველოში გარდაუვალია და ხალხი ქუჩაში ოპოზიციური პარტიების პროვოცირების გარეშეც გამოვა.
დავით ზურაბიშვილი: “სამწუხაროდ ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც მნიშვნელობა არა აქვს რას ილაპარაკებს პარლამენტში მისული ქვეყნის პირველი პირი. ყველაფერი რაც პარლამენტში ითქვა, მხოლოდიმ მომენტისათვის იყო გათვლილი და მორჩა. რეალურად პოლიტიკას ხვაგან, ორ-სამ კაცთან მოლაპარაკებით კეთდება. ძალიან ხშირად შეგვიმჩნევია, რომ პრეზიდენტი ერთ გამოსვლაზე ამბობს ერთს,მეორეჯერ კი სულ სხვას. მისი საჯარო ლაპარაკი არაფრის აღმნიშვნელი არ არის. ერთადერთი რაც ამ გამოსვლაში შეინიშნებოდა, იყო ის, რომ დაპირებებს მოერიდა. რაიმე დაპირება თუ გასცა, ეს იყო, რომ 2015 წელში ავშენდებითო.
რას ნიშნავდა ყველა დაპირების, პროგრამის დასრულების დროდ 2015 წლის გამოცხადება?
- იცის, რომ ვერც 2011 და ვერც 2012 ვერაფერს ვერ გააკეთებს დაპირებულს და მდგომარეობა გაუარესდება. მას არა აქვს არანაირი გეგმა, მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დასახსნელად, არ აქვს არანაირი ხედვა. მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რომ 5 მილიონი ტურისტი შემოვა და უცებ ავყვავდებით, რომ საქართველოში ყველგან იქნება გზა, როგორც შვედეთსა და ნორვეგიაშია; იქნება სკოლები, როგორც ჰოლანდიაში... მთელი 7 წლის განმავლობაში 80 კილომეტრი გზა გავიყვანეთ, დარჩენილ 3 წელიწადში როგორ მოხდება მთელ საქართველოში ყველა გზის რეაბილიტაციის დასრულება? ცხადია ეს ტყუილია, მაგრამ ლაპარაკობს. ამიტომაც პასუხისმგებლობას 2013 წლამდე, იმ პერიოდამდე რა დრომდეც არის არჩეული, ვერ იღებს, ამიტომაც მოიგონა 2015 წელი. გაისად კიდევ არჩევნებია და არჩევნებზე ხომ მოუწევს რაღაცის დაპირება და მაშინაც კიდევ ერთხელ იტყვის, რომ 2015 წელს გაბრწყინდება საქართველო.
ანუ 2015 წლის მუდმივად ხსენება არ ნიშნავდა იმას, რომ`ნაციონალური მოძრაობა~ ხელისუფლებაში დარჩენას ისევ აპირებს?
- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ნება რომ იყოს 2035 წლამდეც დარჩებოდა, მაგრამ ეს მასზე არ არის დამოკიდებული, აქ საერთაშორისო კონიუქტურა დიდ როლს თამაშობს. ამიტომაც მან არ იცის, რა და როგორ იქნება. მან იცის, რომ ამ დაპირებებს ვერ შეასრულებს და უახლოესი წლების პასუხისმგებლობა არ აიღო.
რამდენად მწვავე და მომზადებული იყო ოპოზიციისგამოსვლები?
- არ იყო ცუდი გამოსვლა, მაგრამ როგორც გითხარით ეს ყველაფერი ფასადური იყო. პარლამენტში ითქვა რაღაც ხმამაღლა და მორჩა. ამას არანაირი მსვლელობა არ მოჰყვება, თვით იმ ოპოზიციონრების მხრიდანაც, ვინც ეს კრიტიკა გაახმოვანა.
თქვენ რა შეკითხვა გექნებოდათ პრეზიდენტთან?
- არანაირი ფასი იქ შეკითხვას არ აქვს. გვახსოვს უამრავი დაპირება კონკრეტული ვადებით, 2008 წელს ვიქნებით ნატოში, 2009 წელს პენსია იქნება 100 დოლარი, პირველ იანვარს ცხინვალში შევალთ, მეორე წელს კი - სოხუმში. რომელი ერთი გავიხსენო აღარ ვიცი. იყო რაღაც 50-დღიანი პროგრამა, 50-თვიანიც, იყო ამ პროგორამებზე იქ საუბარი, არაფერი ამ პროგრამებს შედეგად არ მოუტანიათ. რაც გინდა ჰკითხე, ადამიანს არ აქვს ადეკვატური პასუხი. ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ჩაცხრილვა გაიხსენა და აბსოლუტურად თავხედურად განაცხადა, ადამიანები საყაჩაღოდ მიდიოდნენ, პოლიციამ მოკლა და ძალიანაც კარგიო. ასე, აბსოლუტურად თავხედურ, სამარცხვინო რამეს როცა იტყვი, წარმოუდგენელია ასეთ ადამიანს რამეზე ელაპარაკო. ქვეყნის პრეზიდენტი იმ ზღვარამდეა მისული, როდესაც კამათსაც აზრი ეკარგება.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ როცა მე კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე ვსაუბრობდი, ფაქტებსა და გვარებს ვასახელებდიო. ოპოზიციამ კი ერთი ჩინოვნიკის გვარიც არ დაასახელა. თქვენ თუ იტყოდით კორუმპირებულთა გვარებს დასაბუთებულად?
- სააკაშვილიდან დაწყებული რომელი ერთი ვთქვა... რას ჰქვია ფაქტები არ არის? ”კვირის რეპორტაჟში” რამდენი გინდა იმდენი ჩინოვნიკი დასახელდა, გაზეთებშიც იწერება. მაგალითად, მისი რეზიდენციის მშენებლობა ავიღოთ... საუბარია დევნილთა დახმარებებზე, არავინ იცის სად და როგორ დაიხარჯა დევნილთა სამინისტროში მილიონები. მერიის ხარჯებზე საეროდ არაფერი ვიცით. არ ვიცით, ტენდრებს როგორ იგებენ. თუნდაც ბოლო ფაქტი ავიღოთ, სამარშრუტო ტაქსების ტენდერში ერთ რესტორანში დარეგისტრირებულმა ფირმებმა გაიმარჯვეს. ეს პირდაპირ მიუთითებს კორუფციულ გარიგებზე.
ძალიან კარგი პროპაგანდისტული მანქანა აქვთ და ასე თავხედურად იმეორებენ ერთი და იგივეს - ოპოზიცია ლაპარაკობს კორუფციაზე და არ აქვთ ფაქტებიო. ამას ასჯერ გაიმეორებენ თავიანთი ნაციონალური არხებით და საზოგადოებაც იჯერებს. არადა უამრავი ფაქტია დასახელებული, რომლებსაც მათი არხები არგადასცემენ. ფაქტები, რომელზეც არ ხდება რეაგირება.
საუბარია იმაზეც, რომ დღეისათვის საჯარო ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებლია და ესეც ქმნის პრობლემას კონკრეტული ფაქტებით ამტკიცო...
- როცა ჩვენმა პარტიამ მოვიხოვეთ ინფორმაცია მერიის მიერ კეთილმოწყობაზე რამდენი დაიხარჯა, ინფორმაცია არ მოგვცეს. რომელი კანონის საფუძველზეა ბიუჯეტის ხარჯვაზე ინფორმაცია საიდუმლო, არ ვიცი. პარლამენტში ყოფნინას ჩვენ ისიც გვახსოვს განათლების სამინისტროში კახა ლომაიას მინისტრობისას ათეული მილიონების გაფლანგვაზე სერიოზულად დავსვით საკითხი, კონტროლის პალატის დასკვნა იყო. ვიკითხეთ სად წავიდა ეს ფული? მოვიდა ლომაია, მოიტანა რაღაც საბუთები და დაყარა. თავად პასუხი არაფერზე არ გაუცია. რა უნდა ილაპარაკო, როცა მილიონებია დახარჯული და პასუხს არ გცემენ, სად რა როგორ დაიხარჯა? წადი და იჩივლე. ყველაფერი საბოლოოდ სასამარლო სისტემის არარსებობამდე დადის და ვეღარაფერს ვერ აკეთებ. ლოგიკურია, თუკი კარგად აქვთ ყველაფერი, რატომ მალავენ ამ ინფორმაციებს?
რატომ ვერ მოახერხა საპარლამეტო ოპოზიციამ კონკრეტული ფაქტებით საუბარი?
- გურამ ჩახვაძე არის ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილმა დასვა პარლამენტში. ჩაუყარეს ხმები და ახლა მის მომყვანს ხომ ვერ გააკრიტიკებდა. ”ქრისტიან-დემოკრატებს” თორთლაძესა და ჩახვაძეს ვერ შევადარებ, მაგრამ ისინი ხელისუფლების სისტემის ნაწილნი არიან. ხელისუფლებას ეთამაშებიან - ერთის მხრივ არწმუნებენ, რომ მათგან მათ საფრთხე არ ელით, მაგრამ მეორეს მხრივ ცდილობენ, რომ ოპოზიციის ნიშაც ჰქონდეთ. აკრიტიკებენ, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს ხელს ვერ დაადებენ. იმ შემთხვევაში თუ ”ნაციონალური მოძრაობა” აღარ იქნება ხელისუფლებაში, ისინი პოლიტიკაში მაინც დარჩებიან. თორთლაძე-ჩახვაძეს კი ”ნაცონალების” წასვლის შემდეგ დატოვებენ პოლიტიკას.
სააკაშვილი საუბრობდა იმაზე, ვერავინ იტყვის იმას,რომ ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ბიზნესში არიანჩართულნიო. თქვენ შეგიძლიათ ეს თქვათ?
- მისი დედა, ქალბატონი გიული, შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ უცებ უზარმაზარი უნივერსიტეტის მფლობელი გახდა. მისი ძმები დღეს ყველა წარმატებული ბზნესმენები არიან. რომელი ოჯახის წევრი და ახლობელი ჰყავს გაჭირვებული, მაინტერესებს?! მისი ბიძა თემურ ალასანია ყველამ იცის, რომ იარაღის ბიზნესშია ჩართული.
მთავარია, რომ მთელი სახელისუფლებო პოლიტიკა არის კორუმპირებული. მილიონები აქვთ ყველას, იმიტომ, რომ სხვადასხვა ბიზნესის ლობირებას ახორციელებენ.
მონოპოლიაზე საუბარს მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა, რატომ იყო შაქრის ფასი ერთი ლარით მეტი სომხეთთან შედარებით. სააკაშვილმა არგუმენტად მოიყვანა, რომ კი შაქარი ძვირია, მაგრამ მაგალითად ჩვენთან ხორცის ფასია ბევრად დაბალიო.
- არ ვიცი რა ღირს სომხეთში ხორცი, მაგრამ სომხეთში არანაირი პროდუქტი ჩვენზე იაფი წესით არ უნდა ღირდეს. იქ იმპორტირებული პროდუქცია ჩვენი გავლით შედის და თუკი რაიმე ჩვენთან უფრო ძვირია, ეს იმიტომ, რომ ჩვენთან მონოპოლიაა. სადაც ერთი კაცია ბიზნესზე მომჯდარი, პროდუქცია არის ძვირი და არა იმიტომ, რომ ჩინელებმა ჭამა დაიწყეს. საქართველოში არარსებობს ბიზნესი, მონოპლიზებული არ იყოს. ტიპიური სახელმწიფო მონოპოლიებია.
თქვენ აცხადებთ, რომ დაპირებებში სააკაშვილი თავშეკავებული იყოო, თუმცა პრეზიდენტმა რამდენიმე სოციალური დაპირება გაახმოვანა: მოკლევადიანი - 30 -ლარიანი ვაუჩერი და 150 მილიონით სოფლის მეურნეობის დაფინანსება. იქნება თუ არა ეს დადებითი შედეგის მომტანი?
- ვთვლი, რომ 20-ლარიანი დენის და 30-ლარიანი კვების პროდუქტებისათვის გამოყოფილი თანხა ეს არის გადაყრილი ფული. დაარიგებენ და მერე რა? ვის უშველის ეს? რაც შეეხება სოფლის მეურნეობას - ამ ხელისუფლების პოლიტიკა იყო მიზანმიმართული, რომ სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულიყო. როცა ჩვენ პარლამენტში ვიყავით და ვლაპარაკობდით, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში მეტი ფულის ჩადება აუცილებელი იყო, მახსოვს, გიგა ბოკერიამ პასუხი გაგვცა, რომ თქვენ გინდათ საქართველო ჩამორჩენილი ქვეყანა იყოსო. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე პირიქით, ჩამორჩენილი რომ არ იყო, ამიტომ არის საჭირო სოფლის მეურნეობის არსებობა. წლების წინ, თუნდაც შევარდნაძის დროს 30% მაინც იყო ბაზარზე ადგილობრივი პროდუქცია, ახლა კი საეროდ აღარ იყიდება. ახლა მიხვდნენ რომ საჭიროა, მაგრამ არ ვიცით ეს 150 მილიონი რას აკლდება, ან რაში დაიხარჯება.
საუბარია მონოპოლიებზე, მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე, კორუფციაზე. ოპოზიცია ხშირად პარალელებს ეგვიპტესთანაც ავლებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეგვიპტის მსგავსი პროტესტი საქართველოშიც მოხდეს?
- გარდაუვალია, რომ მასობრივი გამოსვლები ჩვენთან არ მოხდეს. ავტორიტარული რეჟიმის მიმართ პროტესტი გროვდება და ბოლოს აუცილებლად იფთქებს. ასე იყო ტუნისში და ასეა ეგვიპტეშიც. ამას პოლიტიკური პარტიების პროვოცირება არ სჭირდება, თავისთავად იქნება.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რევოლუცია არიქნება. გამოდის, ისინი თავდაჯერებულები არიან, რომ ეგვიპტისგამოძახილი არ იქნება?
- არ დაიჯეროთ. სოციალურ ქსელებში, სადაც აქტიურად ვარ ჩართული, ეგვიპტის მოვლენების დროს ხელისუფლების ყველა მომხრე მუბარაქს გულშემატკივრობდა. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ შეუძლებელია საქართველოში ამ მოვლენების გამოძახილი არ იყოს. იცოდნენ, რომ მუბარაქის გადადგომის შემდეგ აშშ-ს ხელისუფლებისაგან რაღაც დამოკიდებულების შეცვლა სააკაშვილის მსგავსი რეჟიმებისადმი. შეიძლება მოითხოვონ დემოკრატიული ცვლილებები.
სწორედ იმიტომ, რომ აშშ ეგვიპტისაგან არ ითხოვდა დემოკრატიას, იმიტომ მიიღო ეს შედეგი, ამიტომაც მოხდება მათი პოლიტიკის გადასინჯვა. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რამდენად დიდიდოზით მოხდება გამოსვლები საქართველოში.
|