მოგესალმებით
მოკლედ უსაქმურობამ და უსამართლობამ მომიტანა ახალი აზრები

ვიფიქრე საკუთარი პოლიტიკური პარტია რომ ჩამოვაყალიბო და ასეთი მიზნები რომ დავისახო მიზნად თუ დამიჭერს ხალხი მხარს
ეს გეგმა დავწერე რამოდენიმე წუთში, მაგრამ თუ სერიოზილად მოვკიდე ხელი ამ საქმეს მაგ შემთხვევაში უკეთ ჩამოყალიბებული გეგმა მექნება

რას ფიქრობთ ძვირფასო ფორუმელებო?
საქართველოს განვითარების ახალი გეგმა
1. სასამართლოს რეფორმები:
სასამართლო უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ამისთვის სასამართლო ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნოს მართველი ხელისუფლებისგან, ამისთვის აუცილებელია ის რომ მოსამართლეებს ნიშნავდეს პარლამენტი და არა პრეზიდენტი, ასევე აუცილებელია პროკურორების უფლებების შეზღუდვა. აუცილებელია მოსამართლეთა მინიმალური ასაკი იყოს 40 წელს ზევით, რადგან გამოუცდელი მოსამართლე არ უნდა წვეტდეს ადამიანი ბედს. ასევე უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური რომელიც გააკონტროლებს მოსამართლეთა ქმედებას და ეს სამსახური ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტთან.
2. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა:
იმისათვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ერთპიროვნული მართველობა აუცილებელია პრეზიდენტის უფლებების დიდი რაოდენობა პარლამენტის ხელში გადავიდეს. ასევე პრეზიდენტს უნდა აეკრძალოს რომელიმე პარტიის თავჯდომარის თანამდებობაზე ყოფნა. პრეზიდენტის პირადი ფონდი უნდა კონტროლირდებოდეს სპეციალური სამსახურით რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტთან.
3 პარლამენტის რეორგანიზაცია:
პარლამენტი აუცილებლად უნდა გახდეს მრავალპარტიული, არ შეიძლება ერთი პარტია იყოს წარმოდგენილი 50%-ზე მეტი რაოდენობით პარლამენტში.
4.პოლიცია
იმისათვის რომ პოლიცია იყოს პოლიტიკისგან გამიჯნული ამისთვის საჭიროა შეიქმნას სტრუქტურა რომელიც გააკონტროლებს შ.ს.ს საქმიანობას და რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტთან.
5. კანონმდებლობა
ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი კონსტიტუციაში რის შედეგადაც პრეზიდენტს შეუმცირდება უფლებები, ხოლო პარლამენტს გაეზრდება. ასევე ძირეულად უნდა იქნეს შეცვლილი შრომითი კოდექსი, სადაც მაქსიმალურად იქნება დაბალანსებული დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები. ასევე შრომითი კოდექსის დახმარებიტ უნდა შეიქმნას ძლიერი პროფკავშირი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა ინტერესებს.
6. ეკონომიკა
სრულიად უნდა გადაიხედოს დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა, პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ამისთვის ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ პროდუქციას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი იმპროტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. ასევე სახელმწიფოსგან კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური თავისუფლება კანონმდებლობის ფარგლებში.
7. მედია
იმისათვის რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად აუცილებელია მედიის თავისუფლება. პირველ რიგში ტენდერის გზით უნდა გაიყიდოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამით დაიზოგება ბიუჯეტიდან თანხები და ამავდროულად მედია სივრცეს შეემატება ერთ-რთი კერძო ტელეკომპანია რომელიც იქნება არა სახელმწიფო სტრუქტურა არამედ დამოუკიდებელი ბიზნესი. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მედია სივრცეში ჩარევისგან.
8. საგარეო პოლიტიკა
აუცილებელია საქართველომ დაიცვას ბალანსი საერთაშორისო სუბიექტებთან ურთიერთობაში, არ შეიძლება რუსეთს დედა აგინო, არ შეიძლება საერთოდ ვინმეს აგინო, აუცილებელია ძლიერი დიპლომატიური პოლიტიკის წარმოება, სადაც ძალა ვერ ჭრის იქ სიტყვა გაჭრის. საქართველომ უნდა აირჩიოს გზა რომელიც სიმშვიდეს მოუტანს ჩვენს რეგიონს, ეს მოხერხდება მხოლოდ დიპლომატიით.
9. ტერიტორიების აღდგენა
ამ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხთან დაგავშირებით აუცილებელია დიდი სამუშაოს ჩატარება. პირველ რიგრში საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი როგორც აფხაზებისთვის ასევე ოსებისთვის. ამავდროულად მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს რუსეთზე დიპლომატიური გზებით ზეწოლა. ამავდროულად მოლაპარაკება უნდა დაიწყოს დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. გაიხსნას სატელეფონო და საგზაო კავშირი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან იმისათვის რომ ორი მხარის ხელახალი დაახლოება დაიწყოს, ერთმანეთტან მიმოსვლა, ერთმანეთში ურთიერთობას ნიშნავს რაც ხელს შეუწყობს ჩვენს შორის დადებითი გრძნობების ჩამოყალიბებას.
და კიდევ რაც მთავარია, თანამდებობაზე დანიშვნის უმთავრესი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი და გამოცდილება, არ შეიძლება პურის საცხობის დირქტორი დაინიშნოს ეკონომიკის განვითარების მინისტრად რომელსაც უმაღლესი განათლება საეჭვო გზებით აქვს მიღებული. ასევე განათლებით სანტექნიკი არ უნდა ინიშნებოდეს განათლების მინისტრად, ყველას აქვს თავისი ადგილი და მორჩა.
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.