თბილისის მერია 2011 წლის ბიუჯეტს მისი პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრის მიზნით, თბილისელებთან ერთად გეგმავს. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მოსახლეობას ქალაქის ყველა უბანში ყოველდღიურად ხვდებიან და ადგილზე ისმენენ მათ მოსაზრებებს.
თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ეძლევა, ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში პირადად მიიღოს მონაწილეობა, წამოჭრას მისთვის აქტუალური საკითხი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საშუალება აქვს შეავსოს ბუკლეტი, მონიშნოს მასში მისთვის სასურველი გრაფა და შემდეგ მოათავსოს კითხვარი სპეციალურ ურნაში.
თბილისის თვითმმართველობის ორგანოები მოქალაქეების მიერ შევსებულ ყველა განაცხადს განიხილავენ და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას გაითვალისწინებენ.
ასე რომ ელოდეთ სტუმრებს ბინაზე
წყარო
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5253შეგიძიათ აქვე გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ კითხვარი
ვისაც რეგისტრაციის გავლა ეზარება კითხვარის სანახავად
ბარემ აქვე შემოგთავაზებთ

This post has been edited by tuchka84 on 11 Nov 2011, 22:10