პასკის სახელწოდება (უფრო ზუსტი - პასქა) მოდის პასექიდან. პასექი იუდეური დღესასწაულია და მასზე აღინიშნება ებრაელი ერის გამოყვანა ეგვიპტიდან - ცოდვის ტყვეობიდან. ზუსტად კი პასექი (ფესახ) ნიშნავს "გვერდის ავლას". აქ იგულისხმება უფლის ანგელოზის მიერ ებრაელთა ოჯახებეზე გვერდის ავლა, როდესაც ღმერთმა მოაკვდინა ყველა ეგვიპტელი უფროსი შვილი.
ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, პასექი წინასახე იყო ახალი პასექისა - უფლის მაცხოვნებელი ვნებისა, სიკვდილისა და აღდგომისა, რომლითაც ცოდვის ტყვეობისაგან იქნა გამოხსნილი ახალი ისრაელი - ქრისტეს ერი.
ახალი აღთქმის ეკლესიაში პირველივე საუკუნეებიდან გაჩნდა ასეთი ტრადიცია, რომ მოციქულები როდესაც სატრაპეზოდ სხდებოდნენ, სუფრის თავში დებდნენ პურს და იქ არავინ ჯდებოდა. ეს სიმბოლურად მაცხოვრისთვის განკუთვნილი პური იყო. შემდეგ ყველანი იყოფდნენ მაცხოვრის პურს. დღესდღეობით ამ პურს არტოსი ვუწოდებთ და იგი გარეგნულად არის პასკის ფორმის, იკურთხება აღდგომის ღამეს და ერთი კვირის მანძილზე საკურთხევლის კარებში, აღსავალთან დადგმულ მცირე ზომის მაგიდაზე თავსდება.
არტოსის ხალხური სახე არის პასკა, იმავე ფორმის ტკბილი პური, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენის აღსანიშნავად ცხვება ქრისტიანთა ოჯახებში.
კითხვები და პასუხები... (post #13440125)