#25714740 · 29 May 2011, 14:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გორი-უფლისციხე, ტურში შედის ტრანსპორტირება, მოვინახულებთ ატენის სიონს შემდეგ გავემგზავრებით უფლისციხეში.ექსკურსიის შემდეგ ბუნებაში მოეწყობა პიკნიკი. ატენის სიონი - VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12კმ-ზე, ატენის ხეობაში , მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედელით გამაგრებულ ბაქანზე. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები.
უფლისციხე - მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. გორიდან 10კმ-ზე. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქს, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა...
|