ყოველ წირვაზე პატრიარქს უგალობენ:
ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის
ღმერთმა ინება კურთხევა შენი,
დიდო მეუფევ და მღვდელმთავარო
ნათელო ღვთისგან გარდმომავალო.
ჩემო პატრიარქო
წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები. თემა ეძღვნება ე.წ. "არაკანონიკურ ქართულ საგალობლებს"..
"ჯვარისმტვირთველო" და "ჩემო პატრიარქო" კანონიკურია?
და საერთოდ, რატომ არ შეიძლება ეს "არაკანონიკური" საგალობლები სხვებმაც იგალობონ? მაგ: ფალიაშვილის, ქორიძის, კეჭაყმაძის...