#23547565 · 19 Jan 2011, 20:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოველგვარი ცლილება არ არის რევოლუცია. თუ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოდის ლიდერთა ჯგუფი, რომელთა პოლიტიკა იმეორებს მათი წინამორებედების პოლიტიკას და ეს ცვლილებები ქვეყანას ან საზოგადოებაზე ნაკლებად აისახება, მაშინ შეიძლება ითქვას რომ რევოლუცია არ მომხდარა. (ჩემი აზრით, ამის გამო "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში რევოლუცია არ ყოფილა)
აქამდე გამსახურდიას გადატრიალებით, რომელსაც დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგეები და შემდგომ ვარდების რევოლუცია, ჩვეულებრივ მოქალაქეთა და ელიტის თვალშიც კი, პოლიტიკა იყო მეტისმეტად გამარტივებული და მიუღწევადი მოლოდინებით, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს ისტორიას და მის რელურ პოლიტიკურ პოტენციალს. გამსახურდიას შემთხვევაში, საზოგადოების მიერ გამარტივებულმა ცნებებმა როგორიც იყო "დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ" საფრთხე შეუქმნა წესრიგს და გამოიწვია სრული ქაოსი.
უკიდურესი მოუთმენლობა, ვინც რევოლუციის სახელით მოქმედებს, სრულიად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფო ინტერესებს. რევოლუცია იძლევა უფრო მეტ დაპირებას ვიდრე ამის შესრულება მას შეუძლია, ამიტომ რევოლუციით მოსული ხელისუფლება ყოველთვის აწყდება დიდ პრობლემებს, მცირე ხნის განმავლობაში, მისი რეიტინგი სწრაფადვე ეცემა.
რევოლუციის მიზეზები
ჯეიმს დევისმა გამოიკვლია რა რევოლუციები დაასკვნა, რომ რევოლუცია მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც პირობები უმჯობესდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და შემდგომ მოსდევს უეცარი გაუარესება. მისი აზრით რევოლუცია არა იმდენად საშინელი ტანჯვის, არამედ გამანადგურებელ იმედგაცრუების შედეგია.
ასევე მნიშვნელოვანია როდესაც საზოგადოება ხელისუფლების ლიდერებს სულ უფრო მეტად აღიქვამს შეუფერებლად: მათ არ შეუძლიათ ეფექტიანი ძალაუფლების განხორციელება, ეკონომიკური სტაბილიზაცია, არ გააჩნიათ ძალა დაამყარონ შიდა წესრიგი და არიან გაუბედავნი გარე საფრთხეების წინაშე. სააკაშვილის შემთხვევაში, ყვლეა არის დარწმუნებული რომ მას შეუძლია ეფექტურად და უხეში ძალის გამოყენებით დაამყაროს წესრიგი, მერაბიშვილის დახმარებით და ეს არის მისი არსებობის ყველაზე ძლიერი იარაღი. დაიმსხვრევა თუ არა მერაბიშვილის მითი და ის რომ სააკაშვილის გადაგდების მცდელობას სისხლი და უბედურება და ამის გარდა რაც მთავარია მარცხი მოჰყვება, მაშინ წარმატებული იქნება რევოლუცია.
წარმატებული რეოვლუციონერი პოულობს მდიდარ პატრონების მხარდაჭერას და ასევე შეუძლიათ მრავალი უკმაყოფილო ადამიანის მობილიზება. (ჩვენ ოპოზიციამ ვერ შეძლო ელიტის (ელიტაში ვგულისხმობ იმ ხალსხ ვისაც რეალური ძალა აქვს, როგორებიც არიან ბიზნესმენები, გენრლები და ოფიცრობა და ა.შ) გადმობირება)
ტოკვილი ამბობდა: "აქამდე მოთმინებით უძლებდნენ იმას, რაც უმოწყალო ჩანდა, მაგრამ წყენა აუტანელი ხდება მაშინ, როგორც კი ადამიანებს გონებაში გაუელვებს მისი მოშორების შესაძლებლობა... თავად ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ტკივილი შეიძლება განიკურნოს, ყურადღებას ამახვილებს სხვა ტკივილზე და ის უფრო მეტად აუტანელი ჩანს; ადამიანები შესაძლოა იტანჯებოდნენ უფრო ნაკლებად, მაგრამ ისინი ახლა უფრო მგრძნობიარეები არიან"
რევოლუცია რომ მოხდეს უნდა არსებობდნენ ქარიზმატული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ თვალი გაუსწორონ რეჟიმის დამხობის მცდელობასთან დაკავშირებულ სასიკვდილო რისკებს. (ჩვენი ოპოზიციონრები ამ რისკებს მაქსიმალურად გაურბოდნენ თუ გახსოვთ) ამის გარდა რევოლუციონერებს სჭირდება იმ ადამიანთა მხარდაჭრა, რომელთაც უკავიათ მაღალსაზოგადოებრივი მდგომარეობა და აქვთ შესაბამისი უნარები (სამწუხაროთ საქართველოში ისინი ფულით იყიდა სააკაშვილმა და ოპოზიციამ ვერ შეძლო მათი გადმობირება). წინარერევოლუციონური ხელისუფლაბას საფრთხეს უქმნის ელიტის გაუცხოება შეიარაღებულ ძალებში (ამიტომ მოახდინა მიშამ რეპრესიები არმიაში).
და ბოლოს ერთადერთი შეკითხვა, რევოლუციის შემთხვევაში თქვენ მზად ხართ თქვენი სისხლი დაღვაროთ რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს? მე ამ ეტაპზე არ ვარ მზად ამზაზე წავიუდე, რადგან ოპოზიციისადმი სრული გულგრილობა და მეტიც ზიზღიც კი მაქვს. უიდეო თამაშგარეთ აღმოჩენილ კომკავშირულ-კომფორმისტული ოპოზიცია გვყავს, რომელიც ვერ მოახდენს რევოლუციას და რომელიც დამარცხებამდე მიიყვანს საზოგადოებას, როგორც ეს ერთხელ უკვე ჰქნა.
--------------------
http://nukriko.blogspot.com/
www.planeta.ge
http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY
Мой грех - есть зависть к доблести
in peace vigilance in war victory in death sacrifice
|