თავის მოხსენებაში
http://intelligence.senate.gov/110216/dni.pdf ეს კაცი ჯერ (მე-20-ე გვერდზე) აი, რას ამბობს: "Russia shows no willingness to discuss the status of - much less withdrawal of its troops from - South Ossetia and Abkhazia - contested territories inside Georgia’s internationally recognized borders."
”რუსეთი არ ამჟღავნებს არანაირ სურვილს ისაუბროს საკუთარი ჯარების სტატუსზზე - მით უფრო მათ გაყვანაზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთიდან, საცილო ტერიტორიებიდან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
მხოლოდ ამის შემდეგ (გვ. 21) თითქოს(!) მართლაც იმას იძახის, რასაც ამ თემის პირველი პოსტი ეძღვნება. მაგრამ ვნახოთ ინგლისური ტექსტი:
“The unresolved conflicts of the Caucasus and the fragility of some of the Central Asian states provide the most likely flashpoints in the Eurasia region. Moscow's continued military presence in and political-economic ties to Georgia's separatist regions of South Ossetia and Abkhazia, combined with Georgia's dissatisfaction with the status quo, account for some of the tensions. Georgia's public efforts to engage with various ethnic groups in the Russian North Caucasus have also contributed to these tensions,”
პირველ პოსტში მოყვანილი civil.ge-ს თარგმანი
http://www.civil.ge/geo/article.php?id=23689 ასეთია:
”მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე [რუსეთის] მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, ამას დამატებული სტატუს კვოსადმი საქართველოს უკმაყოფილება ხელს უწყობენ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობები კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას”.
”ინტერპრესნიუსი”
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...smunebulia.html უფრო კორექტულ თარგმანს აქვეყნებს:
"კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტები და ცენტრალური აზიის ზოგიერთი სახელმწიფოს სიმყიფე რეგიონში ახალი ცხელი კერებისთვის საფუძველს ქმნის. მოსკოვის გახანგრძლივებული სამხედრო ყოფნა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ეკონომიკური კავშირები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არსებული სტატუს-კვოთი უკმაყოფილოა, დაძაბულობის საფუძველს ქმნის".
”საქართველოს მცდელობა, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებთან ერთობლივად იმოქმედოს, ამ დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს”.
მაგრამ, მაგ., საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...d=1ბოლო წინადადების თავისებურ ვერსიას გვთავაზობს:
"საქართველოს რიგი ნაბიჯები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში რეგიონში დაძაბულობას აძლიერებს".
მაშ, ”ხელს უწყობს”, ”საფუძველს ქმნის”, ”ამძაფრებს” თუ ”აძლიერებს”? აშკარაა, რომ ყველაზე ძნელად სათარგმნი ორი ფრაზა გამოდგა: "account for some of the tensions" და "also contributed to these tensions".
ყველა ქართული ვარიანტი კლაპერის გამონათქვამს ზედმეტად ძლიერ ”ბრალდებით” იერს აძლევს. ვერცერთი ვერ გადმოგვცემს აბსტრაგირების იმ დონეს, რომელიც ორიგინალში იგძნობა.
”ხელს უწყობს” ამ მხრივ ყველაზე ცუდი თარგმანია.
ამ დროს კლაპერი მხოლოდ ობიექტური მდგომარეობის - დაძაბულობისა და მისი გამომწვევი მიზეზების არსებობის - კონსტატაციას ახდენს.
მესმის, რა იწვევს დისკომფორტს. თუ ამერიკა ჩვენი ”მეგობარია”, რატომ არ საუბრობს ამერიკული დაზვერვის შეფი ჯანსუღ ჩარკვიანის სამიტინგო ინტონაციებით?
ყველაფერს თავის ადგილი და დრო აქვს. სადაც საჭიროა, ამერიკაც იყენებს პოლიტიკურად დამუხტულ, ემოციურ ენას (იხ. ჯო ბაიდენი საქართველოს პარლამენტში).
მაგრამ აქვს თუ არა უფლება დაზვერვის ფუნქციონერს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლებს ორ უცხო ქვეყანაზე, რომელთათვის არც სცივათ და არც სცხელათ, მშრალი ფაქტების ენით ელაპარაკოს?
არსებობს კონფლიქტები > კონფლიქტები წარმოშობს ცხელ წერტილებს > ცხელი წერტილების არსებობა ემუქრება უსაფრთხოებას > ყველაფერი სადღაც შორს, მესამე სამყაროში ხდება, ამიტომ ამას ამერიკისთვის ”გლობალური გამოწვევები” ჰქვია.
რა არის ამ განცხადებაში კრიმინალური?