http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=1174&Itemid=1ფეესბემ ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის მემორანდუმი აღმოაჩინა!
18/02/2011 18:32
არალეგალური კაზინოების სკანდალური საქმის გამოძიებისას, ფეესბემ მოსკოვის მახლობლად, 15 ქალაქში ჩაატარა ოპერატიული ღონისძიებები.
იატაკქვეშა სათამაშო დაწესებულებების მეპატრონე, ცნობილი კოლექციონერი, 30 წლის ივან ნაზაროვი უკვე დაპატიმრებულია. მას პროკურატურის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.
სამართალდამცავებმა ჩაატარეს ჩხრეკა მოსკოვში, გალერეა „ტრიუმფში“, სადაც ნაზაროვს ოფისი ჰქონდა. ამოღებულია კომპიუტერები, დოკუმენტაცია და ორი სეიფის შიგთავსი.
აღსანიშნავია, რომ ჩხრეკისას აღმოჩნდა „ლოგოვაზის“ იმ პერიოდის დოკუმენტები, როდესაც მას ბორის ბერეზოვსკის ხელმძღვანელობდა. ადრე ამავე შენობაში სწორედ „ლოგოვაზის“ ოფისი იყო. სხვა დოკუმენტებს შორის აღმოჩენილია ბერეზოვსკისა და აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ერთობლივი პროექტების განხოციელებაზე რუსეთსა და დსთ–ს ქვეყნებში, საერთო ჯამში ამ პროექტების ღირებულება 150–200 მილიონი დოლარია. ნაპოვნია აგრეთვე ბერეზოვსკის შეხვედრების ჩანაწერები, სხვადასხვა თანხების, პროექტებისა და დაფინანსების შესახებ.
ფეესბეს მაღალჩინოსნების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ დოკუმენტებს სისხლისსამართლებრივი პერსპექტივა ჰქონდეთ.
არც ის არის გამორიცხული, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს ქონებრივ დავებში სწორედ ეს დოკუმენტი გამოადგეთ.