არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა - თუ იყო მოდერს ვთხოვ ამ ერთხელ მაპატიოს და მიუერთოს ))
============================================================
მოკლედ არავისტი არ ვარ, ვცდილობ საერთოდ არ ვიფიქრობ პოლიტიკაზე - არ დაიჯერებთ და არ მაქვს არანაირი წარმოდგენა და აზრი არცერთ პოლიტიკოსზე და არცერთ პოლიტიკურ ჯგუფზე. ჩემთვის მთელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში გავს ბუნდოვან ლაქას, აი სცენაზე ვინც მდგარა გამოცდილი ექნება რომ თავიდან ვერ აღიქვამ მაყურებლების სახეებს.
ხოდა ამგვარად ბუნდოვანი ლაქების ერთობლიობა - აი ეს არის ჩემთვის ქართული პოლიტიკა.
=============================================================
ხო, და რა მინდოდა მეთქვა - უკვე მერამდენე დღეა რაღაც მოდასავით დამკვიდრდა - დენის 20 ლარიან ვაუჩერებს ჩვენი პოლიტიკოსები მედიდური სახითა და ჟესიტკულაციით გადასცემენ ხოლმე სოციალურად დაუცველებს. თან ეს ყველაფერი ჟურნალისტთა ამალის თანხლებით. ლამის დაფნის გვირგვინით შეიმოსონ თავები. ყველაზე უხერხული მთელ ამ სპექტაკლში ის არის, რომ თავად "საჩუქრის" ადრესატები იძულებულები არიან მადლიერი სახით ილაპარაკონ კამერის წინ, თუ როგორ გაუუმჯობესა 20-მა ლარმა მათ ეკონომიური მდგომარეობა და როგორ გადაარჩინა მათი ოჯახი შიმშილით სიკვდილისაგან, ამას როგორც წესი მოსდევს ხოლმე თავად იმ პოლიტიკოსის მოჩვენებითი თავმდაბლობით სავსე კომენტარი.
რას გავს ეს? თუ სიკეთის გაკეთება გინდა - ისე მიდი, ჩუმად, ჟურნალისტების გარეშე. გაცხადებულ მადლს რა ძალა აქვს. ან თუ მიდიხარ და თუ სიკეთის გაკეთება გინდა 20 ლარიანი ვაუჩერი რა არის? მეტი გაეცი.
აი სულ ეს მინდოდა მეთქვა