VASKA88
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3560
წევრი No.: 28200
რეგისტრ.: 12-January 07
|
#24069904 · 18 Feb 2011, 21:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"დაკანონებული ძარცვის" ანატომია
ჩამორთმეული ამანათების პატრონებისთვის პასუხიც გამცემიც კი არავინაა
მხოლოდ საბერძნეთიდან საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით 80 ტონა ტვირთი შემოდიოდა ამანათების სახით, რომლებსაც ქართველი ემიგრანტები საქართველოში ნათესავებს უგზავნიდნენ. ბოლო დროს საბერძნეთიდან გამოგზავნა გართულდა, ორიოდე კვირის წინ კი, ამანათების მოზრდილი პარტია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გააჩერეს, გადამზიდავ კომპანიას მიბარებული ტვირთი ჩამოართვეს და განმარტეს: ამანათები მიუსაფარ ბავშვებს გადაეცემაო(?!)
ამანათებმა ადრესატებამდე რომ ვერ მიაღწია, გამომგზავნმა პირებმა იმ კომპანიას მიაკითხეს, რომელსაც ტვირთი გამოატანეს და ამაში ფულიც გადაუხადეს. კომპანიაში თავი იმართლეს, რომ ტვირთის ჩამორთმევა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა და საბერძნეთში მყოფ ქართველებს ურჩიეს, პასუხისთვის სარფის საბაჟოსთვის მიემართათ. შესაბამისი უწყების ტელეფონებიც ჩააწერინეს, რომლებსაც, როგორც წესი, არავინ პასუხობს. ჩამორთმეული ამანათების მეპატრონეებმა დამაკმაყოფილებელი პასუხი რომ ვერსად მიიღეს, თავისი გასაჭირის გასაზიარებლად ჩვენ დაგვიკავშირდნენ.
მანანა გულიაშვილი: "რამდენიმე წელიწადია, სალონიკში ვმუშაობ და საქართველოში შვილებს ვეხმარები. ტვირთებს სამგზავრო ავტობუსებს ვატანდით. ახლაც, კომპანია "ნეოტურს" გამოვატანე ამანათი. სულ რვა კილოგრამი იყო - ძირითადად ტანსაცმელი ეწყო ჩემი შვილიშვილებისთვის. გაგვაფრთხილეს: ამანათში ყავა, შოკოლადი და ელექტროსაქონელი არ ჩაგვედო და ასეც მოვიქეცი, მაგრამ ჩემი ტვირთი მაინც უკვალოდ გაქრა. არადა, კილოგრამი ტვირთის გამოგზავნაში 4 დოლარი გადავიხადე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი ამანათი არ ყოფილა ასე, 200-300 გზავნილი იყო.
როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამანათები სარფის საბაჟოზე გააჩერეს, არ განუბაჟეს და შემდეგ ჩამოართვეს. მებაჟეებს ასე უთქვამთ: ახლა ახალი კანონია, ამანათების ნაწილი ბავშვთა სახლებში უნდა გაიგზავნოსო...
ჩვენ ბიზნესმენები არ ვართ, რომ თავს ამის უფლება მივცეთ. საცოდავად ორ კაპიკს ვშოულობთ და წლობით ოჯახებს ვართ მოწყვეტილი, რათა საქართველოში დარჩენილ ნათესავებს რაღაც გამოვუგზავნოთ და ისიც სხვებს უნდა გადასცენ?
თუ არ შეიძლება ტვირთის საბაჟოზე გადატანა, უკან მაინც დაგვიბრუნონ. საბაჟოზე გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებისთვის უთქვამთ: ამანათების მეპატრონეებისგან თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, ჩვენი ტელეფონები მიეცით და ჩვენ გავცემთ პასუხსო, მაგრამ მითითებულ ნომრებზე არავინ გვპასუხობს. ამის შემდეგ ალბათ აღარაფერს გამოვაგზავნი საბერძნეთიდან, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ტვირთი ადრესატამდე მიაღწევს".
სარფის საბაჟოსთან დაკავშირება მართლაც შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ მგზავრები გადამყვან კომპანია "ნეოტურის" თბილისის წარმომადგენლობას დავუკავშირდით, სადაც დაკარგულ ამანათებზე პასუხისმგებლობა მთლიანად მათი კომპანიის სალონიკის წარმომადგენლობას დააკისრეს. შესაბამისი პასუხისთვის ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზსაც მივმართეთ, სადაც კვლავ საბაჟო სამსახურზე მიგვითითეს.
ერთადერთი, რის გარკვევაც შესაძლებელი გახდა და რაც, შესაძლოა, მომავალში ყურადსაღები იყოს როგორც ტვირთის გამომგზავნისთვის, ასევე გადამზიდავისთვის, ის არის, რომ 1-ელი თებერვლიდან შეიცვალა საზღვარზე კომერციული ტვირთის გადმოტანის წესი, რომლის ტრანსპორტირება მხოლოდ სატვირთო, დახურული ტიპის ავტომობილით, გადამზიდავი კომპანიის მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ საბერძნეთიდან გამოგზავნილი ამანათები სარფის საბაჟოზე სწორედ ამ ახალი წესის დარღვევისთვის გააჩერეს. ხოლო იმის დიფერენცირება, ტვირთი პირადი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი თუ კომერციული საქმიანობისთვის, უკვე დიდი ხანია ჩვენს მებაჟეთა "გემოვნების" საკითხია. ფაქტია, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოში ნებისმიერი საქონლის შემოტანა უფრო ხარჯიანი გახდება. ვინც მაინც შეეცდება, რომ ერთი და იმავე სახეობის რამდენიმე პროდუქტი, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი საბაჟოზე გადმოიტანოს, ტვირთს ჩამოართმევენ.
ამბობენ, რომ საბაჟოზე კონტროლის გამკაცრებით, პირველ რიგში, კონტრაბანდას შეამცირებენ. გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთიერებების, მათ შორის ნარკოტიკების, იარაღის, სხვა ქიმიური ნივთიერებების შემოტანასაც შეზღუდავენ.
თუ ამანათის გამოგზავნისას გამომგზავნს კონტეინერის ფართის დაქირავება მოუწევს, ეს, რა თქმა უნდა, ძვირი დაუჯდება და ამანათის გამოგზავნა ხშირ შემთხვევაში აზრსაც დაჰკარგავს. აღარაფერს ვამბობთ წვრილი მოვაჭრეების საქმიანობაზე, რომლებიც თავს ძირითადად თურქეთიდან შემოტანილი იმპორტირებული საქონლის გაყიდვით ირჩენდნენ. საბაჟო წესების გამკაცრება ახალ თავსატეხს მათაც გაუჩენს, რადგან საზღვარზე ხელით საქონლის გადმოტანა ვეღარ მოხერხდება და იძულებული იქნებიან, ტრანსპორტირების ხარჯი გადამზიდავს გადაუხადონ, შემდეგ კი, ეს ხარჯი საქონლის ღირებულებაში ასახონ.
თემაზე მუშაობისას ჩვენთვის კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ კულუარებში აქტიურად განიხილება: ამბობენ, რომ საბერძნეთიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ამანათების შემოტანა მოკლე ხანში კვლავ განახლდება, მაგრამ გაზრდილი ტარიფით. მაგალითად, 1 კილოგრამი ტვირთის შემოტანა საბერძნეთიდან 2 ევროს ნაცვლად ახლა უკვე 5 ევრო ეღირება! აქედან ტრანსპორტირების ხარჯი მხოლოდ ორი ევრო იქნება, ორი - სატრანსპორტო კომპანიის მომსახურების საფასური, ერთი ევრო კი, ბიუჯეტის შესავსებად წავა...
პ.ს მაგას დამატებული ის ტუ რა ხდება მცირე ამანატაბეის გაგზავნის დროს..წამლებს არტმევენ, გაგზავნილ ვიტყამინებს რომელსაც უგზავნიან თავის მშობლებს ახლობლებს სამკურნალოდ იმასაც ართმევენ და უაზარმაზარო ბოროტება ტრიალებს მაოხრებელი სომხური ხელისუფლების მხრიდან..
--------------------
სიკვდილი მოღალატეებს!
|