#24071383 · 18 Feb 2011, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ხელისუფლებამ და ქვეყნის პირველმა პირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთხელ გაახმაურა უსაფრთხოების ახალი ქართული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. ამის მიუხედავად, რუსეთი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ საქართველო აგრესორად არ მოიხსენიოს და მისი სამშვიდობო ინიციატივები ეჭვქვეშ არ დააყენოს. სწორედ ასეთი პროვოკაციის ჭრილში უნდა განვიხილოთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „საჭიროა სოჭის ოლიმპიადის დაცვა საქართველოსგან“. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=3232
--------------------
"ვინც რა უნდა თქვას, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ. იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ."
"იქნება მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ–ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი..."
|