STALKER-GG,
Super Crazy Member +
      
ჯგუფი: Members
წერილები: 14471
წევრი No.: 77891
რეგისტრ.: 9-December 08
|
#26260473 · 2 Jul 2011, 02:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mariri-q | QUOTE | | აუუუ ვგიჟდები ესეთ ისტორიებზე მოყევი რა |
მოკლედ 1972 წელია რააა, მე და ანზორა ვართ ჩელიაბინსკში. ხოდა ჩელიაბინსკში ვართ და მაგრა თოვდა, ღამეა თან, გზა აგვებნა და მივდივართ, მივდივართ და გამოჩნდა ერთი პატარა სახლიი. შევედით არავინააა. გამოვაღეთ მაცივარი და ჯავმით იდგა ხალადეცი. :D ისე გვშიოდა რო ........ ცოტა ხანში შემოვიდა შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი ხველებით და ასეთი ამბავი მოგვიყვა, :/
არსებობსო თეორია რომ თავად პლანეტა დედამიწასაც როგორც დიდი მაკრო ორგანიზმი, აქვს ატომის სტრუქტურა, ანუ ის შიგნიდან ცარიელია რომლის ცენტრში არის ბირთვი,
საქმე ის არის რომ ძალია ბევრ წყაროში ვაწყდებით ამას, იქნება ეს ისტორია თუ რელიგია, მაგალითები მოგვიანებით.თავად აგებულებას თუ დავაკვირდებით, ამ წყაროებზე დაყრდნობით, არის შიდა კოსმოსი, ანუ შიდა სამყარო, ხოლო რაც შეეხება გრავიტაციას, მისი ცენტრი არა ბირთვია არამედ ქერქის ცენტრი, გამოდის რომ გრავიტაცია შიგნიდანაც მოქმედებს ქერქზე, შესაძლებელია შიგნიდან სიარული, თუ 2 ადამიანს დავაყენებთ საპირისპირო მხრიდან ისისნი იდგებია, თავდაყირა ერთმანეტის მიმართ. ცნობისათვის თავად ეს თეორია და ეს ცოდნა გახდა მოტივაცია ჟიულ ვერნისთვის რომ მას დაეწერა მოთხრობა, მოგზაურობა დედამიწის ცენტრში.არსებობს ერთი ფრიად საინტერესო დოკუმენტური ფილმი, სახელად "ლეგენდა ატლანტიდაზე" სადაც საუბარია იმაზე რომ ძალიან დიდი ხნის წინ დედამიწაზე დაეშვნენ სამყაროს სრულყოფილი და განვითარებული არსებები, ისინი ჰუმანოიდები იყვნენ, მათი დავალება იყო რომ თავად პლანეტა მოემზადებინათ საცხოვრებლად, რომ შეემმნათ შესაბამისი პირობები ადამიანთა საცხოვრებლად, მათ პირველად დედამიწის ისტორიაში, დედამიწის შიგნით გააშენეს ქალაქი სახელად "აგარტა" და იქ დასახლდნენ, საინტერესო ის არის რომ ამ დროს დედამიწა არ იყო დაუსახლებელი, მასზე ცხოვრობდნენ საკმაოდ დაბალგანვითარებული აბორიგენები.რაც შეეხება ამ განვითარებულ არსებებს ისინი იყვნენ მელქისედეკთა ორდენის წევრები, (ალბათ გაგიგიათ ასეთი მცნება გალაქტიკის კონფედერაცია) და მათი მიზანი იყო მიეცათ საშუალება იმ სულთათვის გაეგრძელებინათ განვითარების დარეინკარნაციის ციკლი, რომელბიც განადგურდნენ და არსებობა შეწყვიტეს, პლანეტა ლუციფერზე, რომელიც მდებარეობდა მარსსა და იუპიტერსს შორის. მათ ადგილობრივ აბორიგენებს ჩაუტარეს გენეტიკური სრულყოფა და მოდიფიკაცია და ძალიან მოკლე ვადაში მათი ბიოლოგიური ორგანიზმი მზად იყო რათა მიეღო სულები სხვა პლანეტიდან რომელიც აღარ არსებობდა ფიზიკურ დონეზე. და დაიწყო ახალი ხანა კაცობრიობის ისტორიაში. იყვნენ ადამიანები ჩვეულებრივი მოკვდავები, რომლებიც გადიოდნენ განვითარების გზას, და იყვნენ უკვდავები, რომელთაც ევალებოდათ კაცობრიობაზე დაკვირვება და კონტროლი, რათა ევოლუცია არ ამცდარიყო კალაპოტს. თუმცა მერე საინტერესო რამ ხდება (ალბათ პარალელებს გაავლებთ სხვა წყაროებთან და ლეგენდებთან), ბევრი ცივილიზაცია წარმოიქმნდა და დაეცა ხანრგძლივი დროის განმავლობაში, დედამიწაზე დასახლდნენ სხვადასხვა რასები, გალაქტიკის სხვადასხვა წერტილებიდან, მაგრამ კაცობრიობაზე ძალაუფლება და არამარტო კონტროლი აიღეს ხელში ამ ეგრეთ წოდებულმა მცველებმა, რომლებსაც ანგელოზებადაც მოიხსენიებდნენ. მათ ეკრძალებოდათ ადამიანებთან კავშირის დამყარება, თუმცა ხედავდნენ რა, მათი ქმნილებები ასეთი ლამაზები და თითქმის სრულყოფილები ჩამოყალიბდნენ, ცდუნებას მაინც ვერ გაუძლეს. ბევრი მიწიერი მეფეები უფრო და უფრო თაყვანს სცემდნენ მათ და ძღვენის სახით აგრეთვე თავიანთ ქალიშვილებს სთავაზობდნენ. ასეთი კავშირი კი ერთადერთი იყო რაც მათ ეკრძალებოდათ. ამ კავშირის შემდეგ, მათ 7 ბრძენთაგან, რომლებიც ცხოვრობდნენ აგარტაში ჩამოერთვათ მცველების სტატუსი, ხოლო კავშირის შედეგად მატ დაკარგეს უკვდავება, და ისინი გამოასახლეს აგარტადან.მას შემდეგ, მათ მართალია გააგრძელეს ცხოვრება ადამიანებთან, და მოკვდავებიც იყვნენ მაგრამ მაინცგაცილებით დიდი ცოდნა პარანორმალური შესაძლებლობები გააჩნდათ, ისინი აგრეთვე ადამიანებზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობდნენ... (საერთოდ იზახდნენ რომ ყველა დროის დიდი მაგი ან ქურუმი, რომლებსაც უფრო განვითარებული შესაძლებლობები ქონდათო, მათი რეინკარნაცია იყოო)ისინი ცხოვრობდნენ ადამიანებთან და იყვნენ მათი წინამძღოლები, მათ ჩამოაყალიბეს უდიდესი ცივილიზაცია რომელიც ცნობილია როგორც ატლანტიდა, რომელშიც ცხოვრობდა მე 4 თაობის რასა, დიდი ხნის განმავლობაში ატლანტიდა აყვავებას განიცდიდა რადგანაქ გონება და გული გაერთიანებული იყო, მათი მეცნიერები ცდილობდნენ სამყაროს ყველა საიდუმლო ამოეხსნათ, მათ ქონდათ წარმოდგენა რომ პლანეტაც ისევე ცოცხალი ორგანიზმია როგორებიც თავად იყვნენ ხოლო თვითონ კი პლანეტის უჯრედები იყვნენ. არ არსებობდა სოციალური ან კლასობრივი დაყოფა, ან იძულებითი შრომა, ისინი უვლიდნენ პლანეტას და არ აბინძურებდნენ, მათ კარგად იცოდნენ რომ ისინი დაცემული ანგელოზები იყვნენ უნდა გაეგრძელებინათ განვითარების გზა, დაუფლებოდნენ ცოდნას და გამოცდილებას, გამოეცადთ ყველა შესაძლო გზა, ყველა მხარე ცხოვრებისა, ყველა პოლუსი. ისინი ეძებდნენ ბგერას "ბერტანს" (იგივე პირველ სიტყვას ) საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა, და წყარო საიდანა ყველაფერი მოდის, მოედინება ენერგია სამყაროში რომელი\ც არის ყველა და ყველაფერი. ისინი კოსმოსის გაფართოვებას უწოდებდნენ ომეგა ციკლს, ღმერთის ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რადგან ბოლოს ყველაფერი უბრუნდება საწყისს. რაც უფრო შორდება ეგრეთ წოდებული "რძიანი გზა" milky way და მზის სისტემა, წყაროს, ამ გაფართოებისას, მით უფრო სუსტია კავშირი წყაროსთან, და შესაბამისადაც ცივილიზაციებიც, განიცდიან დეგრადაციას და ეშვებიან მაღალ განზომილებებიდან უფრო დაბალგანვითარებულ განზომილებებში. საინტერესო კი ის არის რომ 7 ბრძენმა იცოდაო ეს, და ესეც კი გეგმა იყოო რათა ასევე გამოეცადათ თუ რა იყო როცა თითქმის სრულად მოწყდები პირველად წყაროს. ბოლოს კი ნათქვამია რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებსაც არ ქონდა შესაბამისი განათლება და გამოცდილება მიღებული, დაიწყეს საშიში და აკრძალული ექსპერიმენტი, ორიგინალურ ბგერაზე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია დიდი კატაკლიზმები და რამაც საფუძველი ჩაუყარა ატლანტიდის განადგურებას. დიდი კატაკლიზმების შედეგად ხმელეთის დიდი ნაწიული დაიტბორა, ხოლო ცივილიზაცია დაიშალა და დაიყო, პატარა ქალაქ სახელმწიფოებად.მას შემდეგ რაც პირველი კატაკლიზმები მოხდა, და ცივილიზაცია დაიყო რამოდენიმე ქალაქ სახელმწიფოდ, ძალაუფლება რომელიც ქურუმებსა და მეცნიერებს ქონდათ, გადანაწილდა. სხვათაშორის ნათქვამია რომ ამის მერე 7 ბრძენი მმართველი საბოლოოდ შევიდა აგარტაში, რადგან იცოდნენ რომ კაცობრიობის განვითარების ციკლში ბნელი ხანა იწყებოდა. კაცობრიობა ჯერ ისევ ცხოვრობდა მე 5 და მე 4 განზომილებებში, საბოლოოდ არ იყო შემოსული მე 3 მყარ მატერიალურ განზომილებაში. ძალაუფლება კი ქუქუმებს ქონდათ, ისინი სულ უფრო და უფრო ხდებოდნენ თაყვანისცემის ობიექტები, რადგან კაცობრიობა ადგა დეგრადაციის გზას ეს ცოდნა უფრო და უფრო ფასდებოდა. ამ კატაკლიზმების მერე ცოდა გაყვეს 2 ნაწილად, მიხვდნენ რა კაცობრიობის ბნელ ხანაში ის ყველას ხელში სახიფათო იყო. გაყოფის შემდეგ, ერთი ტიპი იყო ეგზოთერული რომელიც საერთო ცოდნა იყო ყველასთვის და მერე ეზოთერული რომელიც მხოლოდ მაკრად შერჩეული პიროვნებებისთვის იყო რომელსაც ძალიან მცირე ჯგუფში ღებულობდნენ შერჩევის შედეგად. ეშინოდათ რა სხვა ქალაქების, მთავრობებმა შექმნეს პირველი საიდუმლო სამსახურები და დაიწყე ერთმანეთის თვალთვალი, ეს ტრადიცია მას მერე დღემდე ცოცხალია თანამედროვე მსოფლიოშოც. ამას მოჰყვა არმიის შექმნაც და საბრზოლო იარაღის რომელიც მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის გამოიყენებოდა თავიდან, შემდგომ კი თავდასხმისთვის. ამ დროს რამოდენიმე ძლიერი ქალაქი სახელმფიფო არსებობდა, ერთი იყო ტიტიკაკას ტბასთან , ერთიც ტიბეტთან, დანარჩენი სწორად არ მახსოვს. ამ ეპოქაში შეიქმნა ასევე ნახსენები ყველაზე გამანადგურებელი იარაღი, გრავიტაციული ბომბი. ეს ომები და ამ ბობმის გამანადგურებელი თვისებები ძალიან კარგად არის აღწერილი ვედების ცოდნაში, და მაჰაბჰარატაში, რომელიც საოცრად ჰგავს ატომური ბომბის ეფექტს.აქვე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს ურანის ნარჩენები, რომელიც სპეციალურ დეპოებში ინახებოდა, როგორც საჭიროა, ეს დათარიღებული იყო 50 000 და 100 000 წლით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. და ამ ურანს განსხვავებული რადიაციის ტიპი აღმოაჩნდა, ვიდრე დღეს იციან. ფაქტი კი ის არის რომ ადრეც იცოდნენ რადიაციის შესახებ და ეს მე 20 საუკუნეში პირველად არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ვის რაში დაჭირდა ეს ურანი ან რამიზნებს ემსახურებოდა ეს საკამათოა, ეს იმაზეც მეტყველებს რომ იყო იქ ძალიან განვითარებული ცივილიზაცია.ამ ომის პერიოდში რომელიც მიმდინარეობდა ქალაქებს შორის, მიაღწიეს და აღმოაჩინეს პირველადი ორიგინალი ბგერა, რომელსაც ატლანტიდელი მეცნიერები ეძებდნე. კაცობრიობის განვითარების შესაბამის დონეზე ამას ძალიან უარყოფითი შედეგი ჰქონდა, რამაც გამოიწვია პოლუსების შეცვლა და პლანეტის ღერძის გადაადგილება, და დღემდე არნახული კატაკლიზმები. კაცობრიობის ძალიან ცოტა ნაწილი გადარჩა. ატლანტიდის ცოდნის ნაწილი წაიღეს ტიბეტში და მეორე ნაწილი ეგვიპტეში რომელიც მოიაზრებოდა როგორც ატლანტიდის კოლონია. კერძოდ ამან გამოიწვია ამ ადგილებში ცივილიზაციის აყვავება. სწორედ რომ ამ ტექნოლოგიებით იქნა აგებული პირამიდები და ეგრედწოდებული მოსეს კიდობანი, რომლის ადილსამყოფელი დღემდე გასაიდუმლოებულია.სხვათაშორის არის ერთი საინტერესო ვერსია რომ როცა მოსემ დატოვა ეგვიპტე ებრაელებთან ერთადო, მან ამის შესახებ იცოდაო რადგან ისიც სამფეო ოჯახში იზრდებოდა როგორც ფარაონია შვილი და შეხება ქონდა ამ ცოდნასთან, სწორედ ამას დაედევნა ფარაონი რადგან მოსემ ის რაც შემდეგ თავის აგებულ კიდობაში ჩადო, ფარაონს გასტაცა. ამის შემდეგ კაი ხანი ფლობდნენ ებრაელები ამას, და ამის მეშვეობით მოახდინა სასაწაული წითელ ზღვაზე... * * *ის ჯგუფი რომელიც ცოდნას ინახავდა და ძალაუფლებაც თავის ხელში ჰქონდა, ორ პოლუსად გაიყო, მას შემდეგ რაც კაცობრიობა და დედამიწა დაეშვა მე 3 განზომილებაში და დუალიზმში. ერთი იყო მზის ხალხი რომელიც წარმოადგენდა მამრობით სტიქიას და მათი სიმბოლო იყო მზე, ისინი მიიწევდნენ ძალაუფლებისკენ, აგრესია, იერარქია, ეს მამრობითი სტიქიის დამახასიათებელია.და მეორე საძმო, მთვარის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ აგარტას, მდედრი სტიქია, წმინდა გრაალის მცველები. საძმო რომელიც მამრობით სტიქიას განასახიერებდა ერქვა და ქვია ილუმინატები, იგივე გასხივოსნებულები, ხოლო მთვარის ხალხს ერქვა ლუმინარები იგივე მნათობები. ორივე ერთმანეთის საპირისპირო პოლუსს წარმოადგენდა და ერთი მეორეს მუდამ ბოროტად მოიხსენიებდა. იძახიან ცოდნა ძალააო, ეს იმ დროიდან მოდის. როგორც ბნელი ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, ილუმინატებმა გაიმარჯვეს, ლუმინარების კვალი კი გაქრა. სხვათაშორის მათ შორის ბრძოლა დღემდე გრძელდება და უკანასკნელი დიდი გამოვლინე იყო მეორე მსოფლიო ომი, ამაზე ქვემოთ დავწერ კიდევ საინტერესო ფაქტებს... * * *ეხლა დავუბრუნდეთ აგარტას და ინფორმაციას მასზე... საერთოდ ი შესასვლელი ბევრია, თუმცა თავისუფლად ვერავინ შევა და არც შეიშვებენ. რამოდენიმე გზა გადის დედამიწის ქერქში, გვირაბების სახით, ასევე დედამიწის ქერქში არსებობს ბევრი ცალკე ცივილიზაცია რომელიც გამოქვაბულთა კომპლექსებში ცხოვრობენ. როგორც ცნობილია, ყოველი კონტინენტიდან თითო ჩასასვლელია. ეგვიპტის პირამიდის ქვეშ. სამხრეთ ამერიკის ერთ ერთი პირამიდის ქვეშ, ერთიც ჩრდილო ამერიკაში, ერთი ავსტრალიიდან და ერთიც იტალიიდან. მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი და დღემდე უცნობი შესასვლელები არის (უცნობი ანუ გასაიდუმლოებული) პოლუსებიდან. დღემდე ნასა უდიდეს საიდუმლოებაში ინახავს და არამარტო ნასა არამედ მთელი მსოფლიო (თურატომ ეს სხვა მიზეზია) არის ერთი უზარმაზარი ხვრელი ჩრდილო პოლუსზე რომელიც ხანდახან ყინულით იფარება, ხოლო მეორე ხვრელს ფარავს ანტარქტიდის ყინულები. ფაქტია რომ ორივე შესასვლელი შიგნიდან არის ჩაკეტილი და ნებისმიერი გარეგანი მცდელობა დიდი კრახით სრულდება. არის ინფორმაცია რომ დედამიწის შიგნით დღემდე ახლაც კი არსებობს და ცხოვრობს ზე განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც კონტაქტში ძალიან იშვიათად შემოდის და ერევა ჩვენს ცივილიზაციაში, მხოლოდ, უკიდურეს საჭიროებაში. გადმოცემით ედემი სწორედ იქ გაშენდა პირველად და დღემდე პიზიკურ დონეზეც კი არსებობს...
This post has been edited by STALKER-GG, on 2 Jul 2011, 02:10
|