აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, შევარდნაძე თავის გამოსვლებში აფხაზეთის საკითხზე არ საუბრობს, მხოლოდ 1992 წლის 11 აგვისტოს გამოდის ის ტელევიზიით და შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობას თითქმის ომის დაწყებას აცნობს, იმდენად მილიტარისტულია მისი ტექსტი. ” ჩვენ გადავწყვიტეთ ამაღამვე დამუშავდეს სამხედრო ოპერაციების გეგმა”.ის აცხადებს, ”ვებრძოლო ბოროტებას არა ბოროტებით, არა მარტო ძალით, მაგრამ ძალითაც, ძალის გამოყენებითაც.” ....
” მე მგონი ახლა, სწორედ ახლა, ამ დღეებში წყდება ჩვენი ყოფნა- არყოფნის საკითხი, ან სიკეთე გაიმარჯვებს ან ბოროტება! არ უნდა დავუშვათ, რომ ბოროტებამ გაიმარჯვოს! თუ ბოროტება არ გაიმარჯვებს მაშინ საქართველო მართლა დამოუკიდებელი გახდება”.
(ისე რა უინტელექტო, რა ღარიბი სიტყვათ წყობა და აზრებია ... ზირაქის სიბრძნიდან მახსენდება: მდიდარი კაცი სისულელეს იტყვის და ყველა დაეთანხმება;
მისი სიმდიდრე კი ოქროზე უფრო შავია-ბოროტება) ...
ეს ციტატა ყველა იმ გოიმისთვის, ვინც დღემდე დარწმუნებულია, რომ ჯარი რკინიგზის დასაცავად შევიდა....
თან საინტერესოა ასე გამწარებული ვის მოიხსენიებს ბოროტებად? არ მგონია იმდენად გოიმები მოიძებნონ, რომ ბოროტებაში ტვირთის დამტაცებლები მოიაზრონ

... მისთვის ზვიადი და მისი მოხრეები იყვნენ ბოროტება .... ასეთი ხაზგასმით მხოლოდ პირად მტრებს იხსენიებენ ...
პ.ს. ყველაფერი კი წინაა, მალე დავდებ 1992 წლის აგვისტოს დასაწყისში ედუარდის, კიტოვანის და თუ არ ვცდები ჯონი ხეცურიანის საუბრის სტენოგრაფიულ ჩანაწერს ... სადაც კიტოვანი გაოგნებული ცდილობს, ყველანაირი საშუალებით აიცილოს აფხაზეთში შესვლის ბრძანება ...
ეხ ედო, შენს ადგილას შემოდგომას აღარ დაველოდებოდი, თავს მოვიკლავდი ... წინ სურპრიზებია

...
პ.ს. მოდერებო სათაურში წელი შემიცვალეთ
This post has been edited by ke-isari on 21 Feb 2011, 22:25