მმართველი უმრავლესობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტყუილების თქმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
მმართველი უმრავლესობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტყუილების თქმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
15:52 - 22.02.2011
ხმოვანი ვერსია მმართველი უმრავლესობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტყუილების თქმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
ინიციატივა დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილს ეკუთვნის.
დეპუტატი აღნიშნული წინადადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ენერგოვაუჩერების დარიგების პროცესში ხარვეზების, სასამართლო სისტემაში შექმნილი პრობლემების, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ჯანდაცვის ჩავარდნილი პროგრამებისა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ ოპონენტების კრიტიკა მოისმინა.
ყველაზე მეტი განცხადება ამ მიმართულებით "ქრისტიან-დემოკრატებმა" გააკეთეს.
საპასუხოდ მელიქიშვილი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, "სხდომათა დარბაზში ტყუილების თქმა აიკრძალოს".
ამასთან, მელიქიშვილმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს ტრადიციულად, პოლიტიკური წარსული გაუხსენა.
"სიბრმავე და სიყრუე იყო ის, როცა კაცი ციხეში მთელი რვა წლის განმავლობაში იყო გამოკეტილი და თქვენ ამაზე არაფერს ამბობდით" - განაცხადა მელიქიშვილმა
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...k=view&id=64298