მოგესალმებით.
ამ თემაში გადავწყვიტე, წარმომეჩინა ბიბლიაში დაწერილი ფაქტების წარმართული ანალოგიოები. ასევე გავცეთ პასუხი შემდეგ კითხვას: არის თუ არა ქრისტიანობა გაგრძელება წარმართული რელიგიისა, კერძოდ კი მზის კულტისა?
მაშ ასე დავიწყოთ.
მოგეხსენებათ მზეს ადამაინი ოდითგანვე სცემდა თაყვანს, იცოდა რა, რომ მის გარეშე ვერც იცოცხლებდა და ვერც მოსავალს მოიყვანდა. ყველა ცივილიზაციაში მზეს დიდი როლი ეჭირა.
ახლა კი მოვიყვანოთ რამოდენიმე ანალოგი:
მზის ღმერთი ჰორუსი(ეგვიპტე, ძვ.წ.3000წ.)
1.დაიბადა 25 დეკემბერს.
2.დაიბადა ქალწულისგან.
3.მისი დაბადების მაუწყებელი სამი ვარსკვლავი იყო.
4.ამ ვარსკვლავების მეშვეობით სამმა მეფემ იპოვა და თაყვანი სცა მას.
5.მას ჰყავდა 12 მოწაფე.
6.კურნავდა ავადმყოფებს და დადიოდა წყალზე.
7.ის შემკობილი იყო შემდეგი ეპითეტებით: "სინათლე","ღვთის კრავი","ღვთის შვილი" და ა.შ.
8.ის აცვეს ჯვარს.
9.დაფლული იყო 3 დღით.
10. სამი დღის შემდეგ აღსდგა.
დიონისე
1.დაიბადა ქალწულისაგან
2.დაიბადა 25 დეკემბერს.
3.ახდენდა სასწაულებს. წყალს ღვინოდ აქცევდა.
4.ცნობილი იყო შემდეგი ეპითეტებით: "მეფეთა მეფე","ალფა და ომეგა" და ა.შ.
5.სიკვდილის შემდეგ აღსდგა.
მიტრა (ძვ.წ. 1200წ)
1.დაიბადა ქალწულისაგან.
2.დაიბადა 25 დეკემბერს.
3.ჰყავდა 12 მოწაფე.
4.ახდენდა სასწაულებს.
5.სიკვდილის შემდეგ 3 დღე იყო დამარხული.
6. 3 დღის შემდეგ აღსდგა.
7.მას თაყვანს სცემდნენ კვირა დღეს.
ახლა გავარკვიოთ თუ რატომ ენიჭება ამხელა დატვირთა 25 დეკემბერს. 25 დეკემბერს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი აღმოსავლეთით სირიუსი უსწორდება ერთ ხაზზე სამ ასევე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს, რომლებსაც ოდითგანვე 3 მეფეს უწოდებდნენ. ეს სამი მეფე და სირიუსი 25 დეკემბერს მიუთითებენ სწორედ იმ ადგილს საიდანაც მზე ამოდის.
ნელ-ნელა დავამატებ ინფორმაციას, როცა დრო გამომიჩნდება.
მიმაგრებული სურათი