Frankens†ein1. განქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელთა შორის დავა არ არსებობს:
მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
განსაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ქორწინების მოწმობა;
მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 45 ლარი.
მოწმობა გაიცემა განცხადებისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის შემდეგ.თუ ამ ვადაში ერთ-ერთი განმცხადებელი მაინც უარს არ განაცხადებს განქორწინებაზე. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიულ სამსახურში განმცხადებლის სურვილისამებრ (გარდა ქორწინების სახლისა).
2. განქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე:
ერთ-ერთი მეუღლის წერილობითი განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ქორწინების მოწმობა;
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მეუღლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, ან თუ მეორე მეუღლე მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლის ვადით;
მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 45 ლარი.
მოწმობა გაიცემა განცხადებისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიულ სამსახურში განმცხადებლის სურვილისამებრ (გარდა ქორწინების სახლისა).
3. განქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები სასამართლოს გადაწყვეტილებით:
ორივე, ან ერთ-ერთი მეუღლის წერილობითი განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიულ სამსახურში განმცხადებლის სურვილისამებრ (გარდა ქორწინების სახლისა).
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=9 This post has been edited by akkai on 22 Feb 2011, 11:19