#24125639 · 22 Feb 2011, 02:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:
შვილები, ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი მე დღეს თქვენ იარღისკენ მოგიწოდებთ.
24 თებერვალი ზარბაზნების გრიალით გათენდა, 20 ნაბიჯს იქით აღარაფერი სჩანს ჩვენები ყოველ მტკაველ მიწას ზედ აკვდებიან... თოვლი გაწითლდა, გვამები მოძრაობას ანელებენ, ხელჩართული ბძოლები არ წყდება, ურა და ვაშა ერთმანეთში ირევა 20 წლის იუნკრები ერთგული არიან თბილისის ქუჩებში ჩუმათ დადებული ფიცისა: ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულ განგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას...
1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოზე აგრესია შენიღბულიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორია. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ” საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევლომი)” რომელსაც ვითომ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა , საშა გეგეჭკორი, და სხვები . იმავე დღეს 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა.ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.
საქართველოში შემოიჭრა სომხეთს და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია სოჭის რაიონიდან აფხაზეთში და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ . ძალები აშკარად არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც რომ თურქეთმა სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. მიუხედავათ ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.
1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ 20 თებერვალს მტერმა უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს მტერმა კვლავ შემოუტია თბილის მაგრამ ამჯერადაც დამარცხდა. 23 თებერვალს თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს თბილისის დაცვისთვის დაღუპულები. 24 თებერვალს კრიტიკული სიტვაცია შეიქმნა მტერმა შევსება მიიღო , ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვენეტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა . საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების ბრძოლის სულისკვეთება. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.
--------------------
სპორტი არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ერთმორწმუნე ერთან დაგვაახლოვებს...
#ბრძოლაშიუბედურები
|