საქართველო უჩვეულო ქვეყანაა, რაღაც შუალედური, გარდამავალი და ამაში საოცარი არც არაფერია, მით უფრო რომ გეოგრაფიული მდგებარეობა ხელს გვიწყობს. კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი პლუსი უფროა ვიდრე მინუსი.
....
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მყარი ცნობიერება, შეხედულებათა კრებული, რომელმაც ეტაპობრივად მოიცვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საბოლოოდ, აღნიშნული გავითარების კიბის ერთ-ერთი ბოლო საფეხური სწორედ დაისია, რომლის სულისკვეთება შემდეგი გახლავთ: რაც არის კარგი უმრავლესობსათვის, უმცირესობამაც უნდა აიტაცოს! საუბარია შიდა უმცირესობაზე, ანუ ერთი ჯგუფის, ერთი ერის შიდა სტრუქტურაზე, თორემ მის გარეთ რაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველასათვის მეორე ხარისხოვანია. სწორედ ეს განაპირობებს უწყვეტ ციკლს დაცემა- დაისისას, ანუ დასასრულისას. როდესაც ჯგუფი ორიენტირებულია შიდა კონფლიქტებზე, არასდროს არ უშვრებს განსხვავებულ აზრს, გარე მოვლენებისადმი არის ან გულგრილი ან რადიკალურად კონფორმისტი და შემგუებელი, ეს ნიშნავს იმას რომ მისი წევრები ბრმად მორჩილებენ ერთიან სისტემას, ერთიან წესს, რომელიც დროთა განმავლობაში უცვლელად დგას, მაგრამ განიცდის სიძველეს, ამასობაში კი გარედან შემოჭრილი ახალი იდეები იპყრობენ ჯგუფის წევრების გულებს და აზროვნებას, შესაბამისად კი დუღილი მატულობს… ეს კი მეტყველია უეჭველი დასასრულისა, რადგან ყოველივე ზემოთ თქმულს მოსდევს რამდენიმე გავითარება: 1. ჯგუფის წევრები, რომლებმაც მიიღეს ახალი იდეები უპირისპირდებიან ძველს და ტოვებენ მას, შედეგად ვიღებთ გარიყულობას; 2. წევრებმა, რომლებმაც მიიღეს ახალი იდეები ბრძოლა გამოუცხადეს ძველს და დაიწყეს დაპირისპირება მასთან, რასაც თან სდევს ქაოსი; 3. უმრავლესობამ დაადუმა უმცირესობა და თავიდან აიცილა ქაოსი, მაგრამ ამით გაიმყარა სტაგნაციის და უკუსვლის ალბათობა, რადგან ყველა, ვისაც რაიმე ახალი ექნება, მიმართული იქნება დაფარვისა და დამალვისაკენ – შიშისა და განდევნის მოლოდინში; 4. უმცირესობა დაამარცხებს უმრავლესობას და მიიღებს გაბატონებულ მდგომარეობას, არ დაუშვებს ძველი იდეების არსებობას, რითიც დაესმგავსება სწორედ იმ ძველს, რომლის წინააღმდეგაც იგი ამდენი ხანი იბრძოდა. ასეა თუ ისე ყველა გზის ბოლოში არის გარდაუალი დასასრული.
....
სადაც ადამიანს აღარ აქვს არჩევნის თავისუფლება, იქ მას აღარ აქვს საკუთარი პიროვნება, უპიროვნებო ადამიანი კი იმაზე მეტად ცხოველია, ვიდრე თვითონ ცხოველი. საჭიროა არა თვითონ არჩევნის თავისუფლება, არამედ არჩევნის ხელოვნურად შექმნა, თუნდაც არ არსებობდეს იგი. სწორედ ეს იქნება უეჭველი გარანტორი იმისა, რომ ადამიანი დაიწყებს ანალიზს თუ რომელი და რატომ სჯობს, შესაბამისად გაძლიერდება და ფორმირდება კიდეც იგი. ერთი იძულებითი თავსმოხვეული გზის შემთხვევაში კი ადამიანი იწყებს იძულებით მოქმედებას, რაც არაეფექტური და ადრე თუ გვიან ფეთქებადია, მომაბეზრებელი და უკუმგდებია, მით უფრო მაღალი კომუნიკაციის პირობებში, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველთვის იარსებებს მრავალი განსხვავებული აზრი და შეხედულება.
....
კიდევ ერთი თანმდევი პროცესია, ყოველივე ზემოთ თქმულისა რადიკალური დაშვება ყოველივესი და უკომპლექსობის კომპლექსი. ანუ თუ ახალმა და უცხო იდეებმა მიიღეს უცვლელი ფორმა და ჩაინერგნენ მიმღებ ადამიანებში, მაშინ შეიძლება მივიღოთ ყველაფრის მაპროტესტებელი, ან პირიქით, ყველაფრის დამშვები და მომწონებელი ფორმა, ანუ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ცუდზე ვილაპარაკოთ, ის მაინც დასაშვები და მისაღები იქნება მათთვის, რადგან სხვა შემთხვევაში ექნებათ შიში, რომ შეიძლება ისინი კომპლექსიანებად მოიაზრონ და მოიხსენიონ. უკომპლექსობის კომპლექსი ერთგვარი მოდის შედეგიც შეიძლება იყოს. ანუ ის უცმირესობა, რომელიც თანდათან უმრავლესობად იქცა უმრავლესობად იქცა, ხოლო უმრავლესობის აზრი მოდური და მისაღები უნდა გახდეს ყველასათვის და მოთხოვნა, რომ ყველანი იქცნენ ინდივიდები, მიიღებს ახალ, დამახინჯებული ერთაზროვნების ფორმას.
სრული ვერსია იხილეთ აქ
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.