
_________________________________
პირველ რიგში პატივი ვცეთ როგორც ისტორიას, ასევე თანაფორუმელთა ნერვებს და სანამ 100500 უაზრო კითხვას დავსვამთ, გადავხედოთ თამაშის წინა თემებს:
პირველი თემა
Wotმეორე თემა
World OF Tanksმესამე არასრული თემა...
World OF Tanksმეოთხე თემა
World OF Tanksმეხუთე თემა
World of Tanks____________________________
World of Tanks არის 2010 წლის ერთ-ერთი საუკეთესო MMO - Action თამაში. თამაში შექმნილია ბელარუსების მიერ, შესაბამისად ოფიციალური სერვერიც არის რუსულენოვანი. სხვა MMO-ებისგან World of Tanks (WoT)-ს განასხვავებს მისი დინამიური ხასიათი, კარგი გრაფიკა და რეალობასთან მიახლოებული გეიმფლეი. თამაში ერთნაირად მოსახერხებელია როგორც გამოცდილი ზადროტისთვის, ასევე ახალდარეგისტრირებული ნუბისათვის. იმისთვის, რომ თამაშიდან სიამოვნება მიიღო, არ არის აუცილებელი თვეების განმავლობაში ალეველო ჩარი, თამაშის პირველივე წუთებიდან ყველა მოთამაშე ერთვება შეუბრალებელ და ცხარე ბრძოლაში.
თამაშის გეიმფლეი ისეთია, რომ ნებისმიერ თავმოყვარე ონლაინ ექშენ თამაშს შეუძლია კუთხეში დაჯდეს და იტიროს. მოთამაშეს არ ყავს არც ელფი, ორკი ან სულაც აბჯარში ჩასმული კიბერჯარისკაცი. თამაშის მთელი ხიბლი ისაა, რომ გყავს
ტანკი! ანუ თამაშის ბატალიები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჯავშანტექნიკით.
თამაშის სისტემა ამავე დროს ძალიან მარტივია. სერვერზე, სადაც დღეისათვის ონლაინი 80.000 ადამიანს აღწევს და ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს, იმართება ბრძოლები 15 კაციან გუნდებს შორის. ბრძოლაში მონაწილე 30-ვე პირი წარმოადგენს რეალურ მოთამაშეს, ჯერჯერობით PvE რეჟიმი თამაშში არ არის. ბრძოლები იმართება რუკებზე, რომლებიც წარმოადგენს ისტორიული ბრძოლების ზუსტ ასლებს. ბრძოლის შედეგის მიხედვით თითოეულ მოთამაშეს ეძლევა გამოცდილების ქულები (EXP) და ფული (Кредит). გამოცდილების ქულებით მოთამაშეს შეუძლია გამოიკვლიოს უკეთესი აღჭურვილობა თავისი ტექნიკისთვის, ან სულაც ახალი ტექნიკა, კრედიტებით კი იყიდოს უკვე გამოკვლეული აქსესუარები.
თამაში სრულიად უფასოა, თუმცა მოქმედებს პრემიუმის სისტემა. პრემიუმის ყიდვა ერთ თვიანი ვადით 10 $ ჯდება. პრემიუმის მფლობელი მოთამაშისთვის მთავარი სტიმული "გაპრემიუმებისა" არის ის, რომ ბრძოლის შემდეგ 50%-ით მეტ კრედიტებსა და ექსპას იღებს. სხვა ხელშესახები პლიუსი პრემიუმს არ აქვს, რათა არ დაირღვეს თამაშის ბალანსი და დონატორებმა არ წალეკონ სერვერი. მიუხედავად იმისა, რომ რეალური ფულით ასევე შესაძლებელია ოდნავ უკეთესი დამხმარე აღჭურვილობისა და დაბალი ლეველების ტანკების ყიდვა, ჩვეულებრივ ლეველინგს მაინც ვერავინ აცდება, ანუ "100500 ფულს გადავიხდი და ყველაზე მაგარი ტანკი მეყოლება სერვერზე" - არარეალურია.
კითხვა - როგორ გადმოვწერო და ვითამაშო ეს თამაში? - პასუხი ქვემოთ.პასუხი:
თამაშის გადმოსაწერი მისამართი:http://game.worldoftanks.ru/update* აქ ვპოულობთ ლინკს Полная версия клиента და ვიწერთ მას. ტორენტით გადმოწერა უფრო სწრაფია, ჩვეულებრივზე.
რეგისტრაციის მისამართი:http://game.worldoftanks.ru/registration/სისტემური მოთხოვნები:
- Operating system: Windows 2000/XP/Vista/Seven
- Processor: 2.0 GHz
- RAM: 1 GB RAM
- Video card: 256 MB, DirectX 9.0c
- Sound Card: DirectX 9.0c compatible
- Free disk space: 2 GB
...........................................................................
კითხვა - როგორ ვითამაშო ქართველებთან ერთად? პასუხი მარტივია. თამაშში ბოლო პატჩით დაემატა კლანური სისტემა და არსებობს ქართული კლანი Georgia. რეგისტრაციის მსურველები შედით საიტზე
http://gwot.clan.su , დარეგისტრირდით, შეავსეთ განაცხადი და ა.შ. და ა.შ. კლანის ნახვა ასევე შეგიძლიათ თამაშის საიტზე:
http://game.worldoftanks.ru/clans/365/#wot...order_by=-role&გვერდი ფეისბუქში:
Wot On FaceBookპატარა ჰელპი დამწყებთათვის. მის გასახსნელად თამაშში დააჭირეთ F1-ს:

დამატებითი კითხვებისთვის, გაიდებისთვის, ტუტორიალებისთვის, გასართობად და სხვა მრავალი საქმიანობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაშის ფორუმი:
forumასევე ეს თემა ფორუმზე:
Webpageაქვე მცირე ლირიული გადახვევა:
თამაშში ჯერ ჯერობით არის 3 ნაციის ტანკები "საბჭოური" "გერმანული" და "ამერიკული" ჯერ ჯერობით მათი სია სრულყოფილად არ გამოიყურება ყველა ტანკი არ არის დამატებული... (ნელნელა მიმდინარეობს მუშაობა და ამატებენ)
დაბლა მოცემულია მათი განვითარების სქემა დღეს დღეისობით ასე გამოიყურება...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხოლო მათი სრული სია გამოიყურება ასე...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
თამაშის ტრეილერი:თამაშის ვიდეო ტუტორიალი დამწყებთათვის (ინგლისურად):მსუბუქი ტანკები:საშუალო ტანკები:მძიმე ტანკები:ტანკსაწინააღმდეგო არტილერია:უბრალოდ არტილერია:WebMoney-ით ოქროს ყიდვის ტუტორიალი This post has been edited by Skiamakia on 22 Feb 2011, 17:13