#26319363 · 5 Jul 2011, 23:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემ პატარა გოგონას დაუსვეს სულ ცოტა ხნის წინ ეს დიაგნოზი, დაქვეითება დიაგნოზის მიხედვით მეოთხე ხარისხისაა ანუ ყველაზე მძიმე (70–80%)
ბავშვი სამ წლამდე ასაკისაა, სავარაუდო მიზეზი ამისა შეიძლება იყოს ჩვილ ასაკში გადატანილი სირთულეები, რაც დაკავშირებული იყო რეზუსკონფლიქტთან, ჰემოლიზთან და სისხლის ჩანაცვლებასთან
მაინტერესებს თუ არსებობს გარდა სმენის აპარატისა და იმპლანტანტისა სხვა რაიმე მეთოდი, საშუალება, რაც ბავშვის მდგომარეობას გააუმჯობესებს, თუ არსებობს რაიმე მედიკამენტი ან საერთოდ რაიმე მეთოდი?
ეხლა ყველაზე მთავარი
ბავშვის სმენის შემოწმება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ლაპარაკის დაწყება დააყოვნა, ანუ ამბობს მხოლოდ ერთეულ სიტყვებს (დედა, მამა, გოგო, კატა და ა.შ.) ზოგ სიტყვას ამბობს ბავშვისათვის დამახასიათებელი დამახინჯებით, მაგრამ როგორც ასეთი არ ლაპარაკობს
მანამდე არასოდეს გაგვჩენია ეჭვი რომ ბავშვს სმენის პრობლემები ჰქონდა (მითუმეტეს ასეთის სერიოზული), რადგან ბავშვი ძილის დროს რეაგირებდა არც ისე ძლიერ ხმაურზე (იღვიძებდა), ჩვეულებრივი ტონით დაძახებისას აბრუნებს თავს (ანუ რეაქცია აქვს და არა მიმიკის ან მზერის პასუხად), რეაგირებს ნივთის იატაკზე დაცემის ხმაზე, მუსიკაზე და ტელევიზორის ხმაზე
უბრალოდ გაუგებრობაში ვარ, ვერ გამიგია როგორ შეიძლება იყოს თავსებადი ასეთი სერიოზული დიაგნოზი იმ ფაქტებთან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე (ანუ ბავშვის რეაქციებთან).
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ დამეხმარეთ
პ.ს. ბოდიშის ვიხდი თუ ასეთი თემა იყო და ვერ ვნახე, იმედია გაგებით მოეკიდებით
|