სოციალურმა აგენტმა ბავშვზე ძალადობის შესახებ შეტყობინება მეზობლებისგან მიიღო და მითითებულ მისამართზე პატრულის თანამშრომლებთან ერთად გავიდა. დედას განუცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დედობის უფლება ჩამოერთვა და მის შვილზე ზედამხედველობას, სახელმწიფო იღებს თავის თავზე.
ნინო ქემაშვილმა თავდაპირველად სოციალური აგენტებისა და პატრულის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. მისი თქმით, ბავშვმა ჩაისველა, რის გამოც მსუბუქად სცემა, ხოლო ბავშვის ტირილზე მეზობლები შემოვიდნენ და ერთ–ერთმა მათგანმა პატრულში დარეკა. დაბა წნორში მეზობლები აცხადებენ, რომ 2 წლის გიორგის სახეზე და გულმკერდის არეში ძალადობის ნიშნებს მანამდეც ამჩნევდნენ.
„ქრონიკაში“ გასულ კადრებში კარგად ჩანდა, რომ ბავშვი უცხო ადამიანების გარემოცვაში უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, ვიდრე დედასთან.
„ვუთხარი, რომ ბავშვს არ გავატანდი. თუ არ გაგვატან, ძალით ჩამოგართმევთო, გამომგლიჯეს ბავშვი და მანქანისკენ წაიყვანეს. ამას არაფრით არ დავთმობ და შვილის დაბრუნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ“, – ამბობს 24 წლის დედა.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3314
"ვინც რა უნდა თქვას, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ. იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ."
"იქნება მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ–ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი..."