
Mad Max ქროსპლატფორმული პოსტაპოკალიფტური გარემოს მქონე კომპიუტერული თამაში, ღია სამყაროსა და "რბოლები გადარჩენისთვის" ელემენტებით. დასაწყისისთვის თამაში იგეგმებოდა მხოლოდ playstation 3 და xbox 360 - პლატფრომებისთვის, თუმცა 2015 წლის 2 მარტს Mad Max - ის წარმოება ზემოთხსენებულ პლატფორმებზე ოფიციალურად შეწყდა. თამაში შეიმუშავა სტუდიამ - Avalanche Studios და გამოცემულ იქნა Warner Bros. Interactive Entertainment - ის მიერ. პროექტი ეფუძნება "შეშლილი მაქსი" - ის ფილმების სერიას. სიუჟეტის მოგვითხრობს მთავარ გმირზე - მაქსზე, რომელიც იძულებულია იზრუნოს საკუთარი თავის გადარჩენაზე ავსტრალიის დაუნდობელ, პოსტაპოკალიფტურ გარემოში. კრიტიკოსებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა თამაშის გარემომ და შთამბეჭდავმა ბრძოლებმა რბოლის დროს. რაც შეეხება კრიტიკოსების უარყოფით დამოკიდებულებას, ესენია - ერთფეროვანი გარემო მისიების შესრულებისას და ზედმეტად გამარტივებული ორთაბრძოლები.
სიუჟეტი მოგვითხრობს ისტორიას ძალაუნებურად გამხდარ გმირზე - მაქზე. მას ელის ფატერაკებით აღსავსე, ხანგრძლივი გზა მკაცრ და დაუნდობელ უდაბნოში. ერთადერთი რაც მთავარ გმირს სურს არის საკუთარი სიგიჟისგან გაქცევა ადგილას, რომელსაც "მდუმარე ჰორიზონტს" უწოდებენ.
გადმოსაწერი ლინკი
...