#24166834 · 24 Feb 2011, 15:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რა ხდება,მყავს სახლში მულის შვილი ბიჭი ( ეხლა ხდება 3 წლის ), ბავშვი არის ძალიან გატუტუცებული , არაფერი არ ესმის,ღრიალებს,ყველაფერს ამტვრევს (რატომ აძლევენ დასამტვრევად ეგ სხვა საკითხია კიდევ), აქვს ბოროტული გამოხტომები,რაც გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ როცა ხედავს ტელევიზორს უყურებენ ოჯახის წევრები მივა და გამორთავს ან გადართავს და თუ ვინმე შეეწინააღმდეგა მტრისას ისეთ ისტერიკას აწყობს,არც ნომრალურად ნათქვამი ესმის....მოკლედ კონკრეტულად მე რა მაინტერესებს - ჩემს მიმართ თAვიდანვე ქონდა აგრესია (ბიძამისზე ეჭვიანობს და ამიტომ), ძირითადად ჩარტყმებით გამოხატავდა, მერე შემეჩვია როგორც იქნა (6 თვეა ერთად ვცხოვრობთ და ცოტა ხანში გადასვას აპირებენ ) , ვეფერებოდი ისიც მეფერებოდა,თან დამსდევდა ყველგან, რასაც მე ვაკეთებდი და ვჭამდი ის უნდა ეჭამა და ა.შ. შიგადაშიგ მაინც გამოურევდა თავის გამოხტომებს ათასში ერთხელ. კარგა ხანი ვიყავით ესე შეხმატკბილებულად, ეხლა ისევ აურია, თან ძალიან, აი ბავშვი მიყურებს და ვეზიზღები რა ისეთი თვალები აქვს (არადა მოფერების მეტი არ გამიკეთებია მისთვის არაფერი), გუშინ საერთოდ პიკი იყო- სახლში საღამოს სავახშმოდ რომ დავსხედით დაიწყო ტირილი არ ჭამოსო ჩემზე, ე.ი. აგვხადა თავი, დედამისმა წაიყვანა ოთახში ჯერ წყნარად მოფერებით აუხსნა მასე არ შეიLძბეაო, რომ ვერაფერი გააგებინა მოსცხო ცოტა, მაგრამ აზრი არ ქონდა, უფრო მეტ ხმაზე გაკიოდა საჭმელს ნუ ჭამსო. სახლში მხოლოდ ჩემზე და ბებიამისზე აქვს ასეთი აგრესია, რა უნდა მოვუხერხოთ ასეთ ბავშვს? რა არის მიზეზი ასეთი საქციელების , როგორი მიდგომაა საჭირო ? ერთ პერიოდი ვითომ გავებუტე და საერთოდ მკაცრად ველაპარაკებოდი ძალიან, თითქოს უფრო ჭკუაზე იყო მოსული, მერე ისევ გათამამდა რომ მოვეფერე. არიქა მიშველეთ თორე გავრეკე, აღარც ის დღე დადგა ჯერჯერობით რომ გადავიდნენ ......
--------------------
ჩემი საყრდენი ხარ :)
|