#24184928 · 25 Feb 2011, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე წინა ცხოვრებაში მოსკოვში ვმუშაობდი სოციოლოგიაში.დაახლოებით 20 წლის წინ და მაშინ საქართველო სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებთან შედარებით პირველ ადგილას იყო განქორწინების რიცხვით,მახსოვს ძალიან გამიკვირდა,ახსნა მარტივი. როცა გოგოს და ბიჭს ერთმანეთი მოსწონდათ,ან უბრალოდ გატაცებული იყვნენ ,ან ჰორმონები ქუხდნენ იპარებოდნენ,რაც ავტომატურად დაქორწინებას გულისხმობდა 90%-ით. შემდეგ იმედგაცრუება და ახალი გატაცება, ინგრეოდა ოჯახები. თავისუფალი ურთიერთობა მაინც ძალიან იშვიათი იყო.მითუმეტესს გასათხოვარ ქალიშვილებში. QUOTE | ემანსიპირებული ქალის ეპოქამ მოიტანა, სადაც ქალი აღარ არის ქმარზე დამოკიდებული და იოლად დგამს ამ ნაბიჯს? თუ, ქალი უბრალოდ აღარ ითმენს ქმრის დომინანტობას ოჯახში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ, სექსუალურ თუ ფიზიკურ ძალადობაში გადადის? |
რასაც მე ვუყურებ,დღევანდელი ახალგაზრდა ოჯახები თუ რაიმე ნაკლი არ არის ნარკომანია,ალკოჰოლიზმი და ა.შ. ძალიან კარგი ქმრები არიან,დედამთილებიც გაცილებით პროგრესულები. ჩემი აზრით,მაინც უფრო საშუალო ასაკის ოჯახები ინგრევა სამწუხაროდ.ასეა ჩემს ირგვლივ. მამაკაცები უმუშევრები,ქალები ოჯახში შემომტანები ,ქმრები ტახტზე პულტით ხელში,გაღიზიანებულები, აგრესიულები,დეპრესიულები ,მაინც სოციალური პრობლემების ბრალია.
მე მესმის ამ ქალების მდგომარეობა,ძალიან ძნელია მათი ცხოვრება ,მაგრამ აბსოლუტურად აღარ ახსოვთ რაც კარგი იყო წარსულში.თანაც ასაკის გამო მუდმივ შიშში არიან არ დაკარგონ სამსახური.
--------------------
მე მომავალში დავიბადე , მოვკვდი წარსულში
-----------------------
ჩემი მომავლის წარსულია ეს ყველაფერი
|