მაინტერესებს ნერვული უჯრედების აღდგენა თუ ხდება?
ანუ თუ გააჩნია ნერვულ უჯრედს რეგენერაციის უნარი
მარჯვენა ყურზე მაქვს ნეირო სენსორული სმენის დაქვეითების საწყისი სტადია
აუდიოგრამა რო გავიკეთე
6000 მეგაჰერცზეა პატარა ჩავარდნა (10 ერთეულით) რაც იწვევს ,,დაგუდულობის'' შეგრძნების სიმულაციას
ექიმებმა მითხრეს რო ისეთი დაქვეითება არაა რო მასე გაწუხებდესო, მარა ეტყობა მეორე ყური რო ნორმალურადაა და ტვინში არათანაბარი სიგნალები მიდის მაგის ბრალია

მოკლედ ეხლა ვენაში მისხავენ ნოოტროპინის დიდ რაოდენობას, (220 მილიგრამი, მარა მემგონი ფიზიოლოგიურ ხსნარსაც ამატებენ

) მოკლედ 2 გადასხმა გავიკეთე და კიდე 3 ჯერ უნდა გადაისხაო
მოგეხსენებათ ნოოტროპინი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მარა
მე რაც მაინტერესებს იმ დაზიანებული თუ ფუნქცია დაკარგული ნერვის აღდნება შესაძლებელია? თუ პლაცებოს ეფექტის ამარა მისხავენ ამ ნოოტროპინს

ძაან ბუნდოვნად მპასუხობენ ექიმები, წესით უნდა გეშველოსო

კიდევ რა მაინტერესებს:
კი გავიგე რომ ნერვის ბრალია, მაგრამ ეხლა ამ ნერვს გამტარუნრიანობა ექნება დაკარგული თუ რაღაც უბანია მკვდარი ნეტა

რამე დანამატი ან მინერალის ან ვიტამინის სახით რა შეიძ;ლება მივიღო რო ნერვული უჯრედის აღდგენას შეუწყოს ხელი
რავი 22 წლის ვარ და თუ რამე შანსია წესით ორგანიზმმაც უნდა შემიწყოს ხელი :|
მოკლედ რაც მაინტერესებდა კონკრეტულად ვერაფერზე მიპასუხეს რა...

იქნება ვინმე იყოთ კომპეტენტური ამ საკითხში და დამაკვალიანოთ ცოტა