ჰოდა საშხაპე კაბინის ყიდვა გახდა გარდაუვალი... მაქვს მიმდინარე რემონტი ახალ სახლში და უკვე დატანჯული ვარ არჩევანის სიმცირით და წარმოუდგენელი ფასებით. გამომდინარე იქიდან, რომ აბაზანისთვის გამოვიწერე შავი ონკანები, საშხაპე კაბინაც უნდა იყოს შავი კანტებით. ჩვენთან არ იშოვება შავ კანტებიანი საშხაპე კაბინა. შესაძლებელია მხოლოდ დამზადება რაც, 8მმ-იანი ნაწრთობი მინის გამოყენებით, დაახლოებით 1300-1500 ლარი ჯდება. ისიც მაინც ვერაა ისეთი მინიმალისტური როგორიც მინდა. მე მინდა ესეთი საშხაპე კაბინა, სლაიდერი [გასასრიალებელი] კარის სისტემით, მაქსიმალურად სადა:

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან არ მინდა საშხაპე კაბინაში ამდენი ფულის გადახდა, ვიფიქრე, რამენაირად ხო არ შეიძლება რომ ეს სლაიდერის სისტემა გამოვიწერო იაფად და ჩვენთან მხოლოდ ნაწრთობი მინა დავამზადებინო [რაც დაახლოებით 300 ლარამდე დაჯდება]. დავიწყე საშხაპე კაბინის ჩარჩოების და სლაიდერების ძებნა და სანამ ინტერნეტში დავიკარგები, მჭირდება რჩევა - ღირს თუ არა საერთოდ ამ ფრიად რთულ პროცესში ჩაბმა? გაკეთებადია თუ არა საშხაპე კაბინა საკუთარი ძალებით? ჩვენთან ხომ არ იყიდება სლაიდერი სისტემები სადმე?