შალვა ნათელაშვილი - "სააკაშვილმა ათასჯერ მიაყენა შეურაცხყოფა პაატა ბურჭულაძეს, გამოაცხადა რუსეთის აგენტად და ახლა ისევ სააკაშვილს უძვრება. ჩემი სათაყვანებელი ნანი ბრეგვაძე სააკაშვილის წარბების აწევ-დაწევის მიხედვით მართავს კონცერტებს. შეურაცხყოფილი ვარ ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, ასე რომ დაატარებენ ხელის ბიჭივით..."
"ესე იგი, "ვარდების რევოლუციის" დროს გაჩუმებისთვის მე ბუშმა მაილსის ხელით გამომიგზავნა 800 000 დოლარი, არა? ჯერ რამხელა შეურაცხყოფაა ეს ბუშისთვის და ამერიკისთვის, რომ რევოლუციაში ქრთამს იძლევა, თანაც, მილიონსაც ვერ იმეტებენ. ასევე, დიდი შეურაცხყოფაა ჩემთვის - თურმე 800 ათასად გავყიდე ქვეყანა, ცოტა მეტი მაინც დაეწერათ, პატივი ეცათ. ასეთი სიბინძურე არავის დაუწერია, რაც მე პოლიტიკაში ვარ", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ახლა ამერიკაში დაჩქარდა რაღაც პროცესები, ამას აკავშირებენ ბოკერიასთან. მალე ესენი გააკეთებენ ბლოკს, ნაწილი ოპოზიციიდან წავა იქ, ნაწილი ნაცმოძრაობიდან, ხოლო ნაწილი აიკრიფება "თავისუფლების ინსტიტუტიდან" - ამ ბლოკის კარდინალად დანიშნულია ბოკერია".
"ეს ნარკომანი ჯორბენაძე აქ არ გდია თბილისში? მისულიყვნენ მასთან და ეკითხათ, რამდენი გადასცა სააკაშვილს, რა მოლაპარაკებებზე დადიოდა. ჰკითხონ ნარკომან ჯორბენაძეს, როგორ ჩააბარა სააკაშვილს ფული და ძალაუფლება. თან არ დაგავიწყდეთ, ნიკა სააკაშვილი დღე და ღამე ჯორბენაძის კაბინეტში იჯდა - კურსელები არიან. სააკაშვილი ნიკა, მიშას მამა და ავთო ჯორბენაძე არიან კურსელები. როგორც კი სააკაშვილი ჩამოეთრა ამერიკიდან, ჯორბენაძემ მამამისი წაიყვანა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. როცა უკვე მიშამ დაიწყო ხელისუფლებაში აღმასვლა, ნიკა იჯდა ჯორბენაძის კაბინეტში დღე და ღამე. მისი საშუალებით ეკონტაქტებოდა მიშას ავთო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ნათელაშვილი.
"... რაც შეეხება ჩვენს სიაში ერგემლიძის ჩასმას, 
აქ აქცენტი აღებული გვქონდა კულტურის წარმომადგენელზე. ახლა, ლადო კახაძე რომ ჩავსვი პირველ საკრებულოში, ის არც ჩემი ცოლის ნათესავი იყო, არც ფული მოუტანია, ის იყო ცნობილი გინეკოლოგი... მოვძებნეთ და წარვადგინეთ გოდერძი ჩოხელი, რომელიც 2003 წელს პარლამენტის წევრი გახდა ჩვენგან, მაგრამ სააკაშვილმა გამოაგდო, შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. ასევე რეზო ჩხიკვიშვილი პარლამენტის წევრი გახდა ჩვენგან, მანდატი ჯიბეში უდევს, მაგრამ ეგეც გამოაგდეს. კულტურის წარმომადგენლებს ყოველთვის ჰქონდათ ჩვენთან პირველ ათეულში კვოტა. ეს სწორი იყო თუ არასწორი, ამაზე შეიძლება ვიდავოთ. შეიძლება იმაზეც ვიდავოთ, ერგემლიძე დიდი გენიოსია თუ პატარა გენიოსი, მაგრამ ჩემს დროს იყო ანსამბლი "75", ფანი ვიყავი მაგათი. გარდა ამისა, ნუგზარ ერგემლიძე არის სოსო შატბერაშვილის მეჯვარე და ახლობელი. ასევე, არ დაგიმალავთ, რეზო ჩხიკვიშვილი იყო ჩემი მეჯვარე. სიაში ჩასმის დროს გავითვალისწინე ესეც. ხომ იცი, მაინც ქართველები ვართ", - განაგრძობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.
"ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ.
მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ მომავალში ჩვენს სიაში არანაირი კულტურის მოღვაწეები აღარ იქნებიან. აღარ მინდა ამდენი თავის ტკივილი. 
ვინც ჩავწერეთ, აღარ მინდა ახლა გვარები ჩამოვთვალო, ყველას რაღაც იაღლიში მოუვიდა. არ ვიცი, შეიძლება ღალატიც არ დავარქვათ,
დაბნეული არიან. მათი ცნობიერება გადართულია სხვა რაღაცებზე, არ ვიცი, რაა! საერთოდ მათ დაღუპეს საქართველო. პირდაპირ ვთქვათ - ლანა ღოღობერიძეებმა, ელდარ შენგელაიებმა... მსახიობები და რეჟისორები დარჩნენ უმუშევარი, პარლამენტში მოიყარეს თავი და მაგათ შექმნეს "მოქალაქეთა კავშირი", შემდეგ შექმნეს ჟვანია და სააკაშვილი. ეს ამხელა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, მაგათი შექმნილია. ელდარ შენგელაია იყო მათი მამა, ლანა ღოღობერიძე - დედა. სხვების დასახელებაც შემიძლია, ახლა ისინი ოპოზიციაში არიან, ყველა იცნობს მათ", - დასძენს შალვა ნათელაშვილი და შეკითხვას - "ახლა თქვენ გაქვთ შანსი, გადაიკიდოთ ე.წ. ინტელიგენცია" - პასუხობს:
შეუძლიათ აღშფოთდნენ. მათ უნდა იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რაც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ და რასაც ახლა სჩადიან.
სააკაშვილმა ათასჯერ მიაყენა შეურაცხყოფა პაატა ბურჭულაძეს, გამოაცხადა რუსეთის აგენტად და ახლა ისევ სააკაშვილს უძვრება. კარგი რა, სირცხვილია, მსოფლიო დონის მომღერალი ხარ, რას უძვრები ამ უჯიშოს, რას ეფერები? ის პრემიები, მედლები და ფული უღირს ქვეყნის ნგრევად? მე იმასაც ვხედავ, რომ ჩემი სათაყვანებელი ნანი ბრეგვაძე ასევე მორჩილი გოგოსავით სააკაშვილის წარბების აწევ-დაწევის მიხედვით მართავს კონცერტებს. ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა შერცხვებათ! შერცხვებათ, რომ აი, ამ პოლიტიკურ ნაბიჭვრებს ემსახურებიან. არ ვიცი რაა, მე ვარ შეურაცხყოფილი ბუბა კიკაბიძის ნაცვლად. ასე რომ დაატარებენ ხელის ბიჭივით. ლუკაშენკოსთვის კონცერტებს აწყობინებენ და პუტინს ალანძღვინებენ. ეს არის სრული გენოციდი ქართული კულტურისა და ხელოვნების".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...1-28022011.htmlლიცემერი: თუ საქართველომ ყველაფერს გაუძლო და დღესაც ცოცხლობს, ქმნის, იბრძვის , ეს იმის შედეგია, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობა ეყრდნობა ხუთ ბურჯს-დავით აღმაშენებელს, რუსთაველს, ილიას, "ბევრი პროცენტით არჩეულ და ყველა სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით უსაყვარლეს პრეზიდენტს" (@პროვოკატორი )და შალიკოს , ქართველ პოლიტმოწამეთა შორის საჩინოს
ჰო, ახლა - მთავარი: ადრე მეცინებოდა მის ბჟუტურზე, მაგრამ უკვე წონასწორობას მაკარგვინებს ამ კრეტინის დემაგოგია, ტყუილი, ცილისწამება. მაგარი ბინძური პოლიტიკოსი და ადამიანია This post has been edited by licemer on 28 Feb 2011, 19:31
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.